მამა მიქაელ ბრეგვაძე - პატარების გარდაცვალების შესახებ

ერთსულოვნება, ქართული მართლკმადიდებლური ეკლესია, ვიდეო მართლმადიდებლური ეკლესიის შესახებ

Пікірлер: 5

  • @davitimekvabishvili8458
    @davitimekvabishvili84584 жыл бұрын

    მამა მიქაელი დიდი ადამიანია ♥️♥️♥️

  • @BarbaraBarbare
    @BarbaraBarbare Жыл бұрын

    მამა მიქაელ, ბევრ თქვენ ქადაგებას მოვუსმინე და მადლობას გიხდით ბევრი ისეთი ინფორმაციისთვის, რომელზეც ხშირად ხელი არ მიგვიწვდება. ამჯერადაც ვისმენდი თქვენს პასუხებს და როდესაც ახალგაზრდა ქალის მკვლელობაზე საუბრობდით, ისეთი უძლურების და მწუხარების გრძნობა დამეუფლა როგორც ქალს და დედას, რომ ცრემლები ყელში მებჯინება. საპატრიარქოს პოზიცია ადამ და ევას დაცემას და სამოთხიდან განდევნას იმეორებს მუდმივად. ანუ იმ ადამის სიტყვებს იმეორებს, რომელმაც უფალს განუცხადა “შენ რომ ქალი მომეცი იმან შემაცდინაო”. ანუ ღმერთიც დამნაშავე იყო, ქალიც, თავად კი “ფაქიზი” და შეაცდინეს რა დააშავა… ერთხელ მაინც, რომ წარმოვიდგინოთ რა მოხდებოდა ადამს გამოეჩინა სიმტკიცე (რომელსაც მოელოდა მისგან უფალი) და ეთქვა ცოდვაზე უარი და მისი ერთადერთი მეგობრისთვის, ქალისთვის, პატიება გამოეთხოვა. რა მოხდებოდა მაშინ? ვერაფრით ვხსნი, რატომ არასოდეს მიმართავენ საპატრიარქოს მამები მამაკაცებს და მოუწოდებენ, რომ ძალადობას არ აქვს გამართლება, რომ უმუშევრობა, გაჭირვება და თუნდაც ქალის გადამეტებული კეკლუცობა არანაირად არ ამართლებს ძალადობას? მამაკაცი, რომელიც ქალზე ძალადობს, მითუმეტეს კლავს (სულერთია რა არის ამის წინაპირობა) ბოროტმოქმედია და არა “ფაქიზი თავმოყვარე”. ასეთი მამაკაცი ვერასოდეს იქნებოდა კარგი მეუღლე და მამა. დარწმუნებით ვიტყვი, სრულიად სამართლიანად, რომ არცერთი ქალი არ უნდა გაჰყვეს ისეთ მამაკაცს ცოლად, რომელსაც რაიმე ნიშანი მაინც დასდევს მოძალადის. “ფაქიზი ამაყი” მამაკაცი, როგორც ბრძანებთ, არასოდეს იძალადებს ქალზე (სულერთია რა მიზეზიც არ უნდა აწუხებდეს). მეორე მხრივ, ზუსტად ისეთ ქვეყანაში ახლანდელი საქართველო, რომ არის, სადაც ქალს არანაირი საშუალება (არც სახელმწიფო დახმარება) არ ეძლევა იზრუნოს თავის მცირეწლოვან შვილებზე თუ მას მამაკაცი (ქმარი, მამა, ძმა ან ძლიერი ოჯახი) არ უდგას გვერდით, რა გასაკვირია თუ ქალი სიყვარულზე მეტად შეძლებულ მამაკაცზე აკეთებს არჩევანს? რად ვივიწყებთ, რომ ქალი ინსტიქტით დედაა და მას გამოკვებილი შვილები ურჩევნია, დამშეულ ბავშვებს, თუნდაც საყვარელ მამაკაცთან? ეს ოდითგანვე ჩვენშიც ასე იყო და დასაძრახი ვერ იქნება თუ ვნახავთ რამდენი ატირებული დედა შესცქერის ჩვენს ქვეყანაში დამშეულ შვილებს. ვინ დაიცავს ქალის უფლებებს თუ საპატრიარქო ისევ და ისევ ევასკენ გაიწვდის ხელს, როგორც მთავარი და ერთადერთი გაუფრთხილებელი დამნაშავისკენ, რომელმაც ადამი ძალადობამდე მიიყვანა? ვინ გაუფრთხილდება ქალს, ვინ გაუფრთხილდება ჩვენს ქალიშვილებს? ნუ მოვძებნით გამართლებას მოძალადისთვის. შევაჩეროთ ეს სასტიკი მოპყრობა ქალების და გოგონების მიმართ. ჩვენ ყოველ თქვენ გამოსვლაში იმედით ველით, რომ დაუსვამთ ქალებზე ძალადობას საბოლოო წერილს. ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ საპატრიარქო ეტყვის მამაკაცებს, რომ “ძალადობისგან და მკვლელობისგან განდგომა ავტორბოლის ჩემპიონატის ოქროს მედლის ტოლფასი არ არის” და რომ ისინი “ჩემპიონები” არ უნდა იყვნენ, რომ შეძლონ ადამიანური, ცივილური, კაცთმოყვარეობით მიუდგნენ მეორე ადამიანს, მათ შორის ქალსაც (თუნდაც კეკლუცს). იყოს ჩვენი ერის და ბერის ხმა ერთი, იყოს ჰო ჰო და არა არა, ვუთხრათ ყველამ ერთად ძალადობას გადაჭრით არა. მომიტევეთ მამაო და დამლოცეთ.

  • @vajaleverashvili3512
    @vajaleverashvili35122 жыл бұрын

    gaixaret mamao

  • @tamarilomidze688
    @tamarilomidze6883 жыл бұрын

    ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი ხალხი

Келесі