ლევან ბერძენიშვილი: დავით კლდიაშვილი, სამანიშვილის დედინაცვალი

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Habent sua fata libelli („წიგნებს თავისი ბედი აქვთ“) გთავაზობთ საუბარს ქართული ლიტერატურის შედევრზე, მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების მიჯნის დიდი ქართველი მწერლის, დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალზე.“ მოცულობის მიხედვით ესაა მოთხრობა, მასშტაბის მიხედვით კი - სრულფასოვანი რომანი, ასე რომ, შეგვიძლია ვუწოდოთ მიკრორომანი. ერთი შეხედვით, ესაა უეშმაკო, ე.წ. სუფთა ლიტერატურა, ბუნების აღწერის, გმირის სულში ჩახედვისა და ავტორის მორალისტური ჭკუის სწავლებისა და ესეისტური წიაღსვლების გარეშე. აქ შეგვიძლია ლათინური ნათქვამი გავიხსენოთ: art est celare artem - „ხელოვნება ხელოვნების დამალვაა.“ რომანი ძირითადად დიალოგებისგან შედგება და იმდენი და ისეთი ხასიათია წარმოდგენილი, რომ რამდენიმე სქელტანიან რომანს გასწვდებოდა. უნიკალური სიუჟეტი აქვს, რომელსაც მსოფლიო ლიტერატურაში ანალოგი არ გააჩნია. თვითონ სიუჟეტიც კი გამორჩეულად ქართულია, თუმცა მთელი მსოფლიოსთვისაც გასაგებია. მოხუც ქვრივ ბეკინა სამანიშვილს ახალი ცოლის მოყვანა სურს და ქონების გაყოფით შეშინებული მისი შვილი პლატონი ორნაქმარევ, უშვილო ქალს ეძებს სადედინაცვლოდ, რომ ძმა არ გაუჩნდეს და არ დაიღუპოს. ასეთ ქალს იპოვნის და საკუთარი ხელით ჩააბარებს მამამისს, მაგრამ ტრაგედია მაინც მოხდება. როგორ შეიძლება გაჭირვებამ ზრდილი და თვინიერი, წესიერი კაცისგან, როგორიცაა პლატონ სამანიშვილი, მხეცი შექმნას; როგორ იბადება სკანდალი კირილე მიმინაშვილის თითოეული მოძრაობიდან; რატომ სვამენ ნაქეიფარი იმერლები ჩაის და რატომ არ მოაქვთ სტუმრისთვის ღვინო; როგორ შეიძლება კარგად შენახული დედაბრის სერიოზულად მოტაცება, - ყველა ამ კითხვას გაეცემა პასუხი გადაცემაში.

Пікірлер: 28

  • @ninomaisashvili7657
    @ninomaisashvili7657Ай бұрын

    კარგია რომ არსებობთ❤მადლობა სწორი კრიტიკისა და ანალიზისათვის❤

  • @Ivditi
    @Ivditi3 жыл бұрын

    წარმოუდგენელ სიაამოვნებას მანიჭებთ,ამ დუხჭირ დროში ❤️

  • @vikamzhavanadze5787
    @vikamzhavanadze57873 жыл бұрын

    ბატონო ლევან! უღრმესი მადლობა! მგონი თქვენც ასეთი სიყვარულით იშვიათად თუ გისაუბრიათ ამა თუ იმ მწერლის შედევრის შესახებ! ^_^ არადა რამდენი მინახავს და მომისმენია! ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ჰყავს ისეთი დიდი მწერალი, როგორიც არის დავით კლდიაშვილი! კიდევ არაერთხელ მივუბრუნდები მის დიდ შემოქმედებას და კინოშედევრსაც! კიდევ ერთხელ, მადლობა! ❤️❤️

  • @giorgijgerenaia4226
    @giorgijgerenaia42263 жыл бұрын

    მადლობა ლევან ბერძენიშვილს ეკუთვნის, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ აღფრთოვანებას რატომ გამოხატავთ, თან უწყვეტ რეჟიმში? კაცი ლიტერატურაზე ლაპარაკობს და იშვიათად შემხვედრია ადამიანი, რომელიც სწორ თუ მცდარ აზრს მაინც გამოხატავდეს მის შეხედულებებზე. რაც სულ გაისმის. მახარებთ, უდიდესი მადლობა რომ არსებობთ, თქვენისთანა კიდევ გვინდა... ცოტა ტვინები შევინძრიოთ და ფიქრი და აზრი დავწეროთ. ქება-ხოტბა??

  • @ArchieBald38

    @ArchieBald38

    3 жыл бұрын

    მასიურად ესეთი პრიმიტივები ვართ ყველგან და ყველაფერში

  • @ladoinasaridze6731

    @ladoinasaridze6731

    2 жыл бұрын

    გამოხატეთ ის რასაც ფიქრობთ ბატონ ლევანზე და თქვენ მოგისმენთ სიამოვნებით. როგორც გატყობთ რაღაცებში არ ეთანხმებით და საინტერესოს გარდა ბუნებრივიც არის არა მხოლოდ თქვენი მხრიდან განსხვავებული აზრის მოსმენა.

  • @anjelakhuibliani3411
    @anjelakhuibliani34112 жыл бұрын

    საოცარდ გადმოსცემს,მთელი სიამოვნებაა მოსმენა❤️

  • @cinemania8144
    @cinemania81443 жыл бұрын

    გენიალური კლდიაშვილი რომელიც იუმორის ფონზე გვიხატავდა ადამიანის გაჭირვების უმძიმეს სურათებს

  • @serlionge
    @serlionge3 жыл бұрын

    ატონი ლევანის მიერ განხილული ნებისმიერი ნაწარმოები შედევრად დაიხატება, თუმცა დღევანდელი ნაწარმოები ნაღდად იმსახურებს ასეთ რეგალიებს.

  • @tamarkavtaradze6897
    @tamarkavtaradze68973 жыл бұрын

    ლექცია ხომ საინტერესოა და ფონიც რა თემატიკის შესაფერი გაქვთ ,,ნაშთი ძველი დიდებისა"

  • @tamarakldiashvili7184
    @tamarakldiashvili71843 жыл бұрын

    კლდიაშვილის პერსონაჟები ,ჩემი ყოველდღიური ცხოვრება :)

  • @Vhaktangmefe_shavi_avaza

    @Vhaktangmefe_shavi_avaza

    4 ай бұрын

    Imerits sofelsi cxovrobt qalbatono??

  • @konstantinekldiashvili3631

    @konstantinekldiashvili3631

    2 ай бұрын

    ერთი გვარის ხალხი შევიკრიბეთ როგორც ვატყობ.მინდა გითხართ ყოველდღე ვხვდები მსგავს პერსონაჟებს თან მე ზუსტად იქ მაქვალს სოფელი სადაც დავით კლდიაშვილი ცხოვრობდა და ზუსტად აქ ვხვდები ამ პერსონაჟებს.

  • @Vhaktangmefe_shavi_avaza

    @Vhaktangmefe_shavi_avaza

    2 ай бұрын

    @@konstantinekldiashvili3631 ჩემი ცხოვრებას აღწერს კლდიაშვილის ნებისმიერი ნაწარმოები_ საუკეთესოა უბრალოდ, მსგავსი გენია იშვიათად თუ დაიბადება სადმე

  • @lerinozadze8660
    @lerinozadze86602 жыл бұрын

    წარმოუდგენელი სიამოვნებაა თქვენი საუბრები!

  • @salomebursulaia1471
    @salomebursulaia14713 жыл бұрын

    შედევრია

  • @mastermobile6292
    @mastermobile62923 жыл бұрын

    💙👏👏

  • @mindiamindia3275
    @mindiamindia32753 жыл бұрын

    ოტია იოსელიანზე გააკეტეტ გადაცემა გთხოვთ

  • @ketevanberdzenishvili2515
    @ketevanberdzenishvili25153 жыл бұрын

    💗💗💗

  • @MariamGoroziaa
    @MariamGoroziaa11 ай бұрын

    დიდი ადამიანი !🤍

  • @Tamar7
    @Tamar79 ай бұрын

    ❤❤❤

  • @zoiakurtanidze4405
    @zoiakurtanidze44053 жыл бұрын

    👍❤️✌️

  • @konstantinekldiashvili3631
    @konstantinekldiashvili36312 ай бұрын

    მეამაყება რომ კლდიაშვილი ვარ და რაც მთავარია ქართველი რომ ვარ ამავდროულად ლევან ბერძენიშვილი რომ ქართველია.

  • @nikokalandadze3705
    @nikokalandadze3705 Жыл бұрын

    რა ცუდი background ია დამტანჯა

  • @xattiaaaxaaattiiiaaa4263
    @xattiaaaxaaattiiiaaa4263 Жыл бұрын

    Yvelaferi moyevi rac araa sachiroo rashi mainteresebs egeni

  • @tamazguliashvili1176
    @tamazguliashvili117611 ай бұрын

    ბატონობით რომ მოიხსენიებენ თან .. Ბატონობა დიდი ხნის გადავარდნილია დაუძახეთ ლევანი. Არა თვითონაც და მაგის ნაირ 100% როგორ უსწორდება ბატონობით რომ მიმართავენ...

  • @tamazguliashvili1176
    @tamazguliashvili117611 ай бұрын

    Ეს რა ნაწარმოების შინაარს ყვება? Ამ დროში მკითხველი სამანიშვილის დედინაცვალს წაიკითხავდა. თან თავის ისტორიებს რომ ყვება გზა და გზა. Მიედ მოედება რაღაცეებს. Პლატონ სამანიშვილის ამბავი არც იმერეთზეა არც საქართველოზე ზოგადია ბეკინა სამანიშვილის "ბიძაშვილი" ამერიკელი თანამშმრომელი მყავდა მას "გერლᲤრიენდი" ყავდა ქალი ვინმე ასე 55 წლის და ჩიოდა დაქორწინება მინდა მასზე და მისი შვულები უფლებას არ Აძლევენო ქონება არ გაგვიხერხოსო ...

Келесі