იტალიური ენა con ნანა ლომია VII კუთვნილებითი ზედსართავი სახელები

Buongiorno!
მოდით, გავეცნოთ კუთვნილებით ზედსართავ სახელებს და მათთან დაკავშირებულ წესებს.
აქვე გთხოვთ, კიდევ ერთხელ მოუსმინოთ მესამე ლექციას ზედსართავ სახელებზე და გაიხსენოთ ამავე ლექციის ბოლოს, სავარჯიშოში მოყვანილი სიტყვები და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოთ შემდეგ ზედსართავ სახელებზე, რომლებიც დაგვჭირდება "სასაუბროში":
Biondo- ქერა, moro - შავგრემანი , castano - წაბლისფერი, alta - მაღალი, basso- დაბალი, magra-გამხდარი, robusto -მსუქანი/ღონიერი, simpatico -სიმპათიური/სასიამოვნო/ კარგი ადამიანი, intelligente - ჭკვიანი, timido - მორიდებული, gentile -თავაზიანი
ფილოლოგიის დოქტორი (PhD ), იტალიური ენის პედაგოგი ნანა ლომია.
პედაგოგიური სტაჟი - 1996 წლიდან.
2005 წლიდან - ილიას უნივერსიტეტში იტალიური ენის ლექტორი.
#იტალია #იტალიური #იტალიურიენა #ვისწავლოთიტალიური #გაკვეთილი #italy #italiano #georgian #lesson #italian lesson #grammaticaitaliana #aggettivipossessivi

Пікірлер: 8

  • @natelachankseliani6261
    @natelachankseliani62614 күн бұрын

    მოგესალმებით♥️

  • @nanalomia76

    @nanalomia76

    4 күн бұрын

    Buongiorno! ❤️

  • @mariamipaposhvli7919
    @mariamipaposhvli791915 күн бұрын

    მადლობა

  • @nanalomia76

    @nanalomia76

    15 күн бұрын

    გმადლობთ თქვენ ❤️

  • @user-wf3ok2bk9l
    @user-wf3ok2bk9l13 күн бұрын

    და ზედსართავს რატომ ამბობთ ნაცვალსახელებზე?

  • @nanalomia76

    @nanalomia76

    13 күн бұрын

    მოგესალმებით! ძალიან კარგი შეკითხვაა! მოდით, ავხსნათ: არსებობს კუთვნილებითი ზედსართავი სახელები gli aggettivi possessivi (ჩვენს ლექციაში განხილული) და კუთვნილებითი ნაცვალსახელები i pronomi possessivi. პირველ შემთხვევაში, ანუ როდესაც საქმე ეხება კუთვნილებით ზედსართავ სახელებს, მათ თან ახლავს არსებითი სახელი. მაგალითად: Il mio libro, la mia penna (როგორც მოყვენილია ჩვენს ლექციაში). კუთვნილებითი ნაცვალსახელების შემთხვევაში, მათ არ მოსდევს არსებითი სახელი, ის იგულისხმება. თვით ტერმინი მიგვითითებს - "ნაცვალსახელი"- არსებითი სახელის ნაცვლად გამოყენებული. მაგალითად: Il libro di Anna e` nella borsa, il mio e` sul tavolo. როგორც ვამჩნევთ, "il mio"-ს არ ახლავს არსებითი სახელი, ის ცვლის მას, libro-ს.

  • @bidzinakhaburdzania9078
    @bidzinakhaburdzania9078Күн бұрын

    ერთი ნაკლი აქვს თქვენს ლექციებს; ვიდეოებში ხმა დაბალხარისხიანია. ანუ ხმამაღლა ჩაწერა აჯობებს.

  • @nanalomia76

    @nanalomia76

    20 сағат бұрын

    @@bidzinakhaburdzania9078 მოგესალმებით. გმადლობთ თქვენი აზრის დაფიქსირებისათვის. შევამოწმე არაერთი სხვადასხვა საშუალებით და ჩემთან კარგად და მკვეთრად ჭღერს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ბოლოს ჩაწერილი ლექციები მიკროფონის გამოყენებითაა და, იმედი მაქვს, კიდევ უკეთესი ხარისხით აღიქმება.

Келесі