ნიკოლოზ ბარათაშვილი - მერანი (Remix) / Nikoloz Baratashvili - Merani (Remix) - Oxia Domino

Музыка

ნიკოლოზ ბარათაშვილი - მერანი
მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,
უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!
გაკვეთე ქარი, გააპე წყალი, გარდაიარე კლდენი და ღრენი,
გასწი, გაკურცხლე და შემიმოკლე მოუთმენელსა სავალნი დღენი!
ნუ შეეფარვი, ჩემო მფრინავო, ნუცა სიცხესა, ნუცა ავდარსა,
ნუ შემიბრალებ დაქანცულობით თავგანწირულსა შენსა მხედარსა!
რაა, მოვშორდე ჩემსა მამულსა, მოვაკლდე სწორთა და მეგობარსა,
ნუღა ვიხილავ ჩემთა მშობელთა და ჩემსა სატრფოს, ტკბილმოუბარსა;
საც დამიღამდეს, იქ გამითენდეს, იქ იყოს ჩემი მიწა სამშობლო,
მხოლოდ ვარსკვლავთა, თანამავალთა, ვამცნო გულისა მე საიდუმლო!
კვნესა გულისა, ტრფობის ნაშთი, მივცე ზღვის ღელვას,
და შენს მშვენიერს, აღტაცებულს, გიჟურსა ლტოლვას!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!
ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის,
ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა, ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის;
შავი ყორანი გამითხრის საფლავს მდელოთა შორის ტიალის მინდვრის,
და ქარისშხალი ძვალთა შთენილთა ზარით, ღრიალით, მიწას მამაყრის!
სატრფოს ცრემლის წილ მკვდარსა ოხერსა დამეცემიან ციურნი ცვარნი,
ჩემთა ნათესავთ გლოვისა ნაცვლად მივალალებენ სვავნი მყივარნი!
გასწი, გაფრინდი, ჩემო მერანო, გარდამატარე ბედის სამძღვარი,
თუ აქამომდე არ ემონა მას, არც აწ ემონოს შენი მხედარი!
დაე მოვკვდე მე უპატრონოდ მისგან, ოხერი!
ვერ შემაშინოს მისმა ბასრმა მოსისხლე მტერი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!
ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება,
და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება;
და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს,
და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს!
მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,
უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!
ნიკოლოზ ბარათაშვილი

Пікірлер: 20

  • @GioGio-nr3vr
    @GioGio-nr3vr3 ай бұрын

    აცხონოს უფალმა ბატონი გურამ საღარაძის სული❤❤

  • @davittabeshadze361
    @davittabeshadze3612 жыл бұрын

    ცუდად ხომ მაინც არჩაივლის ეს განწირული სულის კვეთება და გზა უალი შენგან თელილი მერანო ჩემო მაინც დარჩება 🙏

  • @shhsbs7722
    @shhsbs77228 ай бұрын

    როდესაც საკუთარ თავზე გამოცდის ადამიანი ათიათასჯერ მეტად დააფასებს და მიხვდება ამ ლექსის შინაარსს

  • @yor6891
    @yor6891 Жыл бұрын

    საუკეთესოააააააა ❤

  • @friedrichwilhelmnietzsche6664
    @friedrichwilhelmnietzsche66642 жыл бұрын

    ვამაყობ,რომ ქართველი ვარ)

  • @MsBusini
    @MsBusini3 жыл бұрын

    დიდი მადლობა!

  • @ninozviadadze1433
    @ninozviadadze1433 Жыл бұрын

    მართლა კარგი იყო, მაგრამ დამაკლდა ის ორი სტრიქონი, რომელსაც არ ამბობს და რომელიც უმნიშვნელოვანესია ,, და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს, და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავი ბედის წინ გამოუქროლდეს! გურამ საღარაძე კითხულობს ხომ?

  • @MusicForYou9
    @MusicForYou9 Жыл бұрын

    ძალიან მოუხდა ყოჩაღ მეგობარო

  • @ekafrejamchedlidze3872
    @ekafrejamchedlidze3872 Жыл бұрын

    Რა კარგიაა❤❤

  • @qureqsa9093
    @qureqsa90932 жыл бұрын

    ჰუჰ კაი იყო რაა 🥰❤️

  • @davittabeshadze361
    @davittabeshadze3612 жыл бұрын

    სეხნი ძმახარ ტო😍

  • @davittabeshadze361
    @davittabeshadze3612 жыл бұрын

    საც დამიღამდეს იქ გამითენდეს იქ იყოს ჩემი მიწა სამშობლო მხოლოდ ვარსკვლავთა თანამავალთა ვამცნო გულისა მე საიდუმლო

  • @zhana25
    @zhana25 Жыл бұрын

    სისხლს რომ აგიდუღებს ის არის… გმადლობთ ❤

  • @user-zk9rv7bw6n
    @user-zk9rv7bw6n3 жыл бұрын

    ლექსი ხომ მაგარია და ტრეკის ლინკიც დადე რა ძმურად😎❤

  • @aragvelii

    @aragvelii

    3 жыл бұрын

    Oxia Domino

  • @nodosenchikovi9451
    @nodosenchikovi94512 жыл бұрын

    Sexni zmaxar to 😍

Келесі