ლექსო, გზები და სახლები

ლექსი ჩარკვიანი ის კაცია, ვინც თავისუფალ დროს მანქანაში ჯდება, ქუთაისიდან რაჭა-ლეჩხუმის გზას დაადგება და შემხვედრ სოფლებში ალალბედზე დაეძებს ძველ, სანახევროდ მიტოვებულ სახლებს. მერე მათ მეპატრონეს პოულობს და თუ მათ სახლის გაყიდვის სურვილი გაუჩნდებათ, საკუთარი ფეისბუკის გვერდზე - „დაკარგული სამოთხე“ ფეისბუკლაივს რთავს და დეტალურდ აღწერს როგორი სახლია, სად დგას და რა მდგომაროებაშია. სახლი, ზოგჯერ ლაივის დასრულებამდე იყიდება. მერე სახლის პატრონის ნომერს მიაწერს და თვითონ სხვა სოფელში აგრძელებს გზას სახლების საძებნელად. სახლის ძველი და ახალი პატრონები კი თავად ურიგდებიან ერთმანეთს ფასსა და სხვა დეტალებზე.
ლექსოს ლაივების შემდეგ უკვე ასეთი 52 მიტოვებული სახლი გაიყიდა - მისი მიზანი ამ გზით რაჭა-ლეჩხუმში ხალხის დაბრუნებაა. ოცნებობს, რომ, როცა 100 სახლზე ავა, ყველას სადმე ერთ ეზოში მოუყაროს თავი და ერთმანეთი გააცნოს. ძველი სახლებისთვის ახალ პატრონებს ლექსო ჩარკვიანი უანგაროდ პოულობს - თუ ვინმე დაასაჩუქრებს, ისევ საწვავს ყიდულობს და ახალ-ახალ სოფლებში მიდის - მხოლოდ იმ იდეით, რომ კიდევ ვინმეს გაახარებს, სახლს გადაარჩენს და ისედაც დაცლილ სოფლებში, თუნდაც ზაფხულობით, ახალ მოსახლეებს მიიყვანს.

Пікірлер: 11

  • @liabuadze3452
    @liabuadze34524 жыл бұрын

    გაიხარე.

  • @xatunabuquru2130

    @xatunabuquru2130

    4 жыл бұрын

    Kutaisidan axlos minda nakvetiii

  • @xatunabuquru2130

    @xatunabuquru2130

    4 жыл бұрын

    Gaicaret zalian gulit da sulit minda nakvetii siamovnebit vizxovrebdi

  • @tamazgogaladze4708
    @tamazgogaladze47084 жыл бұрын

    👍👍👍👍👍👍👍👍👍👍👍👍👍👍

  • @ketevanchkhikvadze3168
    @ketevanchkhikvadze31684 жыл бұрын

    მაგარ საქმეს აკეთებს ეს კაცი🙌✨✨

  • @ir9918
    @ir99184 жыл бұрын

    კარგია. ის ხალხიც გადაიღეთ სინც საცხოვრებლად სოფლად მიდის

  • @giorgijgerenaia4226
    @giorgijgerenaia42264 жыл бұрын

    გული არ დაწყვიტოთ ამ კაცს, ძალიან გთხოვთ!

  • @gogiabroliani7120
    @gogiabroliani71203 жыл бұрын

    ბატონო ლექსო თქვენი ტელეფონი მინდა

  • @damxobastalberichi6763
    @damxobastalberichi67632 жыл бұрын

    ამ ადამიანს როგორ დავუკავშირდე იცის ვინმემ??

  • @kintrbr
    @kintrbr4 жыл бұрын

Келесі