ლევან ბერძენიშვილი ► თბილისი (კოლაუ ნადირაძე) | „ლიტერატურული ქალაქები“

თბილისი, ჩვენი დედაქალაქი, მრავალი პოეტის შთაგონების წყარო იყო, მაგრამ ამავე დროს, თბილისი არის შთაგონების წყარო იმ საშინელი ტრაგედიისა, რომელიც ჩვენ დაგვემართა 1921 წელის 25 თებერვალს, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა დაეცა.
კაცმა რომ თქვას, 25 თებერვალი საქართველოს სიკვდილის დღეა, ვინაიდან, ძლივს გაცოცხლებული, ძლივს ხელახლა დაბადებული და იმ მომენტისთვის მოწინავე ქართული საზოგადოება, რომელმაც კონსტიტუციის მიღებაც კი შეძლო, დაეცა 25 თებერვალს.
სწორედ ამ ტრაგედიამ გამოიწვია კოლაუი ნადირაძის სრულიად გამორჩეული ლექსი. ეს არის ლექსი, რომელიც იწყება ძალიან პირქუში სახით:
„თოვდა… და თბილისს ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი...“

Пікірлер

    Келесі