ნიკოლო მაკიაველი - "მთავარი"

ნიკოლო დი ბერნარდო მაკიაველი (1469-1527) - რენესანსის დროინდელი იტალიელი პოლიტიკური მოაზროვნე, ისტორიკოსი, სამხედრო თეორეტიკოსი, დიპლომატი, ფილოსოფოსი, მწერალი და ჰუმანისტი. გაღარიბებული დიდგვაროვანი ოჯახიდან. ითვლება პოლიტიკური რეალიზმის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წარმომადგენლად. მაკიაველი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ფლორენციაში, იმ დროს, როდესაც იტალია დაქუცმაცებული იყო რამდენიმე მეტოქე ქალაქ-სახელმწიფოდ, რომლებსაც ახასიათებდათ არასტაბილურობა და რელიგიური კონფლიქტები. 1498 წელს ფლორენციის რესპუბლიკის „ათთა კოლეგის“ მდივანი. 1512 წელს, მედიჩების ტირანიის აღდგენის შემდეგ, მაკიაველი გადაიყვანეს თანამდებობიდან და გადაასახლეს საშ-კაშინოს მახლობლად მისსავე მამულში, სადაც ცხოვრობდა სიკვდილის ბოლომდე. მაკიაველის უმნიშვნელოვანესი თხზულებებია: „მსჯელობა ტიტუს ლივიუსის პირველი დეკადის გამო“, „მთავარი“, „ფლორენციის ისტორია“. 1559 წელს კათოლიკურმა ეკლესიამ მაკიაველის თხზულებები „აკრძალული წიგნების სიაში“ შეიყვანა.
იხ. Wikipedia, www.shorturl.at/kqMTY
აუდიო ჩანაწერი განხორციელებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (www.iliauni.edu.ge) მიერ.

Пікірлер

    Келесі