მწარე პოდკასტი, ეპიზოდი 60. პეტრას ციხე-ქალაქი და ლაზიკის ომი

მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი - like and subscribe our channel
▶️თუ უსმენთ პოდკასტს, გსურთ დაეხმაროთ პროექტს სწრაფ განვითარებაში, პრემიუმ ანგარიშის ჩართვაში, ტექნიკურ უზრუნველყოფასა და ხარისხის გაუმჯობესებაში, „მწარე პოდკასტის" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ:
საქართველოს ბანკი: GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა)
PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)
-----------------------------------------------------------------------
„მწარე პოდკასტის" მე-60, ვიდეო-ეპიზოდი, აჭარაში, ციხისძირში, პეტრას ციხე-ქალაქში ჩავიწერეთ. პეტრა, საქართველოში, რომაულ-ბიზანტიური პერიოდის ერთ-ერთი უმიშვნელოვანესი ძეგლია, რომელიც, ყოფილი ლაზიკის სამეფოს ტერიტორიაზე მდებარეობდა. ამ ადგილზე, გვიანანტიკური ხანის ორი უდიდესი სახელმწიფოს - აღმოსავლეთ რომის იმპერიისა (ბიზანტიის) და სასანური ირანის დაპირისპირება, ფაქტობრივად, გადამწყვეტი აღმოჩნდა ლაზიკის ომის (541-562 წწ.) შედეგისთვის. პოდკასტში მიმოხილულია ომის წინაპირობები, წარმოდგენილია მისი ზოგადი სურათი, მთავარი დაბრკოლებები ორივე მებრძოლი მხარისთვის, პეტრას მნიშვნელობა, საალყო მოქმედებების სამი ეტაპი და ციხე-ქალაქის საბოლოო დაცემა. პოდკასტი ორიენტირებულია პეტრას ციხე-ქალაქზე და ლაზიკის ომის ბევრი მნიშვნელოვანი მომენტი, განზრახ არის გამოტოვებული, რათა, შემდგომში, ამ თემას კვლავ დავუბრუნდეთ.
--------------------------------------------------------------
პეტრა-ციხისძირში მოგზაურობაში დახმარებისთვის და არაჩვეულებრივი გიდობისა და მასპინძლობისთვის, მადლობას ვუხდი არქეოლოგიის დოქტორანტ თამაზ დარჩიძეს. ასევე, არქეოლოგიური ექსპედიციის წევრებს, რომლებიც, ამჟამად, პეტრას ციხე-ქალაქის გათხრებზე მუშაობენ.

Пікірлер: 22

  • @BitterPodcast
    @BitterPodcast9 ай бұрын

    მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი - like and subscribe our channel ▶„მწარე პოდკასტის" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ: საქართველოს ბანკი: GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა) PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)

  • @brdzolisunariani
    @brdzolisunariani Жыл бұрын

    საუკეთესო ფონი რაც პოდკასტში ყოფილა .👍👍👍

  • @lashaerbelidze3511
    @lashaerbelidze3511 Жыл бұрын

    👍👍👍👍👍👍

  • @ditozarnadze5439
    @ditozarnadze5439 Жыл бұрын

    ძალიან საინტერესოა და კიდევ ბევრი ასეთი ვიდეო 👍

  • @VakhoBLT
    @VakhoBLT Жыл бұрын

    ვახ რა კარგი იყო ბიჭო ყველანაირად, ისტორიაც, ბექგრაუნდიც და საერთოდ ძაან კაი იყო.

  • @sherxansherxan250
    @sherxansherxan250 Жыл бұрын

    ⭐️👍⭐️ ძლივს არ გავიგე შენგან რამე ხოსრო ანუშირვანზე 💡💡💡

  • @user-cs2cg4rz3t
    @user-cs2cg4rz3t Жыл бұрын

    კარგია ,მადლობა ,ისტოიის სიყვარულს ასწსვლით, გაგიმარჯოთ, ნახევარი საუკუნეა ისტორიის თქვენებრი კვლევა არ ყოფილა. ხალხი თუ მოისმენს ,ავკარგის გარჩევას ისწავლის.

  • @LevanCH4
    @LevanCH4 Жыл бұрын

    ძაან მაგარი არხია 👍

  • @nikaloz1
    @nikaloz1 Жыл бұрын

    კარგი არხი გაქვს. იმედია ბევრი მოისმენს და უყურებს და ცოტა რეალობას მიუახლოვდება ხალხი ისტორიის გაანალიზებისას და თუნდაც ახლანდელ პოლიტიკაშიც აღმოაჩენენ, რა არის რეალობა და რა ემსახურება მმართველების ინტერესებს და პროპაგანდას.

  • @user-cs2cg4rz3t
    @user-cs2cg4rz3t Жыл бұрын

    კაია , მერმეროე, მახორაგანი, იოანე ციბე, ...ისტორია მასწავლებელია, ბავშვებიც ნეტა ისმენდენ, ---მამები ოჯახში არ ასწავლიან , ვფიქრობ ,უძულებით უნდა ისწავლებოდეს.

  • @TheSoldboy
    @TheSoldboy Жыл бұрын

    კარგია რომ ასეთ ვიდეოებს აკეთებთ, მაგრამ კადრის მიღმა ვირაცა რომ არ ამთქნარებდეს, აჯობებს :)

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    Жыл бұрын

    ხალხიც მიდი-მოდიოდა და ხმაურობდა, გაუსაძლისი სიცხე იყო, პეტლიჩკა არ მაქვს და როგორც მოვახერხეთ ისე ჩავწერეთ ასე თუ ისე, ადგილიდან მაინც :)

  • @TheSoldboy

    @TheSoldboy

    Жыл бұрын

    @@BitterPodcast საწყენად არ ვამბობ, ვიდეოს ხარისხის გაზრდა უკეთესი იქნება მსმენელისთვისაც და თქვენთვისაც (მეტი მსმენელი გეყოლებათ). გააგრძელეთ ასეთი ვიდეოები, გისურვებთ წარმატებას.

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    Жыл бұрын

    @@TheSoldboy მადლობა, როცა იქნება მეტი ტექნიკური საშუალება, ხარისხიც აიწევს.

  • @avtandilrukhadze219
    @avtandilrukhadze219 Жыл бұрын

    ანუ გამოდის ვახტანგის დასავლეთ საქართველოში ლაშქრობა და ბიზანტიელების გაძევება ამ ტერიტორიიდან წმინდა წყლის ქართული პროპაგანდა იყო? :)

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    Жыл бұрын

    დიდწილად არარეალურია, რასაც ჯერ კიდევ ივანე ჯავახიშვილი მიუთითებდა ჯუანშერის განხილვისას. თანადროულ წყაროებს აცდენილია. სავარაუდოდ, სხვადასხვა ისტორიული მოვლენის ინტერპრეტაციაა ამ ფორმით მოცემული. ძველირანული ეპოსის ელემენტებსაც ატარებს. რასაკვირველია ჯუანშერი ღირებული წყაროა, მაგრამ სწორი კითხვების დასმა, ანალიზი და ეპოქის უფრო ადრეულ წყაროებთან შედარება აუცილებელია.

  • @avtandilrukhadze219

    @avtandilrukhadze219

    Жыл бұрын

    @@BitterPodcast ცხადია არარეალურია, ბიზანტიურ წყაროებშიც ხო უნდა ფიქსირდებოდეს ეგეთ მასშტაბურ მოვლენასთან თუ გვქონდა საქმე. უფრო ლეგენდაა, როგორც ფარნავაზი გადმოვიდა ქუჯისთან. მაგრამ დადებითი ლეგენდაა ჩემი აზრით, ანუ ქართველებში ოდითგანვე იყო სურვილი აღმოსავლეთის და დასავლეთის გაერთიანების.

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    Жыл бұрын

    ისიც აღსანიშნავია რომ ჯუანშერში გარკვეული რეალიები საკმაოდ გვიანდელია და ლეონტი მროველის ტექსტს უახლოვდება, რის გამოც, ზოგჯერ აიგვებენ კიდეც ამ ორ ავტორს ან ერთი პერიოდის, XI ს. მოღვაწეებად თვლიან.

  • @dtrollman....jumbera4489

    @dtrollman....jumbera4489

    4 ай бұрын

    საერთოდ ვახტანგის მთელ პერსონა ძალიან მითოლოგიზირებულია. ალბათ რომ არა სომხური წყარო, ბევრს ისიც ეფიქრა, რომ არც არსებობდა )))ზოგი, მასეც ფიქრობს. @@BitterPodcast

  • @ninonino4615
    @ninonino4615 Жыл бұрын

    ბესა, როგორც მოხელე რომის დაცემისას 476 წ რომში იმყოფებოდა? და 550- იან წლებში დიდი ომიანობისას ისევ ცოცხალი იყო?

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    Жыл бұрын

    არა, ბელისარიუსმა რომ დაიკავა რომი ოსტგოთებთან ომის დროს, მაშინ იყო ბესა ქალაქის გარნიზონის სარდალი და ოსტგოთებმა წაართვეს რომი.

  • @ninonino4615

    @ninonino4615

    Жыл бұрын

    @@BitterPodcast გასაგებია

Келесі