გელათი - დავით დევიძე და ანსამბლი „მზის სხივები“

Музыка

მუსიკა - თემურ ძიძიგური
ტექსტი - ნანი ქავზინაძე
მონაწილეობენ სტუდია „მევლუდის“ აღსაზრდელები ანსამბლი „მზის სხივები“ და დავით დევიძე
მონასტერი დავით აღმაშენებელმა დააარსა 1106 წელს. მის ანდერძში ვკითხულობთ: “დარჩა მონასტერი სამარხავი ჩემი და საძვალე შვილთა ჩემთა უსრულად და წამყვა მისთვსაც ტკივილი სამარადისო, აწ შვლმან ჩემმან დიმიტრი სრულ ჰყოს ყოვლითურთ”. სწორედ აქ არის დაკრძალული საქართველოს უდიდესი მეფე. ანსამბლი მოიცავს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარ ტაძარს, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას, წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიას, სამრეკლოს, აკადემიასა და გალავანს. გელათის მონასტერი უდიდესი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო, სხვადასხვა დროს აქ მოღვაწეობდნენ: არსენ იყალთოელი, არსენ ბულმაისიმისძე, პეტრე გელათელი, ევდემონ ჩხეტიძე, ექვთიმე საყვარელიძე, გედეონ ლორთქიფანიძე და სხვა. მონასტრის მშენებლობის დასრულება დავითმა სიცოცხლეში ვერ მოასწრო და დაწყებული საქმიანობა მისმა შვილმა - დემეტრემ გააგრძელა. XII-XV საუკუნეებში გელათის მონასტერს მინიჭებული ჰქონდა სრული ავტონომია, აღიარებდა მხოლოდ მეფის უმაღლეს უფლებას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსაც კი არ ჰქონდა არავითარი სახელისუფლო ძალა. საქართველოს პოლიტიკური დაშლის შემდეგ გელათის მონასტერი დასავლეთ საქართველოს მეფეების ხელში გადავიდა. 1510 წლის 23 ნოემბერს იგი იმერეთში შემოჭრილმა ოსმალთა ჯარმა გადაწვა. იმერეთის მეფეებმა ბაგრატ III-მ და გიორგი II-მ გელათის მონასტერი აღადგინეს და ახალი მამულები შესწირეს. ბაგრატ III-ს გელათის "მეორედ აღმშენებელს" უწოდებდნენ. XVI საუკუნის II ნახევარში დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენცია ბიჭვინთიდან გელათში გადმოიტანეს. XVIII საუკუნიდან გელათის მონასტერში დიდი მასშტაბის აღდგენითი სამუშაოები გასწიეს გიორგი VI-მ, ალექსანდრე V-მ, სოლომონ I-მა, სოლომონ II-მ და გელათის ეპისკოპოსებმა. იმერეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ მონასტერი საეკლესიო სემინარიიდან სახელმწიფო დაწესებულებად იქცა. გელათის მონასტერი მდიდარ ხელნაწერთა ფონდსა და ჭედური ხელოვნების ნიმუშებს ფლობდა, რომლებიც ამჟამად მუზეუმებშია დაცული. გელათის კომპლექსი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
გელათის მონასტერი რამდენიმე ნაგებობას მოიცავს, რომელთა შორის დომინანტია ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარი ტაძარი. კომპლექსში ასევე შედის: წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, სამრეკლო, აკადემია და გალავანი. ღვთისმშობლის მიძინების მთავარი ტაძარი ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა. განსაკუთრებულად შთამბეჭდავია ტაძრის შიდა სივრცე. ცენტრში აღმართული განიერი და მაღალი გუმბათი ოთხ მკლავზე გარდამავალ თაღებს ეყრდნობა. ჯვრის მკლავები, რომლებიც ცენტრალურ სივრცეს ქმნიან, განსხვავებულადაა გადაწყვეტილი. მთავარი, აღმოსავლეთის მკლავი ღრმა ბემისა და ნახევარწრიული აფსიდისაგან შედგება. საკურთხევლის მარჯვნივ სადიაკვნეა, მარცხნივ კი - სამკვეთლო. ჯვრის მკლავები ოდნავ შეისრული კამარებითაა გადახურული. ტაძრის დასავლეთ ნაწილის გვერდითა მხარეები ორსართულიანია, მეორე სართულზე პატრონიკეა მოწყობილი. პატრონიკეს დონეზე საკურთხეველსაც აქვს მეორე სართული, სადაც სამალავები იყო განთავსებული. ნაგებობის ცენტრალურ სივრცეს განიერი, მაღალი, თექვსმეტსარკმლიანი გუმბათი აგვირგვინებს. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა აფრებით ხორციელდება. ტაძრის შიდა სივრცე კარგადაა განათებული. ნაგებობას სამი მხრიდან მოგვიანო მინაშენები აკრავს, რომლებიც მას ერთგვარად ამძიმებს. ფასადები სადადაა მორთული: მხოლოდ კარ-ფანჯრებია გაფორმებული. ტაძრის გარე მასები, ძირითადი კორპუსის ფარგლებში, მწყობრია და ერთიანი. ფასადები დამუშავებულია რთული რიტმის დეკორატიული თაღედებით. გელათის ტაძარში დაცულია ქართული მონუმენტური მხატვრობისა და მოზაიკის მნიშვნელოვანი ნიმუშები.
მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით დგას XIV საუკუნის დასაწყისში აგებული წმ. გიორგის ეკლესია. ტაძრის გეგმა და შიდა სივრცის გადაწყვეტა შეესატყვისება ეპოქის ტრადიციებს. ეკლესია ყურადღებას იქცევს ლამაზი რელიეფური ორნამენტებითა და ფრესკებით.
მთავარი ტაძრის დასავლეთით წმ. ნიკოლოზის ორსართულიანი ეკლესია და აკადემიის შენობა დგას. ეკლესიის პირველ სართულზე თაღიანი გასასვლელია. ეს ნაგებობა წარმოადგენს პოსდამენტს, რომელზედაც აღმართულია ჯვრის ტიპის პატარა ეკლესია. პირველი სართული მეორეს ქვის კიბით უკავშირდება. გელათის აკადემიის შენობა ციცაბო ფლატეზე დგას. შესასვლელს მდიდრულად გაფორმებული ოთხსვეტიანი კარიბჭე აქვს. კარიბჭით უზარმაზარ დარბაზში შევდივართ. ნაგებობა ოთკუთხედი ფორმისაა. კედლების გასწვრივ ქვის დასაჯდომებია, რომლებიც აკადემიის მსმენელთათვის იყო გათვალისწინებული.
სამრეკლო სამსართულიანია. პირველი ორი მონასტრის თანადროულია, მესამე - შედარებით გვიანდელი, XIV საუკუნის. პირველ სართულზე გამოყვანილია წყალი. ისტორიული წყაროები გვამცნობენ, რომ ადრე წყალი მილებით შედიოდა ყველა პალატსა და სადგომში.

Пікірлер: 24

  • @fatimaguiorgadze506
    @fatimaguiorgadze506 Жыл бұрын

    Სიამოვგება თქვენ სიმღერებს ვინც უსმენს. 👍🙏

  • @user-pt6lb3wq9q
    @user-pt6lb3wq9q11 ай бұрын

    ღმერთი გვწყალობს ქართველებს, გვიმრავლოს თქვენისთანა დავითები საამაყო შვილო!

  • @mananajarmelashvili2762
    @mananajarmelashvili2762 Жыл бұрын

    ბრავო დავით ნიჭიერო ვაჟკაცო ღმრთმა დაგლოცოს და ეს ანგელოზებიც❤❤❤❤❤❤❤❤

  • @ninobego1749
    @ninobego1749 Жыл бұрын

    დაგლოცოთ უფალმა რა ძალიან კარგე ბი ხართ

  • @user-sj5pl3tg2c
    @user-sj5pl3tg2c Жыл бұрын

    Спасибо.Как всегда душевно!Наслаждение!❤

  • @mimozaxaburzania9369
    @mimozaxaburzania9369 Жыл бұрын

    უფალო დალოცე ეს ანგელოზები🙏🙏🙏🥰🥰🥰💕💕💕

  • @maialominashvili4415
    @maialominashvili441511 ай бұрын

    საოცრება ხართ

  • @avelinadavituliani9427
    @avelinadavituliani942711 ай бұрын

    გენაცვალეთ ქართულსულში და გენში! გაიხარეთ და გამრავლდით! ❤

  • @anaberuashvili6819
    @anaberuashvili6819 Жыл бұрын

    საოცარია 💗 მერამდენედ ვუსმენ, ყოველ ჯერზე ჟრუანტელი მივლის☺

  • @ninonijaradze4200
    @ninonijaradze4200 Жыл бұрын

    უკვე ზედიზედ ოთხჯერ მოვისმინე ახლა მეხუთედაც მოვისმენ და არ ვიცი კიდევ რამდენჯერ გენაცვალეთ🌺🌺🌺🌺🌺

  • @user-tc4vq1wr7o
    @user-tc4vq1wr7o Жыл бұрын

    საოცრებააა❤❤❤

  • @tamarikudianashvili6461
    @tamarikudianashvili6461 Жыл бұрын

    წარმატებებიი❤❤❤❤

  • @user-cf5kj5ft3h
    @user-cf5kj5ft3h10 ай бұрын

    Шесанишнавия гисурвебт царматебебс бедниеребас ❤❤❤

  • @khatunameladze7510
    @khatunameladze7510 Жыл бұрын

    პატარა ანგელოზები წარმატებებიი❤❤❤❤❤

  • @nankailuridze4980
    @nankailuridze4980 Жыл бұрын

    ვაიმე ეს რა იყო?საოცრებაა...ეკალი მაყრის....ბავშვებო გენაცვალეთ.🌞🥰🥰🥰🥰🥰❤️❤️❤️❤️

  • @mariamimeladze2824
    @mariamimeladze2824 Жыл бұрын

    Carmatebebi zalian kargia sasiamovno mosasmeni

  • @qetevanbutskhrikidze7038
    @qetevanbutskhrikidze7038 Жыл бұрын

    ❤❤❤❤❤

  • @user-uq5xw7uy7t
    @user-uq5xw7uy7t Жыл бұрын

    ❤❤❤❤❤☀☀☀☀☀

  • @ekaji6926
    @ekaji6926 Жыл бұрын

    ❤❤

  • @zurababuladze212
    @zurababuladze212 Жыл бұрын

    შემოგევლოთ ზურიკო ბიძია.

  • @user-ic4fo5tb6z
    @user-ic4fo5tb6z10 ай бұрын

    იხარე ერო!

  • @tamazichikhladze4544
    @tamazichikhladze4544 Жыл бұрын

    მეტირება ❤❤❤😢😢😢🇬🇪🇬🇪🇬🇪

Келесі