ქალაქის ბრძოლების დროს თავის გადარჩენა

#იარაღისგანხილვა​​
არხის განვითარების ფონდის ანგარიშები
TBC. თბს. GE34TB7551845061100035
საქართველოს ბანკი.GE71BG0000000184604500GEL
peypal მისამართი kvancho

Пікірлер: 706

  • @svan7517
    @svan75173 жыл бұрын

    ამ მთავრობის დედა ვატირე, ასეთ უნიკალური ადამიანი ჩვენს მტრიან სამშობლოში, როგორ უნდა ამყოფებდეს დაუსაქმებლად, რამდენ საჭირო ცოდნის გადაცემა შეუძლია. გაიხარე ჯიგარო, კარგი კაცი.

  • @giorgibaghanashvili5329

    @giorgibaghanashvili5329

    3 жыл бұрын

    მართალი ხარ, ესეთი კადრი ვინც გაუშვა ის თვითონ არია გასაშვები. ესეთი ხალხი უკვე სამხედრო განათლებას უნივერსიტეტში უნდა ასწავლოდეს

  • @lashaniqabadze0073

    @lashaniqabadze0073

    3 жыл бұрын

    ნორმალურ ქვეყანაში პენსიას დაუნიშნავდენ და დატოვებდენ ინსტრუქტორად აი ესე ექცევიან გამოცდილ ჯარისკაცებს კარგ ქვეყნებში და ჩვენთან პროფესიონალი ჯარისკაცი გახადეს ბლოგერი და საკმაოდ წარმატებული კაი კაციხარ ზურა

  • @softwithhard12

    @softwithhard12

    3 жыл бұрын

    და ვინ არის, რას წარმოადგენს? არვიცი უბრალოდ , პირველად ვხედავ და უსმენ, იმიტომ ვკითხულობ..თან არც არაფერი განმასხვავებელი ნიშანი არ უკეთია, უბრალოდ ჯარის კაცის ფორმა აცვია და ვხვდები რომ სამხედროა, და რა წოდების და გამოცდილების კაცია, ან სად მსახურობს მისი ფორმის მიხედვით მე ნამდვილად ვერ ვანსხვავებ და ვერ ვხვდები...

  • @Jeronim_I

    @Jeronim_I

    3 жыл бұрын

    მთელი ცხოვრება ჯარში ხომ არ იქნება კაცი, არ ჯობია მუდმივმოქმედი საყმაწვილო სამხედრო-პატრიოტული ბანაკი გაუხსნან და გემრიელად დაუფინანსონ, რომ ქართველი ბიჭუნები ცხოვრებისა და ომისთვის მომზადებულ მებრძოლებად გაზარდოს და ნარკოტიკებისა და ფემინიზაციის მყრალ ტლაპოს მოარიდოს? ეს ისეთი ქარიზმიანი კაცი ჩანს რომ აიყოლიებს კიდეც ბიჭებს და თანაც საერთო ენის გამონახვაც არ გაუჭირდება. მერე ნელნელა ყველა რეგიონში დაარსდებოდა ასეთი ბანაკები და ძალიან მაგარი საქმე გაკეთდებოდა. აბა რას იტყვით ამ ინიციატივაზე?

  • @nikolozbachvadze7598

    @nikolozbachvadze7598

    3 жыл бұрын

    @@softwithhard12 უყურე ძველ ვიდეოებს მეგობარო არიქა K K M აინტერესებსო ყველა ვიდეოში ვერიტყვის თავის სახელს მეც ეხლახანს გავიგე ამის შესახებ ძაან მაგარი პიროვნებაა ძაან დალაგებულად და ლამაზად საუბრობს სამხედრო იყო მაგრამ ასაკის მატების შემდეგ გამოუშვეს ბევრი რამ იცის ეტყობა აგერ ვიდეოებში

  • @Steel-Tapp
    @Steel-Tapp2 жыл бұрын

    აი თითქმის 1 წლის მერე ვუყურებ ამ ვიდეოს და ზუსტად ის ხდება დღეს უკრაინაში რასაც ბატონი ზურა ლაპარაკობს. მადლობა ყველაფრისთვის რასაც აკეთებთ, იმიტომ რომ დღეს ჩვენი ქვეყნის დაცვაზე და გადარჩენაზე მნიშვნელოვანი არაფერია. ყველამ უნდა ვიცოდეთ სად, როდის და რას ვაკეთებთ კრიტიკულ სიტუაციებში. ამას სრულიად უანგაროთ გვასწავლის გამოცდილი ადამიანი და ნამდვილად დასაფასებელი საქმეა. წარმატებას გისურვებთ თქვენ ბატონო ზურა და იმ ადამიანს ვისაც საკუთარი სამშობლო ყველაფერზე მეტად უყვარს. დიდება საქართველოს , დიდება უკრაინას , დიდება გმირებს

  • @vonziegler4577
    @vonziegler45773 жыл бұрын

    ქართული იუთუბის გენერალი

  • @stalkera1986

    @stalkera1986

    3 жыл бұрын

    დიაღ

  • @IaragisGanxilva

    @IaragisGanxilva

    3 жыл бұрын

    სერჟანტი ვარ!

  • @whyskey3265

    @whyskey3265

    3 жыл бұрын

    @Giorgi Giorgi რომელ გენერალთან გქონია შეხება ძამი?

  • @whyskey3265

    @whyskey3265

    3 жыл бұрын

    @Giorgi Giorgi სად მსახურობდი

  • @whyskey3265

    @whyskey3265

    3 жыл бұрын

    @Giorgi Giorgi მანამდე რაც დაწერე არც ეგაა აქ დასაწერი, ყველა ოფიცერი კომპეტენტურია თავის საკითხში და თუ თქვენ შეგხვდათ გამონაკლისი არაა საჭირო ყურადღების გამახვილება.

  • @mood897
    @mood8973 жыл бұрын

    იმდენად საინტერესო იყო გადახვევა არც მიცდია

  • @gujakobaxidze8681
    @gujakobaxidze868111 ай бұрын

    Batono zura tkveni istoriebic mogviyevit darwmunebuli var bevr adamians moewoneba tkveni moyolili istoriebi❤❤❤❤❤

  • @elen574
    @elen5742 жыл бұрын

    ძალიან საინტერესოა მადლობა გაწვრთნისთრვის.

  • @luka-mx3me
    @luka-mx3me3 жыл бұрын

    თქვენც მოყევით რომელ ბრძოლებში ხართ ნამყოფი და ყველაზე მძიმე მომენტები რაგაქვთ ნანახი თქვენი თვალით

  • @GeorgeHurt-tx9wr
    @GeorgeHurt-tx9wrАй бұрын

    საინტერესო ვიდეოა! ქართველებს ყოველთვის გვჭირდება ომის დროს, სხვა და სხვა ვითარებაში მოქმედების ცოდნა.🇬🇪🇬🇪🇬🇪❤️❤️❤️

  • @nikanika7009
    @nikanika70092 жыл бұрын

    ამ იდიოტებმა ეს კაცი სახლში როგორ გაუშვეს ესეთი ხალხი უნდა გყავდეს გვედში სანამ სიარული და საუბარი შეუძლეია ძალიან ბევრ რამეს ასწავლიდა ჩვენ ჯარისკაცებს კიდე მრავალი წელი დარწბუნებული ვარ . ტეხავს მართლა

  • @user-rh5gv1no8x
    @user-rh5gv1no8x2 жыл бұрын

    ზურას ვენაცვალე , შენ რა სამხედრო განათლებასაც გვაძლევ ამას რატო არავი არ აკეთებს(არა იუთუბერები) სამხედრო გაკვეთილები რატო აღარ გვაქ საერთოთ , მიმართე განათლების სამინისტროს ამ თემით ,ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ რომ ეს სასიცოცხლოდ საჭიროა ჩვენი პატარა ქვეყნისთვის😘😘😘

  • @davitmekvabidze2360
    @davitmekvabidze23603 жыл бұрын

    საინტერესო და საჭირო ინფორმაციაა, მადლობა ბატონო ზურა. ველოდებით შემდწგ ვიდეოებსაც, საქვეყნო საქმეს აკეთებთ 👌💪

  • @giorgidabrundashvili1763
    @giorgidabrundashvili17633 жыл бұрын

    Dzaan magari informaciaa zura gansakutrebit saqartveloshi👍👍

  • @user-yr2su8jm4y
    @user-yr2su8jm4y3 жыл бұрын

    საინტერესო იყო მადლობა. იარაღი ყველა ოჯახში უნდა იდოს,როცა ასეთი საფრთხის წინაშე ვდგავართ ერი. არ იცი როდის დაგჭირდება.

  • @user-ll8pc6xj8n
    @user-ll8pc6xj8n3 жыл бұрын

    Gaixaret! Gmertma dagiparon ! 👍🤝🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪

  • @giorgiareshidze2035
    @giorgiareshidze20353 жыл бұрын

    ღმერთმა არ დაგვაჭირვოს, მაგრამ საჭირო ინფორმაცია იყო.👍

  • @albertioramashvili2891
    @albertioramashvili28913 жыл бұрын

    ძალიან მაგარი ადამიანი ხარ, ძალიან საჭირო ინფორმაციებს გვაწვდი საზოგადოებას და უსიტყვოდ იმსახურებ უფრო მეტ დაფასებას ჩვენგან.. დავუფასოთ შრომა მეგობრებოო ამ ნიჭიერ და განათლებულ ადამიანს, მიყვარხარ მიყვარხარ და მიყვარხარ .. .

  • @ramazrokhvadze
    @ramazrokhvadze2 жыл бұрын

    კარგი ქართველი კაცი, სუფთა ადამიანი!!!👍

  • @aleksandrebliadze6013
    @aleksandrebliadze60133 жыл бұрын

    დიდი მადლობა ბატონო ზურა ამ ძვირფასი ინფორმაციისთვის,ღმერთმა არ დაგვაჭიროს ეს ჩემი საერთო აზრია მაგრამ ორიათას რვაწლის ომში გავიარეთ ეგ გზა საქართველოს დიდმა ნაწილმა და განსაკუთრებით იმ ხალხმა ვინც იკ ხეობაში ვცხოვრობდით, იგივე მოხდა აფხაზეთში, ჩემი თანადგომა და დიდი სიყვარული საქართველოს მათ შორის თქვენ ბატონო ზურა.

  • @kakhakomladze5729
    @kakhakomladze57293 жыл бұрын

    👍👍👍👍 საინტერესოა. ვინც სოფელში ცხოვრობს რა უნდა ქნან ომის დროს ეგეც გვასწავლე

  • @akakisturua4544
    @akakisturua45443 жыл бұрын

    ძალიან საინტერესო იყო, დიდი ინტერესით ვუყურე.

  • @wendetatv7672
    @wendetatv76723 жыл бұрын

    ,მადლობა დიდი რო გაგვანათლე რაღაც ელემენტარულრბში ძალიან საინტერესო და სწორი რჩევებია მადლობა♥️♥️

  • @user-fo3wk4ze1s
    @user-fo3wk4ze1s2 жыл бұрын

    ამ ვიდეოს ერთი წლის წინ უბრალოდ,ისე დროის გასაყვანად ვუყურეე.... ახლა კი ყოველ სიტყვას ხელახლა ვისმენ,ვაანალიზებ და ვიმახსოვრებ რას ვიფიქრებდი თუ ასეთი დრო დაგვიდგებოდა... გაიხარეთ და წარმატებები

  • @stanter7ziba481
    @stanter7ziba4813 жыл бұрын

    საინტერესო ინფორმაცია არასდროს დაგვჭირვებოდეს. იგივე თემატიკის ვიდეობი მიაყოლე საინტერესო და საწიროა. დასცხეთ კომენტარები❤

  • @qartveli6179
    @qartveli61793 жыл бұрын

    საინტერესოა ნმდვილათ და საწყენია ის რო ჩვენ ქვეყანაში ძალიან ბევრი მომხრეყავ ოკუპანტს

  • @Datopsuturi8989
    @Datopsuturi89892 жыл бұрын

    ბატონო ზურა მადლობა რომ თავდაცვას და თავის გადარჩენას გვასწავლით პირველი ადამიანი ხართ საქართველოში და საჭირო ინფორმაციას გვაწვდით თქვენი ცოდნიდან

  • @buusabuusa2066
    @buusabuusa20662 жыл бұрын

    საოცარი ადამიანი ხართ! არაფერი სჯობს თქვენს მოსმენას!🇬🇪♥️

  • @giorgigatenadze2330
    @giorgigatenadze23303 жыл бұрын

    ძალიან სასარგებლო ინფორმაცია იყო და ველოდები გაგრძელებას ზურა

  • @ninorevia5424
    @ninorevia54242 жыл бұрын

    მადლობა საჭირო და აუციებელი ინფორმაციისთვის.

  • @donaldodonaldo4810
    @donaldodonaldo48103 жыл бұрын

    👍👍👍👍 მეტროზე და მიწისქვეშა თავშესაფრების სისტემაზე გააკეთეთ ვიდეო!!!! თქვენზე კარგად ვერავინ აგვიხსნის ომის სცენარში როგორი გათვლა აქვს მაგ ბუნკერებს.

  • @ggesaia4388
    @ggesaia43883 жыл бұрын

    პირველ რიგში ძალიან სასარგებლო ინფორმაციაა და მადლობა ასეთი ვიდეოთვის, დასაფასებელია თქვენი საქმიანობა და გამოცდილება. სამწუხაროა რომ ჩვენს ქვეყანაში არ ფასდება სამხედოს ხალხი ვისზეც დგას სახელმწიფო რეალურად. კითხვას რაც შეეხება ცოტა გავაგრძელებ თქვენს ამბავს და ვთქვათ ქალაქიდან წამოსვლის შემდეგ ავღმოჩნდით ტყდეში რომელ დასახლებულ პუნქტს შეიძლება შეაფაროს ადამიანმა თავი სტრატეგიულად? ამ შემთხვევაში თბილისიდან გასვლაზე მაქვს საუბარი ახლომახლო ოჯახით რა მიმართულებებით შეიძლება გადაადგილება შედარებით უსაფრთხოდ?

  • @IaragisGanxilva

    @IaragisGanxilva

    3 жыл бұрын

    დავდებ

  • @vipnikusha
    @vipnikusha2 жыл бұрын

    კაი კაციხარ მადლობა საკმაოდ გამოსადეგი ინფორმაციაა.

  • @manchogvajaia2867
    @manchogvajaia28673 жыл бұрын

    საჭირო ინფორმაციაა ..,👍👍👍ბევრი რამ არ ვიცოდი და გავიგე👍

  • @iraklisvanidze1709
    @iraklisvanidze17092 жыл бұрын

    kargia namdvilad eseti rchevebii xalxistvis ❤❤ isev tkven tu shezlebt tore sxva araa aravin

  • @gujakobaxidze8681
    @gujakobaxidze868111 ай бұрын

    Dzaan magari adamiani xar gamogvadgeba odesme ise midis chveni sakme❤

  • @scrab1rugby186
    @scrab1rugby1863 жыл бұрын

    მადლობა გაიხარე❤️. ისეთი დეტალებია რომელიც მე პირადად სულ სხვანაირად წარმოვიდგენდი მაგრამ კარგი არგუმენტებით და ისე კარგად იყო ახსნილი , თითქოს და უმნიშვნელო დეტალების რასაც ყურადღებას არც მივაქცევდი მაგრამ რეალობა საერთოდ სხვა ყოფილა. კოდევ ერთხელ მადლობა სიკეთე და მშვიდობა მოგვცეს ღმერთმა❤️

  • @davitnarsidze8942
    @davitnarsidze89423 жыл бұрын

    ძაან საინტერესო იყო, დიდი მადლობა ესეთი გარჯისთვის.

  • @grigolitsakadze3455
    @grigolitsakadze34552 жыл бұрын

    გაიხარეთ ბატონო ზურა !!! წარმატებები მშვიდობა მოგცე ღმერთმა დიდება უფალს და ჩვენ ქვეყანას ფარავდეს უფალი და ღვთისმშობელი !!!

  • @AppleGuy7
    @AppleGuy73 жыл бұрын

    ჯიგარი ხარ ,ეს საკითი ყოველთვის მაინტერესებდა, ძლივს გვყავს 1 ქართველი იუთუბერი რომელიც მილიტარისტულ ვიდეოებს წერს, გამოცდილებაც აქვს და საინტერესო მოსასმენია ჩემთვის თქვენი ვიდეოები

  • @levanturmanidze6152
    @levanturmanidze61523 жыл бұрын

    საინტერესო ცნობები მივიღე. მადლობა ინფორმირებისთვის.

  • @lukmarg7618
    @lukmarg76182 жыл бұрын

    მადლობა ბატონო ზურაბ,ნამდვილად მნიშვნელოვანი და საჭირო ვიდეოები გაქვთ და ძალიან საინტერესოდ საუბრობთ.საუკეთესო იუთუბერი ხართ და წარმატებებს გისურვებთ.

  • @zviadbigvava9176
    @zviadbigvava91763 жыл бұрын

    Dzalian saintereso da sachiro ragacebi itqva ❤️ didi madloba ❤️

  • @giorgi3653
    @giorgi36533 жыл бұрын

    ზურა ღამე აღარ დადო ხოლმე ნაკლები ნახვა ექნება და ჯობია რამდენიმე საათი მოიცადო და მერე დადო

  • @levani33331
    @levani333313 жыл бұрын

    მადლობა შენ ვიდეოებისთვის და მონდომებისთვის, ესე გააგრძელე. იქნებ ბრძოლებზეც ჩაწერო ვიდეო დამწყებებისთვის, გამოუცელებისთვის

  • @alevachevache
    @alevachevache3 жыл бұрын

    magari adamianixt12 weli viyavi mezenite haer sawinaagmdegishi zalian bevri strategiebs veswrebodi da bswavlobdi magram tqvengan kidev vwavlob dzalian ganatlebulixart getyobat qtvennair karg xalxs isoreben da cudisulis adamianebs apaseben gmertma xeli mogimartos shen saqmesi warmatebebi

  • @royaleman9685
    @royaleman96853 жыл бұрын

    რა გადახვევა, კიდე უნდა ვუყურო ! კიდე დადეთ ეგეთი ტიპის სასარგებლო რჩევები ! ყველას მშვიდობას გისურვებთ !

  • @aleksandreb
    @aleksandreb2 жыл бұрын

    ძალიან აუცილებელი და საჭირო ინფორმაციაა. მადლობა!!!

  • @nikolozkaxuashvili6302
    @nikolozkaxuashvili63023 жыл бұрын

    ზურა! კარგი კაცო! ხელისუფლებამ ამ საქმისთვის, ხელფასი უნდა დაგინიშნოს ჩემო მეგობარო. 👏👍♥️🇬🇪

  • @jimiHandrex

    @jimiHandrex

    3 жыл бұрын

    100% გეთანხმებით, სამოქალაქო თავდაცვის ონლაინ გაკვეთილებს გვიტარებს 32200 კაცს

  • @mevludikorinteli390

    @mevludikorinteli390

    3 жыл бұрын

    Gmertma gvashoros!!!! Mshvidoba gvkondes, magram maketken mivekanebit nela nela. Martali Kaci xar. Genacvale kartvelobashi!!!!

  • @eclipse6838
    @eclipse68383 жыл бұрын

    ყოჩაღ რა ბატონო ზურა ძალიან მაგარ საქმეს აკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვისა და ხალხისთვის.

  • @mesavierror4391
    @mesavierror43913 жыл бұрын

    ძალიან საინტერესო ვიდეო იყო ბატონო ზურა.ბეევრს გამოგვადგება ეს ინFორმაცია.

  • @Juna-T
    @Juna-T3 жыл бұрын

    გაიხარეთ, ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ მოსახლეობის თავდაცვისუნარიანობის და მაღალი სამოქალაქო შეგნების მიმართულებით. წესით ამას სახელმწიფო უნდა აკეთებდეს და ყველა რაიონულ ცენტრში უნდა იყოს შესაბამისი დაწესებულებები, სადაც მოსახლეობა ცოდნას აიმაღლებს. ასევე დღევანდელობაში ეს შეუძლიათ მარტივად ინტერნეტითაც გააკეთონ, მაგრამ ფეზებზე კიდიათ. მადლობა რომ თქვენნაირი ადამიანები გვეხმარებით მეტის გაგებაში, რაც სავალდებულოა ჩვენაირ არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფნი ქვეყნისთვის. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება არ ვიცოდეთ თავდაცვის ელემენტარული ანი ბანი და თუნდაც იარაღთან მოპყრობა.

  • @Juna-T

    @Juna-T

    3 жыл бұрын

    თქვენ ჯარის დატოვების შემდეგაც ემსახურებით სამშობლოს ასეთი კონტენტით, მადლობა.

  • @akakidzamashvil
    @akakidzamashvil3 жыл бұрын

    Magari videoa dzaan sasargeblo Imedia msgavsi araferi ubedurebz ar moxdeba

  • @nodarguchashvili6377
    @nodarguchashvili63773 жыл бұрын

    აბსოლიტური სიმართლეა ყველაფერი. რაც ამ პანდემიის დასაწყისში ხდებოდა მთელ მსოფლიოში საჭმლის დამარაგება და ასე შემდეგ. წარმოიდგინეთ ომის დროს რა იქნება. დიდი მადლობა და წარმატებები ბატონო ზურა.

  • @cashruleseam7336
    @cashruleseam73363 жыл бұрын

    გთხოვთ აუიცილებლად ჩაწეროთ ვიდეო იმის შესახებ, თუ როგორ მოვიქცეთ თუ ომი გადავწყვიტეთ. როგორც მოხალისეებმა რა თქმა უნდა.

  • @jain8119
    @jain81192 жыл бұрын

    ბატონი ზურას ჯერჯერობით დღემანდელი უკრაინის გარკვეული ნაწილის მდგომარეობის წინასწარმეტყველობა - მომზადება !!!

  • @SabasASMR
    @SabasASMR2 жыл бұрын

    ერთადერთი ქართველი იუთუბერი ხართ რომელიც მართლა საჭირო და მაგარ საქმეს აკეთებს. ყოჩაღ 🖤

  • @extremann4432
    @extremann44323 жыл бұрын

    ინფორმაციას ოქროს ფასი აქვს ყოველთვის,უფასო ინფორმაცია მთლად კანფეტია) 👍👍

  • @giorgiwownava5088
    @giorgiwownava50883 жыл бұрын

    magari adamiani xart zalian saintereso viseoebs igeb erti kitxva makvs kalakis alyaze gadaigebt

  • @IaragisGanxilva

    @IaragisGanxilva

    3 жыл бұрын

    დავდებ მაგაზე

  • @unfamouschap5366
    @unfamouschap53663 жыл бұрын

    20 წლის ვარ და შესაბამისად 90-იანების პერიოდზე მხოლოდ სხვების მონაყოლი ამბებით მაქვს წარმოდგენა შექმნილი. აგვისტოს ომის დროდაც 8 წლის ვიყავი სულ რაღაც და დიდად ვერ ვაანალიზებდი რაღაცებს. ძალიან საინტეტესო ვიდეო იყო და ინფორმაციული, თითქოს თავს უკეთ ვგრძნობ რომ ვიცი როგორ უნდა მოვიქცე(იმედია არ დადგება ეგ დრო). მადლობა დიდი

  • @jabajaba15
    @jabajaba152 жыл бұрын

    ძალიან საინტერესო და საჭირო ინფორმაციაა

  • @arch697
    @arch6972 жыл бұрын

    Ra didebuli adamiani xart gviyvarxar emigrantebs ❤

  • @dimitridevidze982
    @dimitridevidze9823 жыл бұрын

    ბევრი ვიცინე. დიდი მადლობა. ასეთ შემთხვევებში მე ვეთანხმები უპირველეს წესს-პანიკიორები და მარადიორები დაიხვრიტოს სასამართლოსა და გამოძიების გარეშე. სამოქალაქო თავდაცვის კურსი სკოლაშიც უნდა ისწავლწბოდეს 18 წლის ზემოთ.

  • @SaBBa2
    @SaBBa23 жыл бұрын

    მეტროზე არ გისაუბრიათ. მეტროპოლიტენის ინფრასტრუქტურის გამოყენებაზე მასეთი ლოქდუნის დროს. პირობითად, თბილისში ძალიან ბევრი შახტია რომელიც მეტროს გვირაბებთანაა დაკავშირებული სამოქალაქო ბრძოლების დროს რამდენად კონტროლდება ეგ ინფრასტრუქტურა ხუნტების ან სხვა დაჯგუფებების მიერ.

  • @user-oq7sm3vg4c
    @user-oq7sm3vg4c3 жыл бұрын

    საინტერესო და საჭირო ინფორმაციაა!👍

  • @beqaberadze4143
    @beqaberadze41433 жыл бұрын

    თუ შესაძლებელი იქნება განავცე ეს თემა. 👍👍👍👍 პ. ს წარმატებები....... კაარგ საქმეს აკეთებ...

  • @giobabuadze4547
    @giobabuadze45473 жыл бұрын

    პირველ რიგში დიდი მადლობა♥️ასეთი სახის ვიდეოები გადაიღე ქალაქის ბრძოლებზე. კარგი კაციხარ და კარგი ჯარისკაცი♥️🇬🇪

  • @levanjanashvili4149
    @levanjanashvili41492 жыл бұрын

    ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ, დიდი მადლობა!

  • @alexsalexs2741
    @alexsalexs27413 жыл бұрын

    გენაცვალე მაგარო კაცო!!! 🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪

  • @avtoat
    @avtoat2 жыл бұрын

    საინტერესო ინფორმაციას იძლევით მადლობა და წარმატებები

  • @datobachilava3111
    @datobachilava31113 жыл бұрын

    3:37 მომენტზე ვარ გაჩერებული და საუბარია ეგრედწოდებულ “შუაშისტებზე“ ანუ იმ კატეგორიის ადამიანებზე, რომელთაც აქვთ საკუთარი აზრი ,საკუთარი ხედვა. ეს ყველაფერი მოდის მისი პიროვნებიდან და კრძალავს იმ ორი საწინააღმდეგო აზრის არსებობას თავის თავში. როდესაც სიცოცხლის მოსპობას ეხება საქმე, თუ გავიხსენებთ იმ დროს და საქციელს უბრალოდ არიდების და გადარჩენის თვლასაზრისით გადადგმულ ნაბიჯს სწორია. ყველას თავის მომაავალი აქვს,მაგრამ ზოგადად ადამიანს რამდენად ტოვებს საკუთარ თავთან მართალს,რომ შუაში ვერ დარჩა, ეგ სხვა საქმეა . თუმცა ყველა აზრს მნიშვნელობა აქვს. შუაში მყოფი ადამიანი ყოველთვის იჩაგრება ნებისმიერ სიტუაციაში, ამიტომ ებრძვიან ასეთ ადამიანებს!! აუ ძაან კაი ვიდეოა გავაგრძელე ყურება

  • @saqartvelo8823
    @saqartvelo88233 жыл бұрын

    ძაან საინტერესოა იმედია არ დაგვჭირდება:)))

  • @Archil_matchavariani
    @Archil_matchavariani3 жыл бұрын

    ძალიან საინტერესო ლექცია იყო ბატონო სერჟანტო. 👏👏👏👍👍 გაგრძელებას ველოდები ძალიან მაგარ საქმეს აკეთებთ

  • @giorgibasilaia5846
    @giorgibasilaia5846 Жыл бұрын

    წარმატებები ასე გაგრძელე საინტერესო იყო ასეთი ვიდეოები კარგი იქნება კიდე გადაიღეთ საინტერესოა👍👍

  • @giorgimax962
    @giorgimax9623 жыл бұрын

    ბატონო ზურაბ , ყოჩაღ . მაგარია. ეგრე გააგრძელეთ . ჩემგან გაქვთ 4 კი

  • @giorgi19cheishvili
    @giorgi19cheishvili3 жыл бұрын

    ძალიან საინტერესო მთხრობელი ხართ მადლობა სეთი კარგი საუბრებისათვის, პ.ს. მეტრო სადგურების მნიშვნელობაზე საინტერესო იქნებოდა თქვენი მოსაზრება , ქალაქური ომების დროს.

  • @alexverulashvili4660
    @alexverulashvili46603 жыл бұрын

    ძალიან მაგარი ვიდეო იყო განაბული გისმენდით👍👍👍

  • @elenebolashvili3717
    @elenebolashvili37172 жыл бұрын

    სკოლებში უნდა ტარდებოდეს მსგავსი გაკვეთილები. ვთვლი რომ ადრეული ასაკიდან უნდა იცოდეს ყველამ როგორ გადარჩეს. საუბედუროთ არ ვართ დაზღვეულები არაფერი ცუდისგან. კარგია ლაღი და უდარდელი ბავშვობა, მაგრამ როგორ გადავრჩეთ მაგის ცოდნა უფრო მნიშვნელოვანია და ეს უფრო გააძლიერებს თაობასაც და ქვეყანასაც. უღრმესი მადლობა ბატონო ზურა!

  • @lo-fi_community
    @lo-fi_community3 жыл бұрын

    ძალიან მაგარი ვიდეოა არ ველოდი ამ თემაზე თუ იქნებოდა. მოლოდინებს გადააჭარბა!

  • @doker112233
    @doker1122333 жыл бұрын

    კარგია და აუცილებლად საჭირო იფორმაციაა განსაკუთრებულად დღევანდელ დღეს როცა ყველას დავიწყებული აქვს ქართველების ,,ხელობა" აუცილებლად გააკეთე რა ურბანულ ომებზე ძალიან საჭიროა.

  • @gggggg-yb5hh
    @gggggg-yb5hh3 жыл бұрын

    თხოვნა !: 1. უფრო ვრცლად რომ ისაუბრო გამიხარდება იყოს 2 საათიანი ვიდეო ფილმივით რომ სრულად გავიგოთ ყველაფერი ეს 20-30 წუთი ძალიან მაზამასკებს 2. უფრო ვრცლად იქნებ შეეხო ომის თემას თუნდაც 40 წუთიან სერიებათ დაყო უბრალოდ საუბარია აქ მოხალისე ან იარაღის საშოვარი ხომარარის , დრო რომ მიუძღვნა და სრულად ამოწურო ეს თემა გამიხარდება 3. მაინტერესებს აი ისევ იქ მივდივართ სრულად ომის ამბავი მეტროში ჩასვლა რამდენად მართებულია ტყეს თუ ბომბავენ ზოგადად ან ჯარი მტრის თუ გადაადგილდება ტყეში მიწის ამოთხრა და სამალავის გაკეთება რამდენად კარგია ტყეშიყოფნისას თუ ხეჯობია ვთქვათ და ომი დაიწყო რამდენია იმის შანსი რომ დანებებით გადარჩეს ადამიანი ციხეში რახდება ომის დროს პატიმრებს უშვებენ თუ არა იარაღს თუ არიგებს სახელმწიფო და მოკლედ ძალიან გთხოვ ამ კითხვებზე ამომწურავი სპასუხებიგამცე შემდეგ ვიდეოში გამიხარდება ძალიან ესკიდე ცოტაა ბევრად მეტი და საინტერესო ნიუანსებია

  • @IaragisGanxilva

    @IaragisGanxilva

    3 жыл бұрын

    ჩავწერ მაგასაც

  • @user-ur9oz5rd7v

    @user-ur9oz5rd7v

    3 жыл бұрын

    საათიანი ვიდეო ცუდია ერთი იმიტო რო ბევრი არ უყურებს და ვინც უყურებს აზრს ვერ გამოიტანას.

  • @gggggg-yb5hh

    @gggggg-yb5hh

    3 жыл бұрын

    @@user-ur9oz5rd7v ეს კონტენტი და არხი მათთვის არის ვისაც შეუძლია ამ თემის ირგვლივ აზრის გამოტანა კულინარიის მოყვარულთათვის ხომ არაა, ამიყომაც ვფიქრობ როგორც მე და სხვა ვისაც გვაინტერესებს და სკიპის გადახვევის გარეშე ვუყურებთ ძალიან საინტერესო და კარგიიქნება , და მეროგორც ვიცი ამ კაცს არხი იმიტომაქვს რომ ხალხს მოსწონს და ხალხისთვის რომ საინტერესოიყოს იმიტომ შრომიბს დაარავიღაც დააყუდოს 40 წუთი უბრალოდ " ნახვების " გამო

  • @bekakavtaradze9804

    @bekakavtaradze9804

    3 жыл бұрын

    "იარაღს თუ არიგებს სახელმწიფო" - წესიერი სახელმწიფო კი. გააჩნია რა ხდება, ქუდზე კაცის შემთხვევაში არიგებს იარაღს, ასევე თუ სახელმწიფო არ ჩამოიშალა, არ მოაწერა კაპიტულაციას ხელი და ვთქვათ გახსიზნულია და აგრძელებს პარტიზანულს ბრძოლას... მოსახლეობას ურიგდება საგანგებოდ გადამალული იარაღი. ეს იარაღი არის დამარხული მთელს ქვეყანაში სხვადასხვა ადგილას. კასრებში, კონტეინერებში.... რავიცი ათას რამეში. ასევე სახელმწიფოს აქვს იარაღის სარეზორვო მარაგებიც, ისევე როგორც ფქვილის, ხორბლის, საწვავის, მედიკამენტების წარმოიდგინე სასმელი წყალიც კი. რა თქმა უნდა მთელი მოსხალეობისთვის საკმარისი მარგაები არ არსებობს, მაგრამ საკამრისია იმ ნაწილისთვის ვინც ბრძოლას გააგრძელებს. - ჰმ ჩემმა მზემ თოხით და სამკაპით წინა ხაზზე ვერ გახვალ - უფრო ვრცლად ალბათ ზურა იტყვის...

  • @user-ur9oz5rd7v

    @user-ur9oz5rd7v

    3 жыл бұрын

    @@bekakavtaradze9804 ეგ შენ რაც ჩამოთვალე ჩვენს ქვეყანას გააჩნია?

  • @giorgi2554
    @giorgi25543 жыл бұрын

    ძალიან საინტერესო ვიდეო იყო

  • @temotemo7771
    @temotemo77713 жыл бұрын

    მაგრად მომწონს არხის თემატიკა. მადლობა საჭირო ინფორმაციისთვის. ქალაქში ბრძოლის თემაზეც ჩაწერეთ. 👍👍👍

  • @Archil_matchavariani
    @Archil_matchavariani3 жыл бұрын

    გამოვდივარ ინიციატივით ბიჭებო ჯიგრებო ვინც პატივს ვცემთ ამ კაცს ამ დიდი საქმის კეთების გამო გავხადოთ ეს საქმე მისი შემოსავლის წყარო თვეში ერთხელ 1 ლარიც რომ ჩავურიცხოთ გამომწერების თუნდაც 20მა პროცენტმა დაუფასდება ამ ადამიანს თავისი საქმე და უფრო ბევრ და მრავალფეროვან ვიდეოებს შემოგვთავაზბს დავთქვათ თვის რომელიმე რიცხვი და 1 ლარი ჩავურიცხოდ ყველამ არავის არაფერში დააკლდება თვეში ერთხელ ის 1 ლარი ლაიქი ვინც მეთანხმებით ვნახოდ რამდენს გვაქვს სურვილი

  • @nodjunior

    @nodjunior

    3 жыл бұрын

    უბრალოდ მობაილბანკში რომ ერთ კონკრეტულ დღეს მიუთითონ ავტომატური გადარიცხვით 1 ლარი არამგონია ვინმეს დააკლდეს ეს ლარი

  • @kusura23

    @kusura23

    2 жыл бұрын

    აბა რომელ რიცხვში და სად ვურიცხავთ? 😊👍

  • @giorgidemetrashvili5817
    @giorgidemetrashvili58172 жыл бұрын

    Rogorc xoveltvis xvela video magaria zaan erti txovnaa qalaqze kide dacvrilebit tu shezleb ro kide chacero magalitad ver gadian kalakidan da jari shemovida sad jobia damalva rogor moilce da ase shemdeg magari video ixo👍👍👍

  • @mikheilbakhtidze7244
    @mikheilbakhtidze72443 жыл бұрын

    საინტერესო საუბარი არის მადლობა ბატონო ზურა 😘😘😘

  • @zazaivanovi1732
    @zazaivanovi17323 жыл бұрын

    ზურა ძალიან მომწონს თქვენი ვიდეოები, ძალზედ მნიშვნელოვან საკითხებს ეხება, რომელზეც ან ძალზედ მწირი ნიფორმაცია გააჩნიათ ხალხს, ან საერთოდ არანაირი გამოცდილება არ აქვთ, ამიტომ ასეთ თემებზე გულახდილი საუბარი უაღრესად საჭიროა. დღეს ძალზედ ბევრი ფაქტორი მოქმედებს გაუთვალისწინებელი სამხედრო და სხვა სახის ფორსმაჟორის დადგომისა და მე 100%-ით გეთანხმებით იმაში, რომ ყველაზე რეალური ფაქტორი გადარჩენისა მშვიდობიანობის დროს შეძენილი იარაღია (ან სხაგვარად ნაშოვი ფორსმაჟორის დროს...), რომლის საშუალებითაც შენსი ეძლევა ადამიანს გადაირჩინოს თავი და გადაარჩინოს თავისი ოჯახის წევრები. თქვენს მიერ აღწერილი სიტუაციის შემთხვევაში რომელ ბიუჯეტურ იარაღს (იარაღების) შეძენას გვირჩევდით, რომ შეიძინოს ადამიანმა ოჯახის დასაცავად და საკვების მოსაპოვებლად (მე პირადად მომწონს ნახევრად ავტომატური CZ 858 Tactical 2v და ფისტოლეტი ТТ 50-ინ წლებში გამოშვებული) თანაც სატარებლადაც რომ შედარებით იოლი იყოს და კიდევ რუსულ საიტებზე არის ე.წ. "тревожный чемодатчик " ანუ სამხედრო ფორსმაჟორული სიტუაციებისას თავის გადარჩენის მინიმალური აღჭურვილობა (ეკიპირება). გვაინტერესებს თქვენი აზრი ასეთი წინასწარი სათადარიგო ნამზადისისა, მისი შემადგენლობა და წონა, გამომდინარე სავარაუდო გადაადგილების სიშორისა, რელიეფის სირთულისა, და დროებითი (რამდენიმე დღე ან კვირა) თავშესაფრის მოწყობისა. ასევე გვაინტერესებს თავშესაფრის პერიმეტრული დაცვის საშუალებები (მტრის მოახლოების სასიგნალო მოწყობილობები, ბანაკთან მისასვლელის მონიტორინგის და მოულოდნელი თავდასხმის შემაკავებელი მოწყობილობების დამზადების ცოდნა), ნუ რა თქმა უნდა მხოლოდ ისეთისა, რის შეძენაც კანონს არ ეწინააღმდეგება და ხელმისაწვდომია ხალხისათვის (პორტატიული გადამცემები სხვა დროებით თავშესაფართან დასაკავშირებლად, პიროტექნიკა, ობიექტის დაცვის საშუალებები, მოძრაობის დეტექტორები, და სათვალთვალო უკაბელო კამერები, პიროტექნიკის ამმოქმედებელი "რასწიაშკების" დაყენება და ა.შ) რათა როგორც მტრის ასევე ტყის ნადირის მოულოდნელი "ვიზიტებისაგან " დავიცვათ დროებითი თავშესაფარი.

  • @7._.gio._.767
    @7._.gio._.7673 жыл бұрын

    იმედია არ დადგება ეგ დრო.(მადლობა საინტერესო იყო)❤️

  • @user-wv6mq3zx5q
    @user-wv6mq3zx5q3 жыл бұрын

    მართლაც ძალიან კარგი ვიდეოა, მადლობა თქვენ რომ გვასწავლᲘთ და გვიხსნით ასეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, ძაან კარგად გამოგდით და ყველაფერს გულით და სულით გადმოცემთ.

  • @tigertiger9039
    @tigertiger90393 жыл бұрын

    ზურაბ ბატონო თქვენ გაგიმარჯოთ ღმერთმა თქვენს ოჯახთან და ყველა კეთილის მსურველ ადამიანთან ერთად , ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ . ვამაყობ რომ ქართველებს კიდევ შემოგვრჩა თქვენნაირი ხალხი.

  • @gagazarnadze853
    @gagazarnadze8533 жыл бұрын

    ვინც ცოტა მაინც ერკვევა გეო პოლიტიკაში, ის რაც ამ კაცმა თქვა, სავსებით რეალურია მოხდეს. ღმერთმა დაგვიფაროს რათქმაუნდა! უბრალოდ ეს კაცი სულელი არაა, ტყუილად არ დადებდა ამ ვიდეოს, ამ კონკრეტულ დროს😉 არავის ვაშინებ, მაგრამ მტერი ძაან ახლოსა და არა ამრტო ფიზიკურად😉🙂

  • @cashruleseam7336

    @cashruleseam7336

    3 жыл бұрын

    რა თქმა უნდა

  • @niccovalente5246

    @niccovalente5246

    3 жыл бұрын

    მართალი ხარ გაგა და ერთს ვიტყვი კიდე ეს ვიდეოები შეარების და ლაიქებისთვის არაა,ხალხმა უნდა ისწავლოს

  • @dachididebashvili8951

    @dachididebashvili8951

    2 жыл бұрын

    უკვე უფრო ახლოს ვართ

  • @mishamaxatadze1620

    @mishamaxatadze1620

    2 жыл бұрын

    :(

  • @anuka4810

    @anuka4810

    2 жыл бұрын

    9 აპრილამდე გვქონდა დრო რასაც აკაკი ჯორჯაძე საუბრობდა, იყო გადარჩენის შანსი და ვერ გამოვიყენეთ! ეხლა აღარ ვიცი! უფალმა მოგვცეს მშვიდობა🥺☹

  • @lukakurtskhalia7061
    @lukakurtskhalia70612 жыл бұрын

    ჰაჰ ახლაც ამომიგდო,საინტერესოააა...

  • @archilbabuladze2416
    @archilbabuladze24163 жыл бұрын

    ძალიან საინტერესო იყო👍

  • @liaglunchadze8252
    @liaglunchadze82522 жыл бұрын

    Gamarjobat..brdzolis dros saxli da panjrebi rom amovqolot qvishiani tomrebit..maqsimum risgan dagvicavs da gadagvarchens..ras gaudzlebs rogori saxis dartymebs .madloba

  • @ILGUTI
    @ILGUTI3 жыл бұрын

    ძაან საინტერესო ვიდეო იყო მადლობა და წარმატებები კიდევ ერთხელ ♥

  • @theretrosaba7801
    @theretrosaba78013 жыл бұрын

    აი... ზუსტად ამიტომაა საჭირო იარაღის ქონა სახლში.

  • @giorgifarcvania3723
    @giorgifarcvania37233 жыл бұрын

    ძაან საინტერესოა ჯარისკაცოო...თხოვნაა ხშირად ჩაწეროთ მსგავსი ვიდეოებიი.მადლობა

  • @giokv3500
    @giokv35003 жыл бұрын

    მოლოდინებს გადააჭარბა ქალაქის ბრძოლები სამხედრო კუთხით დაგლიჯავს

  • @ikagvazava6223
    @ikagvazava62233 жыл бұрын

    გაიხარე ზურა ძან საინტერესო და აუცილებელი ინფორმაცია არის❤🍷🍾👍

  • @kakotsetskhladze483
    @kakotsetskhladze4833 жыл бұрын

    რა კარგი ლოკაციაა

  • @girogisutidze3293
    @girogisutidze32933 жыл бұрын

    dzaan magari kaci xar ,mamachemic meomaria saqartvelos yvela omshi aris namyop apxazetis samachabloas da kidev avganetshii vici mamachemis gadmoceimt rogoriaris maq yvelaperi da dzaaan didi respeqti chemgan rom dros naxulobt rom xalxs aset cxovrebistvis gamosadeg rchevebs adzlevt

  • @tatiashanshiashvili8373
    @tatiashanshiashvili83732 жыл бұрын

    ღმერთმა დაგლოცოს და ღმერთმა აცილოს საქართველოს ომი და უბედურება კიდევ. გაიხარე და მადლობა თქვენ.

Келесі