მოთხოვნა მცირდება, ფასი იზრდება - რა ხდება უძრავი ქონების ბაზარზე?

აგვისტოში ბათუმში ბინების გაყიდვები წლიურად 11%-ით შემცირდა და 1 422 შეადგინა. Recov.ge-ზე განახლებული მიმოხილვის მიხედვით, მოთხოვნის კლების მიუხედავად აგვისტოში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 20%-ით გაიზარდა და მ²-ზე 984 დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი მხოლოდ 3%-ით, 728 დოლარამდე გაიზარდა.
საცხოვრებელი ბინების გაყიდვები შემცირდა თბილისშიც. ზაფხულის ბოლო თვეში დედაქალაქში 3 420 ბინა გაიყიდა, რაც გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 10%-ით ნაკლებია, შედეგად ბაზრის ზომა 8%-ით, 187 მილიონ დოლარამდეა შემცირებული.
რაც შეეხება ბინების ღირებულებას, თბილისის გარეუბნებში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 8%-ით გაიზარდა, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 3%-იანი კლება დაფიქსირდა.
რა ხდება საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე წლიურ ჭრილში და როგორია მოლოდინები?
სტუმარი: ეთუნა მუნჯიშვილი - „კოლიერს ჯორჯიას“ დეველოპმენტ კონსალტინგის ხელმძღვანელი;

Пікірлер

    Келесі