No video

Nickolos - რომელსაც არ ჰყავს კაენი

IG: / nickolos13
Mix & Mastered : Nickolos
Prod by : Eyezo
Lyric :
გაყინული გული გადავუშალე წვიმას და უკვე თოვს
ვჩიოდი გახეულ ფეხსაცმელს სანამ არ შევხვდი უფეხოს
შეუმდგარი ადამიანივით მსდევდა სიტყვა თითქმის
იცი დილით მამლის ყივილში პეტრემ უარყო ისმის
დგას კუპიდონი თემიდას გვერდით სანახაობა ღრმაა
მნიშვნელობით რომ სამართალი სიყვარულივით ბრმაა
დეტერმინიზმში ვარ არადეტერმინირებული არსება
რასაც შეუძლია ჩემი დაცლა მას ძალუძს ჩემი ავსება
გახსოვდეს არ გამირბის გონება მზისკენ იკაროსივით
ქარი არა სჩანს ქარი არა სჩანს ვირხევი კვიპაროსივით
ვიცანი ადამიანში ღმერთის არსება და მათი მსგავსება
დაბადება (1:27) ერთი ოცდაშვიდი ყოველთვის მავსებდა
ისევ არ ვიცი მითოლოგია ან თებეს ბაღში ვინ ჭამეს
ვიცი ქალბატონი სიღატაკე როგორ შეხვდა სიჭარბეს
ის თურმე ხარბი იყო ხარბი იყო მასთან მიჭრამდეც
მაშინ წარმოიშვა ეროსი რომ არსს ორად ხლიჩავდეს
ემოცია მატულობს შეფარდებით ალბათ დროსთან
მოხვედი ზღვისფერი შენ თვალებით ალბატროსთან
ყველა გრძნობა მკვდარია დამრჩა მარტო ცინიზმი
რომ ვიყო დოსტოევსკი იქნებოდი კათოლიციზმი
მძიმე ნაბიჯებით ვაბიჯებდი უცხო უბნის ჩიხებში
თუ სატანა ესტუმრა ერს წავიყვან უფლის ციხეში
დაკეტილ ცისკარზე ამ ნაწერით ფიცარი სკდება
ვინც უბრალოდ ცხოვრობს ის უბრალოდ კვდება
ნიკა ფიქრები აზრები იდეები სულ უნდა ამყარო
შენ კი არ ხარ სამყაროში შენ თავად ხარ სამყარო
შენ არ ყოფნიდან ყოფნაში მოხვედი ოღონდაც ბრმა
და გახსოვს მათე თავი მეხუთე მუხლი ორმოცდარვა
აბიჯე სულ ზედაპირზე ნაბიჯი იყო როგორღაც ღრმა
იზრუნე სულზე და პირზე სიცრუემ რომ მოცდა თქვა
ვიცი საუკთარ თავს გაატარე მრავალი ლაზარეთი
და ისე აღსდექი შენი სახელი შეცვალა ლაზარეთი
თუ ვერ შეძელი ყოფნა ბეთლემად გახდი ნაზარეთი
თუ ვერ იტევ მრავალ აზრს გქონდეს საზრად ერთი
სამყაროს ფერთა გამით უნდა გაგიჟდეს პალიტრა
რადგან აღდგომამ ქვეყნიერება გაგიჭეშმარიტა
ვიაზრებ ღმერთმა შემქნა სიკეთის საკეთებლად
და წინააღდეგობა ადევს ყველაფერს საკეტებად
სანამ აზრებს ვგზავნი მაღლა ცაშაი რაკეტებად
მთელი ნაკეთები რჩება უსასრულო მაკეტებად
და იმ აბელს ვგავარ რომელსაც არ ჰყავს კაენი
სანამ სხვგვარად ისმის ჩემი ნათქვამი ამენი

Пікірлер: 3

  • @paperstreetsoapco2
    @paperstreetsoapco2Ай бұрын

    დაბადება (1:27) "შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი." მათე (5:48) "იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს."

  • @Librael-prod
    @Librael-prodАй бұрын

    ცეცხლიი 🔥🔥 "შენ არ ყოფნიდან ყოფნაში მოხვედი ოღონდაც ბრმა და გახსოვს მათე თავი მეხუთე მუხლი ორმოცდარვა" (მ.5:48 - მაშ, იყავით სრულქმნილნი, როგორც სრულქმნილია თქვენი ზეციერი მამა)

  • @Salvator_Mundi
    @Salvator_MundiАй бұрын

    ძალიან ძლიერი ლირიკაა :) თუ სატანა ესტუმრა ერს წავიყვან უფლის ციხეში