პრემიერ-მინისტრი ალავერდის ტაძრის აღდგენის სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტიქიის შედეგად დაზიანებული ალავერდის საკათედრო ტაძრის აღდგენის სამუშაოებს გაეცნო. სამონასტრო კომპლექსში შექმნილ მდგომარეობაზე დეტალური ინფორმაცია მთავრობის მეთაურს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა და აბბა ალავერდელმა, მიტროპოლიტმა დავითმა მიაწოდეს. ამ ეტაპზე ტაძრის გუმბათის ირგვლივ ხარაჩოს აგება მიმდინარეობს, რის შემდეგაც სპეციალისტები გუმბათის რესტავრაციას დაიწყებენ. ძლიერი ქარის შედეგად გადახდილია გუმბათის თუნუქის საფარი, დაზიანებულია კრამიტის სახურავი, ჩამსხვრეულია სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქისა და საეპისკოპოსო სახლის სახურავები, ჩამოშლილია სასახლის აივანი. ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

Пікірлер

    Келесі