ლევან ბერძენიშვილი: დანაშაული და სასჯელი

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Habent sua fata libelli („წიგნებსაც თავისი ბედი აქვთ“) გთავაზობთ საუბარს მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უდიდეს შედევრზე, ფიოდორ დოსტოევსკის დანაშაულსა და სასჯელზე“. როგორც ერთხელ იხუმრა კენტერბერის არქიეპისკოპოსმა, რუსი მწერლის ამ წიგნის არწაკითხხვა დანაშაულია და წაკითხვა - სასჯელი. ამ გასაოცარი წიგნით იწყება დოსტოევსკის შემოქმედების ბოლო, ე.წ. „ხუთწიგნეული“ პერიოდი. თავდაპირველად მწერალმა დაწერა რომანი „ლოთები“, რომელშიც მარმელადოვის ისტორია იყო გადმოცემული. შემდეგ მას დაუწერია ახალი რომანი პირველ პირში, მთავარ გმირს ვასილი, ვასია ან ვასიუკი რქმევია. შემდეგ ეს ორი რომანი შეურწყამს, თხრობა მესამე პირში გადაუტანია, დაუსრულებია და… გაუნადგურებია. ამის შემდეგ რეკორდულად მოკლე დროში დაიწერა ახალი რომანი, პირველი ორის საფუძველზე, მაგრამ სრულიად ახალი კონცეფციით. მთავარი დოსტოევსკისთვის იყო როდიონ რასკოლნიკოვის მოტივი. ჯერ ეს იყო ჩვეულებრივი მოტივი - შურისძიება, შემდეგ უფრო რთული - ერთი დანაშაულის ხარჯზე დიდი და ბედნიერი სამყაროს აშენება და ბოლოს,
გრანდიოზული - ნაპოლეონური იდეა: სამყარო იყოფა ზეკაცებად და მწერებად, როდიონი დანაშაულს ჩაიდენს როგორც ზეკაცი და აღმოაჩენს, რომ უბრალო მწერია, დანაშაულთან ერთად ცხოვრება არ შეუძლია. როგორ გადარჩა როდიონის სული, რა შეუძლია წუმპეში ჩავარდნილ ადამიანს, რომელ ამერიკაში წავიდა სვიდრიგაილოვი, რას ნიშნავს ორეულების თემა დოსტოევსკისთან - ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

Пікірлер: 43

  • @Sophieza377
    @Sophieza3772 жыл бұрын

    ჯერ კიდევ კითხვის პროცესში ვარ და სიამოვნებას ვიღებ ყოველი გვერდით ამ წიგნის… მადლობა ბ-ნ ლევან ასე რომ ავრცობთ და გვიზიარებთ…

  • @koka2906
    @koka29064 жыл бұрын

    ლევან ბერძენიშვილის მოსმენა უდიდესი სიამოვნებაა.დახუნძლულია მისი გონება უდიდესი ცოდნით,მაგრამ,ვფიქრობ უკეთესი იქნებოდა უფრო მეტი ყურადღება და აქცენტი წიგნზე და მის სიუჟეტზე იყოს,ვიდრე ზოგად (არანაკლებ საინტერესო) ცნობებზე

  • @011990ms
    @011990ms4 жыл бұрын

    ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ თქვენი გადაცემით....

  • @ketevanik2664
    @ketevanik26644 жыл бұрын

    , დიდი ხანი იცოცხლე, რომ ხშირად მოვისმინოთ თქვენი ლექციები.

  • @micuruli
    @micuruli3 жыл бұрын

    დიდი სიამოვნებაა თქვენი მოსმენა

  • @ketevangabinashvili5904
    @ketevangabinashvili5904 Жыл бұрын

    მადლობა დიდი 🙏💞

  • @liziabzhandadze8046
    @liziabzhandadze804610 ай бұрын

    ვაუუუუ,ბრავო, ძალიან სასიამოვნო მოსასმენია ✌🏻👌

  • @user-kq7ib1cl8e
    @user-kq7ib1cl8e10 ай бұрын

    გაიხარე ბატონო ლევან! აკაკი გაწერელიას მაგონებთ!🎉😢

  • @ketevanik2664
    @ketevanik26644 жыл бұрын

    , გაიხარეთ ბატონო ლევან. 💥💥💥

  • @fifqo2205
    @fifqo22054 жыл бұрын

    არ შემიძლია ამ კაცის განხილვებს ემოციის გარეშე ვუსმინო,მით უფრო, თუ საუბარია დოსტოევსკიზე, რომელიც შემიძლია თამამად ვთქვა, რომ როგორც ღმერთი, ისიც ერთია დედამიწაზე. P.s გუშინ დავამთავრე ,,დანაშაული და სასჯელი ". ❤

  • @tekuniakeqsunia5271
    @tekuniakeqsunia52713 жыл бұрын

    ბევრი რამე არ მომწონს ამ ადამიანში,არ ვეთანხმები ბევრ რამეშიც,მაგამვაღიარებ,უნიჭიერესი,საინტერესო მოსასმენი ადამიანია.მოხარული ვარ რომ.ეს გვერდი და ბატონი ლევანი აღმვაჩინე.მადლჵა ამისთვის ეკატერინა კორკელიას

  • @longines8160
    @longines81605 жыл бұрын

    ,,რატომ წახვედი ბათუმში"😂

  • @mariezen9188

    @mariezen9188

    5 жыл бұрын

    აუ მეც მაგაზე გადავბჟირდიიი 😂😂

  • @Maritalasareishvili

    @Maritalasareishvili

    5 жыл бұрын

    🤗 მეც ვიხალისე...

  • @bzikipadre9652
    @bzikipadre96525 жыл бұрын

    პირადათ ჩემზე იმხელა ზემოქმედება მოახდინა რო დღემდე თითქმის 10 წლის მერეც მახსოვს ის ემოციები როცა პირველად ვკითხულობდი,უმრავლეს შემთხვევებში გაოცებისგან და ემოციისგან ვჩერდებოდი 10 წამი სადგაც და მერე ისევ ხელახლა ვკითხულობდი ბოლო აბზაცს და ისე ვაგძელებდი:):) იმხელა გაქანების შედევრია 50 ჯერ რო წაიკითხო 51 წაკითხვაზე მაინც იპოვი ისეთ თემებს რაც იმ 50 წაკითხვისას ვერ აღმოაჩინე,მთავარი იდეის ქვეშ ძალიან ბევრი შენაკადი "შედარებით პატარა" იდეებია. დანაშაული და სასჯელი>დოკიხოდზე, ჩემთვის ბოლომდე დარჩება ყველაზე დიდ შედევრად

  • @mananapapinashvili3560
    @mananapapinashvili35602 жыл бұрын

    ვტკბები ბნ.ლევანის მოსმენით,მადლობა

  • @liazurabishvili9475
    @liazurabishvili94752 жыл бұрын

    გეთანხმებით,ყველაზე იოლად იკითხება,დოსტოევსკის ნაწარმოებებს შორის😘

  • @temurimurcxvaladze5814
    @temurimurcxvaladze58142 жыл бұрын

    ,შემოქმედებითი ჯგუფი გთხოვთ არ გააჩეროთ ეს პროექტი....უსაზღვროდ სასიამოვნოა..

  • @zakobendeliani8347
    @zakobendeliani83475 жыл бұрын

    Batono levan tu sheidzleba otia ioseloanze gaakete video .

  • @iraklikhardziani7692
    @iraklikhardziani76923 жыл бұрын

    შედევრი !!! ყველა დროის ყველაზე დიდი ნაწარმოები !!! მეფეთა მწვერვალი , ადგილი სადაც ბობოქრობს " დ & ს " , " ომი და მშვიდობა " , " დონ კიხოტი " , " უცხო " , " გარდასახვა " , " საბრალონი " ......

  • @Rezoia777
    @Rezoia7775 жыл бұрын

    როცა ვუსმენ ლევანის საუბრებს - როგორც საქართველოს ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე, კვლავ ამაყი და წელგამართული ვხდები და თავს იმის იმედით ვიმხნევებ რომ ვაი-ქართველების მიერ 'ნაქართველომდე" დაყვანილი "სახელმკუხო" იქნებ როგორმე ,მართლაც განათლდეს და განათდეს... პ.ს. არა-და, უკვე როგორც არა "ჩვეულებრივმა" მოქალაქემ, ისიც კარგად ვიცი, რომ - რაგინდ ბრწყინვალენიც არ უნდა იყვნენ: სერვანტესი, ჰომეროსი, დანტე, ვერგილიუსი, შექსპირი, გოეთე, ტოლსტოი, ფოლკნერი, დოსტოევსკი, კამიუ, კაფკა თუ სხვები _ კაცობრიობის უახლეს "თბილიზაციაში" _ [სა-ყოველ-თაობო მშვიდობა-კეთილდღეობა!] _ შესვლა _ ქვეყანაში შალვა კაჭარავას-ეული "საერო სამზეოს"[იდეა-პროექტ-პროგრამის] ამოქმედების გარეშე შეუძლებელი იქნება.. [და განა, კაცობრიობის მიზანი ის სა-ყოველ-თაობო მშვიდობა-კეთილდღეობა არაა, რომელიც "მოცალეობით" ხელო-ვანების უმაღლეს მწვერვალებს გვაზიარებს უკლებლივ ყველას?!

  • @KobaKob-mc2nc
    @KobaKob-mc2nc4 ай бұрын

    დოსტოევკი არის პირველი და მის მერეა სხვანი

  • @davitnikolozashvili8848
    @davitnikolozashvili88484 ай бұрын

    _"ჩვენ უამრავი მოვლენა შეგვემთხვა და ქართული ლი ტერატურა დუმს". ყველა გაყიდულია და ხმაჩაყწვეტილი.

  • @earlbkv4187
    @earlbkv4187 Жыл бұрын

    Красивый язык. Но зачем я это смотрю?)

  • @EdmondDantes31

    @EdmondDantes31

    Жыл бұрын

    потому что твои уши наслаждаются этим великолепным языком :)

  • @natalianataliatata83
    @natalianataliatata833 жыл бұрын

    Ratom caxvedi batumshi 😂😂😂😂😂😂

  • @natalianataliatata83
    @natalianataliatata833 жыл бұрын

    Unichieresi

  • @user-kq7ib1cl8e
    @user-kq7ib1cl8e10 ай бұрын

    😂😂

  • @sodawater2914
    @sodawater29149 ай бұрын

    რას ერჩიამ ამ კაცს ეს გაუნათლებლები

  • @gizocameti

    @gizocameti

    6 ай бұрын

    ნიჭიერი და განათლებული ადამიანი ბევრად საშიშია თუ თავის ნიჭსა და განათლებას არასწორად იყენებს😏"განათლებულო"

  • @sodawater2914

    @sodawater2914

    6 ай бұрын

    @@gizocameti დანაშაული და სასჯელი წაგიკითხავს?

  • @giagiawarsawqarse7836
    @giagiawarsawqarse78364 жыл бұрын

    Au es berzenuahvuli ylis mcoveli miuteslebiat mtavarze😁 Amis aqotebuli dedis piri movtyan, ganatlebuli kaci kiari mara ratginda,, deda rze motynuli, amitom ukacravad batono levan mara Shen dedas sheveci

  • @MoNiKa-eh6ln

    @MoNiKa-eh6ln

    2 жыл бұрын

    მოშორდი ნაგავო რეებს ბოდაბ, ამის ფრჩხილად არ ღირხარ

Келесі