მექა ხანგოშვილის მიერ მოყოლილი პანკისის ხეობის და ქისტების ისტორია - საქართველოს დაბადება

👤 ფილოლოგი, პანკისის ხეობის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში "საქართველოს დაბადება".
🔴 მექა ხანგოშვილი საკუთარ ისტორიას გვიზიარებს:
00:00 - Intro
02:30 - ქისტური სამართლის კოდექსი და პანკისის ხეობა - როგორ გარემოში იზრდებოდა მექა ხანგოშვილი
12:30 - “გამორჩეული ეთნოსი, რომელსაც არ უღალატია საქართველოსთვის” - ვინ არიან ქისტები
18:00 - ქისტების ისტორია პანკისის ხეობაში
32:00 - ქაქუცა ჩოლოყაშვილი ჩეჩნეთში და ქისტების როლი ქვეყნიდან გამგზავრებაში
35:00 - ქისტური სასამართლო და სამართლიანობის მოწყობა - სისხლის აღება და შერიგების რიტუალი
47:00 - ჩეჩნების აყრა და ციმბირში გასახლება
51:00 - ვაინახების ქართული საგა - ფოლკლორი და ლიტერატურა ქართულ-ქისტურ ურთიერთობებზე
55:00 - “ღირსება იყო ყველაზე მნიშვნელოვანი”, - ქართულ-ქისტური ურთიერთობები და კონფლიქტები
58:00 - სახალხო სასამართლო პანკისის ხეობაში - ვინ არიან მოსამართლეები
1:03:00 - ვინ წყვეტს თანამედროვე პანკისში მტყუან-მართალს
1:05:00 - საბჭოთა სისტემის ურთიერთობა ქისტებთან
1:12:00 - პანკისის ხეობის და ქისტების ღირებულებები და სარწმუნოების მნიშვნელობა
1:19:30 - “ასე შეინარჩუნეს ტრადიციები”, - მკაცრი წესები და საზოგადოების მოწყობა
1:23:00 - საქართველოს დამოუკიდებლობის, პერესტროიკის და 90-იანი წლების გავლენები პანკისის ხეობაზე
1:32:30 - “ქისტების სახით მტრის ხატი იქმნება!”, - აფხაზეთის კონფლიქტი და გავლენები პანკისის ხეობაზე
1:38:00 - ნარკოტიკების ბიზნესი, გიორგი სანაიას მკვლელობა, უკონტროლო სივრცე - რა იცის მექა ხანგოშვილმა
1:46:00 - ჩეჩნური ადათ-წესები
1:49:00 - “მკაცრი მორალური ჩარჩოები”, - ქართულ და ჩეჩნურ საზოგადოებას შორის მსგავსება და განსხვავებები
2:00:00 - შერეული ქორწინებები ქართველებსა და ქისტებს შორის
2:05:00 - გოდერძი ჩოხელის ურთიერთობა ქისტებთან
2:10:00 - მთავრობები და ქისტები
🎥 "საქართველოს დაბადება" ყოველ საღამოს, 22:00 საათზე, თავისუფალი არხის ეთერშია. (მაგთის აბონენტები 38 არხზე, სილქნეტი - 32 არხზე).
🌐 გადაცემის ვებ-გვერდი: dabadeba.ge
🟠 თუ მოგწონთ გადაცემა, გსურთ მისი გაგრძელება და გაუმჯობესება, მიიღეთ მონაწილეობა პროექტის დაფინანსებაში, მითითებულ ბმულზე:
საქართველოდან:
www.girchi.com/ge/donate/proj...
უცხოეთიდან:
/ dabadeba
🟢 გადაცემის სპონსორია გირჩი • Girchi
👉 გამოგვყევით Facebook-ზე: / sakartvelosdabadeba
🔵 სადისკუსიო ჯგუფი: / derprocesspodcasts
⚫ TikTok: / sakartvelos_dabadeba
🎙 მოუსმინეთ გადაცემის აუდიო ვერსიას:
🟠 SoundCloud: / girchi36
🟢 Spotify: open.spotify.com/show/4uS9AIG...

Пікірлер: 536

  • @dabadeba
    @dabadebaАй бұрын

    🟠 თუ მოგწონთ გადაცემა, გსურთ მისი გაგრძელება და გაუმჯობესება, მიიღეთ მონაწილეობა პროექტის დაფინანსებაში: 🟠 ანგარიშის ნომერი: #GE44TB7937936020100005 აზროვნების გამავრცელებელი საზოგადოება 🟠 ასევე, შესაძლებელია გადარიცხვა შემდეგი ბმულიდან: უცხოეთიდან: www.patreon.com/dabadeba

  • @giorgi_540

    @giorgi_540

    Ай бұрын

    subtitrebi daamatet inglisiurad kargi iqneba

  • @zurabigurieli4076

    @zurabigurieli4076

    Ай бұрын

    კომენტარებს რატომ შლით?

  • @akakimtchedlidze1584

    @akakimtchedlidze1584

    Ай бұрын

    კომეტარების წაშლას როდის მოიშლი?

  • @TorgvaQ
    @TorgvaQАй бұрын

    ღირსეული ქალი და შვილი საქართველოსი!

  • @nonavarnona6907
    @nonavarnona6907Ай бұрын

    ულამაზესი და უგანათლებულესი ქალბატონი, ორივე ქვეყნის ღირსეული შვილი! ერთი სიამოვნებაა მისი მოსმენა!❤

  • @R.Tchelidze
    @R.TchelidzeАй бұрын

    ყველა ქისტი საუბრობს გამართულად ქართულ ენაზე რაც მეტყველებს რომ ნამდვილად პატივს ცემენ და უყვართ საქართველო , სამი თაობა რომ აქვთ ამ ქვეყანაში ნაცხოვრები და ქართულად ვერ მეტყველებენ აი ეგეთი ხალხი არასდროს არ იმსახურებს პატივისცემას ქართველებისგან დიდი სიამოვნებით ჩამოვართმევდი საქართველოს მოქალაქეობას!

  • @tsialagudushauri4295

    @tsialagudushauri4295

    Ай бұрын

    მალხაზ მაჩალიკაშვილმა შემაყვარა ჩეჩნები. რუსეთს. 200 წელია კავკასიის ხალხის ერთობის ეშინია, ის კი არაერთმანეთს კარგად არც კი ვიცნობდით,ე ებრაელები რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ კკბ ცდილობდა დაპირისპირებისა ქართველებისთვის,და მუდამ იგონებდა მათ ვითომ ქართველების ბავშვებს კლავდნენ და მათი სისხლუთ პასექის დროს იმ უსაფუარო ხმიადებს აცხობდნენ, 27 ოქტომბერს რუსეთმა რომ ისევ გაამარჯვებინოს ბიძინა ივანიშვილს , დარწმუნებული იყავით,ისეთივე სიძულვილს დათესვს როგორც ივანიშვილმა დათესა ქართველ ხალხში დაპირისპირება და პოლარიზაცია ერთმანეთში რომ ხელი არ შეეშალოს რუსეთს ჩააბაროს ქვეყანა. მას ერთობა და სიყვარული აღიზიანებს შორის დღესაც აღიზიანებს

  • @KavkazKavkaz-ne8pf

    @KavkazKavkaz-ne8pf

    Ай бұрын

    ჩეჩნეთის. და. ინგუშეთის მთებში ციხე. სიმაგრებზე დატანილია. ქართული. წარწერები. და ხელის ანაბეჭდები და რაღაც. სხვადასხვა გამოსახულებები. რასაც. მიანიშნებს რომ ამ ერს დიდი. სიახლოვე აქვს ქართველებთან და ურარტუსთან

  • @jabajaba6287

    @jabajaba6287

    Ай бұрын

    @@KavkazKavkaz-ne8pf გეთანხმები,მე წარმოშობით გუდამაყრიდან ვარ და როგორც ჩემი დიდი პაპისგან ვიცი ჩვენი წინაპრები ჩეჩნეთის მიწაზე ცხოვრობდნენ.

  • @mananachaghiashvili4395

    @mananachaghiashvili4395

    Ай бұрын

    ჩრდილო კავკასია იყო საქართველოს რეგიონები როგორც ინგუშები დიდოელნი იყვნენ. ასე რომ ქართული თავიდან იცოდნენ ,! და 1800 იან წლების ისლამის მიღება დაიწყო თურქეთის ზეწოლით

  • @Maho_joker

    @Maho_joker

    Ай бұрын

    გენაცვალე ქალბატონი მექა მე ვამაყობ ᲗქვენიᲗ❤ Თქვენ ხარᲗ ნამდვილი საქართველოს სიამაყე ქალბატონი

  • @liaivanidze1787
    @liaivanidze1787Ай бұрын

    საქართველოს ულამაზესი შვილი- ქალბატონი მექა!

  • @giorgio8401
    @giorgio8401Ай бұрын

    კარგი ხალხი ხართ ქისტებო სრუკყოფილი საქართველოს მოქალაქები და ვისურვებდი სხვებმაც მიგბაძონ და ქართულად საუბარი მაინც ისწავლონ რო ლუღლუღებენ

  • @medeadarsalia8991
    @medeadarsalia8991Ай бұрын

    მიყვარს ამ ქალბატონის სმენა ყოველთვის გაწონასწორებული და ღირსეული ორივე ქვეყნის წარმომადგენელი

  • @user-nj6cs8ji8v
    @user-nj6cs8ji8vАй бұрын

    როგორი განათლებული, ჭკვიანი და მშვენიერი ქალბატონი ბრძანდებით. დიდი მადლობა ასეთი საინტერესო საუბრისთვის. თქვენ ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ კავკასიელი ხალხების მეგობრობისთვის. სწორედ თქვენაირი ღირსეული ადამიანები სჭირდება საქართველოს.

  • @irakliegorishvili8380
    @irakliegorishvili8380Ай бұрын

    ღირსეული ქალბატონი თავისი ერის და ჩვენი ქვეყნის

  • @arsena1996
    @arsena1996Ай бұрын

    უდიდესი პატივისცემა გამიჩნდა ამ ქალბატონის და ჯამში ქისტების მიმართ 🙏❤️

  • @paatanebieridze6711
    @paatanebieridze6711Ай бұрын

    ძალიან საინტერესო გადაცემა გამოგივიდათ. დიდი პატივისცემა ქალბატონ მექას...

  • @tsialagudushauri4295

    @tsialagudushauri4295

    Ай бұрын

    შალვა რამიშვილი, ნიკოლოზ მჟავანაძე, ვალერი კვარაცხელია, ტრისტან წითელაშვილი, მაია ნიკოლეიშვილი,ბიძინა ივანიშვილი , ირმა ინაშვილი . ალტ ინფო რიან ქართველები და ეს ჩეჩენი ქალბატონი არა? იგი მზადაა დაიცვას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობასალუთარი სიცოცხლის ფასად, ,ზემოთ ჩამოთვლილი რუსულ ფულზე გაყიდული ნაბიჭვრები კი საქართველოს ნახეთ როგორ აბარებენ რუსეთს ცრუ პატრიოტიზმით და ლგპტ თემით სპეკულირებით,

  • @user-ug9ro7nq2v
    @user-ug9ro7nq2vАй бұрын

    იაგო საინტერესო იქნება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში უხუცესების მოძებნა და მათთან ინტერვიუს ჩაწერა. თავიანთი კუთხის ისტორიისა

  • @Jokhola
    @JokholaАй бұрын

    ქისტები ვაჟკაცი ხალხი და საქართველოს ღირსეული შვილები

  • @md-go8ql

    @md-go8ql

    Ай бұрын

    ქისტები მაშონ იშვნენ როცა ძუ მგელი ტყეში ლეკვებს შობდა. ჯერ იმიტო არის ყველაზე გამორჩეული ხალხი კავკასიაში რომ მარტო კისტებს და ზოგადად ვქინახებს აქვთ ასე უმრავლესობას შემონახული ის ძველი ადათი და სასამარტლო . ჩვენთან კიდე მე აჩარიდან ვარ მარტო მტებში და სოფლებში არი შემორჩენილი უხუცესობა და სისხლი აგება როგორც მტიან აჩარაში ისევე სოფლებში სვანეთში ხევსირეთში და ასე შემდეგ ქალაქებში ქურდულმა მენტალიტეტმა მოსპო ტრადიციები და ახალგაზრდები გამოაქლიავა ვაბშე გული მწყდება რაც თბილისში ხდება ყველა არა მარა ახალგაზრდები საკმაო რაოდენობა ნახევრად შიშველი დადის ზოგს კიდე საყურე აქვს მე ბათუმელი ვარ და ვცხოვრობ გარე უბანში ქალაქში ცხოვრებაში საყურიანი ბიჭი უბანში არ გვინახავს და ნახევრად შიშველი გოგო კი ჩვებთან ქალაქშიც დაინახავ ეგერ აგერ მაგრამ ძირითადად ან რუსია ან ევროპელი ან ვიგაცა თბილისელი და ქრისტიანები და მუსლიმები ერთად გავიზარდეთ ძმებივით დედაჩემი ბაირამზე ხალვას აკეთებდა და მე და ბებია მევლუდის კითხვას ვესწრებოდით როცა ქრისთიანული ოჯახიდან ვართ ამით პატივს ვცემდით ისევე პასკას აკეთებდნენ მუსლიმები აღდგომის დროს არასოდეს არ გვითხვამს ცუდი ერთმანეთისთვის

  • @iko6043
    @iko6043Ай бұрын

    ერთხელ ვარ პანკიში ნამყოფი სოფელ დუისში და ყველაზე მშვიდად იქ ვიგრძენი თავი...მადლობა ჩვენ ძმებს ქისტებს🇬🇪

  • @subutai999

    @subutai999

    Ай бұрын

    დანარჩენ საქართველოში რა გაფორიაქებდა? :))))

  • @iko6043

    @iko6043

    Ай бұрын

    @@subutai999 . ეგრე იმიტომ დავწერე რო პანგისში ჩასვლა დღემდე ეშინიათ ხალხს , გონიათ იქ ტყიურები ცხოვრობენ..ძალიან სტუმართ მოყვარე და ცივილიზებული ხალხი ცხოვრობს

  • @gioaltun1223

    @gioaltun1223

    20 күн бұрын

    @@subutai999 გაუჩხირეს და დაცულად იგრძნო თავი :)

  • @user-kt5wy6gn1x

    @user-kt5wy6gn1x

    9 күн бұрын

    ეტყობა ზამთარი იყო და შორტები არ გეცვათ 😄​@@iko6043

  • @mevludimakaridze270
    @mevludimakaridze270Ай бұрын

    შესანიშნავი ქალბატონი. ეს უნდა იყოს ჩეჩნეთის პრეზიდენტი.

  • @sandrokintsurashvili209
    @sandrokintsurashvili209Ай бұрын

    ძალიან მაგარი ქალბატონი: ღირსეული და განათლებული

  • @likakobalia530
    @likakobalia53029 күн бұрын

    Საამაყო მეგობარო კავკასიელებო. გვიყვარხართ ძალიან. მადლობა ერთგულებისთვის.

  • @user-TSST
    @user-TSSTАй бұрын

    დიდი პატივისცემა, თქვენდამი, საყვარელო ქალბატონო! საქართველოს ღირსეულო მოქალაქე!❤❤❤

  • @ninomeparishvili916
    @ninomeparishvili916Ай бұрын

    ძალიან ვისიამოვნე ამ ულამაზესი ისტორიით, ამ ულამაზესი, მეტად განათლებული, პატრიოტი ქალბატონის საუბარი. მივესალმები მათ კულტურას ზრდილობას, თავაზიანობა ქალის და კაცის აღზრდა, საოცარი ტრადიცია, მომწონს პანკისური კულტურა რაც მართლა აუცილებელია, რომ სწორად იზრდებოდნენ გოგო ბიჭები. მომწონს ეს ქალბატონი მისი საუბარი... ამ სიტყვა ამაცრემლა ამბობს ქალბატონო ქართველობა დამაბრალეს და ეს ჩემი პატივი იყოო. დაგელოცოთ მანდილი❤ მადლობა რომ ასე საოცრად საუბრობთ ქართულად. გეფერებით საინტერესო საუბარი მოვისმინე.❤ რელიგია თამაშობს როლს რწმენამ რელიგიამ სწორად აღზრდას შეუწყო ხელი. ❤როგორ მახარებთ რომ ასე ძლიერ გიყვარს საქართველო მადლობა თქვენ❤

  • @user-is9ml7gl3r
    @user-is9ml7gl3rАй бұрын

    ძალიან სასიამოვნო, განათლებული და დადებითი პიროვნება ❤თვალი ვერ მოვწყვიტე ამ გადაცემას🙏

  • @user-fp7bn3py2h
    @user-fp7bn3py2hАй бұрын

    სასახელო ქალბატონი❤თითოეული ქისტის სათქმელი თქვა,ალლახმა დიდხანს გვიმყოფოს თქვენი სახით ძლიერი ქალბატონები,ამინ❤

  • @katekate7499
    @katekate7499Ай бұрын

    რა განათლებული და სასიამოვნო მოსაუბრე ქალბატონია❤

  • @user-yy2jt2bx8g
    @user-yy2jt2bx8gАй бұрын

    იაგო ბატონო ქალბატონის წინ რომ ზიხარ ფეხის ფეხზე შემოდება სადაური წესია. ბოდიში შენიშვნისთვის.

  • @tamtaalavidze571
    @tamtaalavidze571Ай бұрын

    ულამაზესი ხალხია , ტრადიციებიც არ აქვთ ჩვენგან უცხო, სულ რამდენიმე ათეული წლის წინ ჩვენს მთებშიც ასე საუბრობდნენ ტრადიციებზე. უბრალოდ მათ ამ უმცირესობის და იდენტობის შენარჩუნების კომპლექსით შეზღუდვებად ექცათ.

  • @gioram4940
    @gioram4940Ай бұрын

    საოცარი ქალბატონია! შემიყვარდა! ქისტ3ბი და ინგუშები ისედაც მიყვარდა!!❤👍👍

  • @etopalavandishvili9142
    @etopalavandishvili9142Ай бұрын

    2003 წელს გავიცანი ქალბატონი მექა, მამუკა არეშიძეს კავკასიელების წევრები ვიყავით, არჩევნებში ვთანამშრომლობდით და უზომოდ მომწონს ეს ადამიანი. საკმაოდ განათლებულია და უშუალოა ურთიეთობაში.

  • @lelavasadze956
    @lelavasadze956Ай бұрын

    დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ღირსეულ ქალბატონს, ქალბატონ მექას, დიდი მადლობა, რომ დასთანხმდა ამ ინტერვიუს, ბოლო წლების მანძილზე პირველად ვისიამოვნე ჩვენი ქართულით, მიებარეთ ამ დიდებულ ქალბატონს და ისწავლეთ ქართული მეტყველება, მედიისა და პარლამენტის წარმომადგენლებო, ორი- სამი თარჯიმანი მჭირდება რომ გავიგო რისი თქმა გინდათ!!!!! დიდი მადლობა კიდევ ერთხელ,❤❤❤❤

  • @Pinoccio12

    @Pinoccio12

    Ай бұрын

    გეთანხმებით,

  • @SoulmateGirly
    @SoulmateGirlyАй бұрын

    დიდი მადლობა იაგოს რომ ამ გადაცემას აკეთებს 🙌🏻

  • @user-be2sm8in9z
    @user-be2sm8in9zАй бұрын

    მივესალმები ქალბატონ მექას დიდი ჴატივცემით. ✊❤️✊❤️✊❤️✊თქვენ ხართ გმირი ერი ჩვენი ჴირველი ჴრეზიდენტი ჩეჩნების დიდი მეგობარი იყო 😢❤❤❤

  • @user-rc7qv4nc8s
    @user-rc7qv4nc8sАй бұрын

    ძალიან სასიამოვნო მოსასმენია,რა ძვირფასი ქალბატონი ხართ.♥️♥️♥️

  • @user-sj1ec5fo3x
    @user-sj1ec5fo3xАй бұрын

    ჭკვიანი,განათლებული და ღირსეული კავკასიელი ქალბატონია 🙏❤️👍

  • @MarinaKhutkhashvili-oz5in
    @MarinaKhutkhashvili-oz5inАй бұрын

    უაღრესად პატივსაცემი ქალბატონი ,აფერუმ შენს ქალობას ❤❤❤❤

  • @manananoniashvili5273
    @manananoniashvili5273Ай бұрын

    ღირსეული მამის ღირსეული ქალბატონი, გაიხარეთ, ჩემი დიდი პატივისცემა და სიყვარული თქვენ და ჩემს ქისტებს❤

  • @Niki-vo2qe
    @Niki-vo2qeАй бұрын

    ღირსეული ქალბატონი! ❤️👏🏻👏🏻👏🏻

  • @laliburjanadze6528
    @laliburjanadze6528Ай бұрын

    დიდი მადლობა ქალბატონ მექას,ამ ღირსეულ ქალბატონს. ქისტების და ქართველები სათქმელი ბოლომდე ამომწურავად გააჟღერა. უღრმესი მადლობა იაგოს არაჩვეულებრივი სტუმრის მოწვევისთვის. ბრავო👏👏 სხვადასხვა კუთხის უხუცესებთან შეხვედრაც საინტერესო იქნებოდა , განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა 🙏❤️

  • @nikolozigurgenidze6714
    @nikolozigurgenidze6714Ай бұрын

    ეს ქალბატონი ძალიან კარგი და ჭკვიანია მაგრამ, მამამისი იყო ყველაზე მაგარი ქართველი და საქართველოს მცველი.ტრადიციების ხურჯინით მატარებელი ოჯახია❤

  • @MrRezogroup
    @MrRezogroupАй бұрын

    შესანიშნავი გადაცემა გამოგივიდათ💗მადლობა

  • @jijitbilisi2016
    @jijitbilisi2016Ай бұрын

    ვააუუ რა ძვირფასი სტუმარი გყავთ❤ ძალიან კარგი მთხრობელი უსაყვარლესიი ადამიანი❤❤

  • @IUSTREL
    @IUSTRELАй бұрын

    ძალიან საინტერესო გადაცემა გამოვიდა, ვისურვებდი ამ თემის გაგრძელებას

  • @VGT85
    @VGT85Ай бұрын

    ყოჩაღ! ნამდვილი საგანძურია ეს ქალბატონი, ჯერ როგორ გამართულად და კულტურულად საუბრობს, როგორ გადმოსცემს ამბებს, რამდენი ისტორია და ამბავი აქვს მოძიებული, პატივისცემას და სიყვარულს იმსახურებს

  • @mtaaa498
    @mtaaa498Ай бұрын

    ჩვენი ძმები, სალამი და მოკითხვა ხევსურეთიდან, ერთი გვაშორებს ძმებო ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე დადგომა, მეც ვერ ვარ ჭეშმარიტი მორწმუნე ბოროტი თავისი მხედრობით იბრძოდა ჩვენსმხარეში და პიროვნული სიმამაცე და ვაჟკაცობა ხაფანგად გამოიყენა , ღმერთმა გადმოგვხედოს თავისი მოწყალე თვალებით.

  • @hasafa9580

    @hasafa9580

    Ай бұрын

  • @user-uh3md8vp8f
    @user-uh3md8vp8fАй бұрын

    ყველა ეთნოსს პატივს ვცემ და საინტერესოა მაგრამ, ხშირ შემთხვევაში წარსულის დამახინჯება და რომანტიზება ხდება. წარმატებები ქალბატონს და არხს!! ❤❤❤

  • @hurwitzrothschild1453
    @hurwitzrothschild1453Ай бұрын

    Гамаджоба Сакартвело Ассаламу Алейкум,мира и процветания вам Гуржи ИнШАллах!

  • @user-qz8fu3qp6r
    @user-qz8fu3qp6rАй бұрын

    მიყვარხართ, ქალბატონო მექა! ❤❤❤

  • @lianaiobashvili9177
    @lianaiobashvili9177Ай бұрын

    საყვარელი ქალბატონი!ძალიან სასიამოვნოდ საუბრობს.❤

  • @Pinoccio12
    @Pinoccio12Ай бұрын

    ასეთი ღირსეული ქალბატონის წინ, ბატონო იაგო , მასე ჯდომა არ არის ლამაზი! ძალიან საინტერესო გადაცემაა!

  • @daggooqueequeg4160
    @daggooqueequeg4160Ай бұрын

    არ მინდოდა დასრულებულიყო. ქისტური თემის დიდებული წარმომადგენელი. დიდი კაცის დიდი შვილი! მოკითხვა და პატივისცემის დადასტურება ფშავიდან

  • @hamletiashvili6862
    @hamletiashvili6862Ай бұрын

    მართალს ამბობს ქისტების ქართული ყველაზე ლამაზი მეტყველებითაა გამორჩეული ასეთივე იყვნენ ლეკები

  • @gioaltun1223

    @gioaltun1223

    Ай бұрын

    სად ნახეთ ქართულად მოსაუბრე ლეკები? თქვე შემეტენე მწოველებო

  • @njnikusha

    @njnikusha

    Ай бұрын

    რა ლეკები??? ხომ არ გაჟრიალებს??

  • @FirstGeorgiaN
    @FirstGeorgiaNАй бұрын

    ვენაცვალე ამ ხალხს და სრულიად კავკასიას, შეიძლება რელიგიით განვსხვავდებით და ვიღაცეებს ახვევენ თავს ერთმანეთის ზიზღს, მაგრამ ძმები ვართ და ჩვენი სისხლის ნაწილი გვაერთიანებს! დრო მოვა, დალაგდება ყველაფერი! 🖤

  • @tamuna6415
    @tamuna6415Ай бұрын

    დავტკბი...გაგიმარჯოთ უსაყვარლესო ქალბატონო❤❤❤

  • @bomborabaobao5771
    @bomborabaobao5771Ай бұрын

    რა საინტერესო ქალბატონია, ძალიან მომეწონა ინტერვიუ.

  • @sulikolazishvili2622
    @sulikolazishvili2622Ай бұрын

    საუკეთესო გადაცემაა და უზარმაზარ საქმეს აკეთებს ქართული რეალობისთვის, რისთვისაც დიდი მადლობა გადაცემის ავტორს და მთლიან შემოქმედებით ჯგუფს. ჩემი მოკრძალებული თხოვნა იქნება მსგავსი გადაცემა გაკეთდეს მარნეულის ეთნიკურ აზერბაიჯანელებზე, რა რეალობა გვაქვს ამ მხარეში, რა პრობლემების წინაშე დგას ეს კუთხე, რატომ არის ქართული ენის უდიდესი პრობლემა და სად არის გამოსავალი.

  • @buchazazunishvili6287
    @buchazazunishvili6287Ай бұрын

    მყავს ქისტი მეგობრები და რასაც ქალბატონი მექა საუბრობს,ასე მგონია მათზე ლაპარაკობს. გამრავლდით გაიხარეთ.❤

  • @mertsia
    @mertsiaАй бұрын

    რა მაგარ საქმეს აკეთებთ!✨🤍

  • @lalitabatadze1867
    @lalitabatadze1867Ай бұрын

    შემიყვარდა ეს ქალბატონი და ჩეჩენი ხალხი. გულწრფელად მოვიხიბლე მისი ნაამბობი, თუმცა აქამდე ქისტებს თუ ასეთი მკაცრი ტრადიციები ქონდათ არ ვიცოდი.

  • @merisokhurashvili368
    @merisokhurashvili368Ай бұрын

    Რა საინტერესო გადაცემაა

  • @marinaqitiashvili6801
    @marinaqitiashvili6801Ай бұрын

    ძალიან მომწონს ეს ქალბატონი.ყოველთვის დიდი სიამოვნსბით ვუსმენ ყოველთვის.❤ წიგნებსაც შევიძენ აუცილებლად

  • @givigagnidze5597
    @givigagnidze5597Ай бұрын

    ქალბატონო მექა,ედუარდ შევარდნაძის დროიდან თქვენს მოსაზრებებს ვუსმენ და უყურებ და ყიველთვის მრჩება შთაბეჭდილება იმისა,რომ თქვენ საქართველო გიყვართ.ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!

  • @levaniinasa8637
    @levaniinasa8637Ай бұрын

    ძალიან მაგარი ქალბატონი 🙏👍 კარგი გადაცემა გამოვიდა, ყოჩაღ იაგო! კარგი იქნებოდა ბატონ ხასოსთან მოგესწროთ ინტერვიუ. წარმატებები 💚

  • @user-pg5iz9hg8x
    @user-pg5iz9hg8xАй бұрын

    მადლობა იაგო ძალიან კარგი გადაცემისთვის, არ მინდოდა დამთავრებულიყო იმდენად სასიამოვნო იყო ქალბატონ მექას მოსმენა

  • @italianeccc...
    @italianeccc...Ай бұрын

    დიდი პატივისცემა 💜💜💜

  • @user-jp9cf1oj3v
    @user-jp9cf1oj3vАй бұрын

    საუკეთესო ქალბატონი ბრძანდებით მშვიდობა და ბედნიერება თქვენ და თქვენს ხალხს ჩვენთან ერთად, ასეთი საინტერესო გადმოცემა ჯერ არ მომისმენია. მადლობა თქვენ გაიხარეთ ოჯახით და ახლობლებით.

  • @karlomshvidobadze1320
    @karlomshvidobadze1320Ай бұрын

    ❤❤❤ საოცარი სიამოვნება მივიღე და უამრავი ცოდნა ჩვენს ურთიერთობებზე რომელიც სამწუხაროდ არ გაჟღერებულა საჯაროდ აქამდე. მადლობა ქალბატონო მექა!!!

  • @user-dn8cn2ut4w
    @user-dn8cn2ut4wАй бұрын

    Დიდი მადლობა ამ ნამდვილ ქისტ ქალბატონს

  • @giorgisabiashvili8620
    @giorgisabiashvili8620Ай бұрын

    გაიხარეთ მადლობა ქისტებს საქართველო რო ესე უყვართ

  • @natojimshitashvili2157
    @natojimshitashvili2157Ай бұрын

    ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ქალი ბრძანდები მექა❤❤❤

  • @louisakartchava8744
    @louisakartchava8744Ай бұрын

    ღირსეული ქალბატონი,განათლებული, როგორ გამართული ქართულით საუბრობს

  • @user-qt8rk2ot1f
    @user-qt8rk2ot1fАй бұрын

    დიადი ხალხია❤ მადლობა ქართველების ერთგულებისთვის და პატივისცემისთვის🙏

  • @akakigodoladze5502
    @akakigodoladze5502Ай бұрын

    სარწმუნოების,ქვეყნის,ოჯახის და ტრადიციების ერთგულება აქცევევს პიროვნებას ისეთს როგორიც ეს ღირსეული ქალბატონია. ჩემი პატივისცემა ამ მშვენიერ ქალბატონს.

  • @nineaber
    @nineaberАй бұрын

    საქართველოს ისტორიის შესწავლა, მხოლოდ კომუნუსტების პერიოდს არ მოიცავს! ძალიან საინტრესო რესპოდენტია, მესმიამოვნა მისი მოსმენა. ნეტავ ჩვენც ვინახავდეთ ტრადიციებს ისე, როგორც ეს ხალხი ახერხებს .

  • @mananakabanashvili1330
    @mananakabanashvili1330Ай бұрын

    ძალიან საინტერესო საუბარი იყო,მადლობა ნამდვილო ადამიანებო!

  • @laozy2777
    @laozy2777Ай бұрын

    სულში, და მთელ სისტემაში გენაცვალეთ ყველას!

  • @user-nf5pp7nl6k
    @user-nf5pp7nl6kАй бұрын

    ძლიერი გადაცემაა!!! წარმატება❤

  • @ketevanchikvinidze3509
    @ketevanchikvinidze3509Ай бұрын

    შესანიშნავი ქალბატონი, ქვეყნის და თავისი ერის ღირსეული შვილი.

  • @anzordumbadze
    @anzordumbadzeАй бұрын

    ძალიან კარგი ხალხია ქისტები საუკეთესო ტრადიციებით. რა თქმა უნდა მათაც აქვთ ისეთი ტრადიციები ,რაც სხვებისთვის მიუღებელია ,მაგრამ ეს ხალხი ჩვენი ძმებია ყველა შემთხვევაში თავისი პლიუსებითა და მინუსებით .

  • @zorozorge7210
    @zorozorge7210Ай бұрын

    მადლობა იაგოს და მის რესპოდენტს ქალბატონ მექას პატივისცემით, იმისთვის, რომ უკეთ გაგვაცეს ჩვენი ძმები და დები ქისტები.

  • @talikoalavidze3253

    @talikoalavidze3253

    Ай бұрын

    ქალბატონო. მექა. ქისტები. თუ. თხოვდებიან ქართველ ბიჭებზე😊

  • @user-nh4tu5lf2d
    @user-nh4tu5lf2dАй бұрын

    სიმართლე სინათლეა!!❤

  • @giorgijolbordi4239
    @giorgijolbordi4239Ай бұрын

    რა კარგ პარალელებს ავლებს ეს ქალბატონი. ბრავო ძალიან საინტერესო გადაცემა გამოვიდა.

  • @Archilkukuladze
    @ArchilkukuladzeАй бұрын

    ჩეჩნების რუსებისთვის გადაცემა ქართველების სირცხვილია. ამითი ჩვენს ღირებულებებს გაცილებით მეტ ზიანს ვაყენებთ, ვიდრე თუნდაც იმ გადაცემულ ჩეჩნებს.

  • @user-jr2wz2er7i
    @user-jr2wz2er7iАй бұрын

    ღმერთმა დაგლოცოთ. და გაგაძლიეროთ. სასიამოვნოა. თქვენი. მოსმენა. ❤❤❤❤❤❤❤

  • @rezobagdavadze913
    @rezobagdavadze913Ай бұрын

    როგორ მიყვარხართ ჩემო უღალატო ქისტებოო ჩემი უზომო პატივისცემა

  • @user-TSST
    @user-TSSTАй бұрын

    საინტერესოა, ეს ახალგაზრდა, რაზე ამახვილებს ყურადღებას. იმედია ჩვენ ვუყვარვართ, ქართველები.❤

  • @Oscar_Tomas
    @Oscar_Tomas25 күн бұрын

    Приятно слушать и смотреть🙏дай бог побольше таких людей в Грузии 🇬🇪 с уважением к вам от Свана✊

  • @besara.86
    @besara.8620 күн бұрын

    როგორი ლამაზი, განათლებული და საინტერესო ქალბატონია. ❤❤❤

  • @tamuna6415
    @tamuna6415Ай бұрын

    უკეთილშობისესი.. უჭკვიანესი ქალბატონი..❤❤❤❤ მიყვარს მისი მოსმენა...გაიგეთ რას ნიშნავს კავკასია?!

  • @londalonda-mj4gq
    @londalonda-mj4gqАй бұрын

    ჩემი პატივისცემა ქალბატონ მექას❤

  • @gurikvavadze2390
    @gurikvavadze2390Ай бұрын

    რა დიდებული სტუმარია, რა თბილი და განათლებული ქალბატონია. ყოჩაღ იაგო ასეთი სტუმრისთვის🫶 თქვენნაირი ქალბატონის შვილობა მართლა საამაყოა საქართველოსთვის და იმ ოჯახისთვის სადაც თქვენ ცხოვრობთ❤ დიდებული გადაცემაა

  • @levangaribashvili8475
    @levangaribashvili8475Ай бұрын

    გაიხარეთ ქალბატონო მექა,დიდი პატივისცემით მოგიკითხავთ...😊😊

  • @ditokiparoidze4542
    @ditokiparoidze4542Ай бұрын

    ქუთაისიდან თბილისში ისე ჩამოვედი ვერ გავიგე იმდენად საინტერესო იყო❤❤

  • @marinaakhobadze-ew2rz
    @marinaakhobadze-ew2rzАй бұрын

    ასეთი საინტერესო დიალოგია.ეს ქალბატონი ხომ ძალიან განათლებული ადამიანი და სასიამოვნო მოსაუბრეა.ჩემი დიდი პატივისცემა ვაინახებს.აშკარად დიდ სიყვარულს ავლენენ საქართველოს მიმართ. რას ნიშნავს ეს ვიღაც რომ დადის აქეთ იქით ასეთი გადაცემის ჩაწერისას.რა უპატივცემულობაა?

  • @georgeropeson
    @georgeropesonАй бұрын

    შენიშვნა ბევრგან უშვებენ ამ შეცდომას: "დე ენ კა(ДНК)" - რუსული აბრევიატურაა (K - 'კისლატა'), ქართულად სწორია "დე ენ ემ(დნმ)" (მ - მჟავა); ინგლისურად არის DNA (A - Acid); საინტერესო ინტერვიუ იყო. მადლობა.

  • @TornikeShengelia-gw7sn
    @TornikeShengelia-gw7snАй бұрын

    ძალიან საინტერესო უნდა იყოს

  • @darejanmalania4120
    @darejanmalania4120Ай бұрын

    ძალიან საინტერესო გადაცემა საინტერესო სტუმრით უაღრესათ განათლებული ტრადიციული გმირი ქალბატონი უდიდესი პატივისცემა ჩემგან❤

  • @pelagiakapanadze664
    @pelagiakapanadze664Ай бұрын

    არაჩვეულებრივი ქალია, განათლებული, თავისი ხალხის მოყვარული, ძალიან მომეწონა.

  • @user-oq5pz5wh4m
    @user-oq5pz5wh4mАй бұрын

    ამ ქალბატონის მონათხობმა ბევრი რამ შეცვალა ჩემში, ვგულისხმობ დადებითი მხრივ, დიდი სურვილი გამიჩნდა ვინმე მაქ მაცხოვრებელი დავიმეგობრო, და სიკვდილამდე სიკეთის გზით ვიარო, უღრმესი მადლობა ამ ქალბატონს და მთლიანად ქისტ ძმებს ვისაც ქართველების ღალატში წვლილი არ ააქთ შეტანილი!!!

  • @gioaltun1223

    @gioaltun1223

    Ай бұрын

    რა უთავმოყვარეო პიტალოები ხართ

  • @annaesebua7681

    @annaesebua7681

    Ай бұрын

    @@gioaltun1223პიტალო შენ ხარ და თან ბოტი 🫣

  • @PANK95

    @PANK95

    13 күн бұрын

    ​@@gioaltun1223შენ ალბათ ის ახმეტელი ხარ თქვენ უტრაკობას ჩვენი ახმეტის დაპყრობის ბოროტი სურვილებით რომ ამართლებ თუ როგორ თქვი ზემოთ 😂😃 და მატნელები რომ არა დაგვიპყრობდნენო არაა:ყ

  • @kaxaberiberandze8380
    @kaxaberiberandze8380Ай бұрын

    ქალბატონი დედა ❤

  • @margomikiani109
    @margomikiani109Ай бұрын

    ძალიან საინტერესო იყო.ძალიან ჰგავს ტრადიციები სვანურს❤

  • @georgekvirikadze2092
    @georgekvirikadze2092Ай бұрын

    ძალიან საინტერესო და ამაღელვებელი ინტერვიუა!

  • @anachachxiani6605
    @anachachxiani6605Ай бұрын

    მე პატივს ვცემ ამ ხალხს. ისინი ქართულად საუბრობენ გამართულად ანუ პატივს სცემენ ჩვენს ქვეყანას. ასევე მომწონს ,რომ უმცროს- უფროსობას იცავენ. ვაჟკაცური ხალხია. ეს ქალბატონი რა ლამაზი ქალია...მოკლედ, მომწონს რა ეს ხალხი,ვფიქრობ,რომ ღალატი არ იციან.

  • @anonimgeo1299
    @anonimgeo1299Ай бұрын

    ვააა რა მშვენიერი ქალბატონი გავიცანით თქვენი მეშვეობით, ყოჩაღ, ის მინდა ვთქვა რომ რამოდენიმეჯერ შევხვედრივარ ადრე რუსეთში პანკისელებს და გვერწმუნეთ რომ მათი სიყვარული საქართველოს და ქართველის მიმართ იყო განუზომელი, პირადად მე ვამაყობ რომ ეს ხალხი ჩვენებურები არიან.

Келесі