გამქრალი სახეობის დაბრუნება - ქურციკები ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ყოველწლიურად არაერთ უმნიშვნელოვანეს პროექტს ახორციელებს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და რეინტროდუქციის მიმართულებით.
საქართველოს მთავრობისა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ინიციატივით, გერმანიის მთავრობის (KfW) ფინანსური მხარდაჭერითა და აზერბაიჯანის მთავრობის აქტიური ჩართულობით, 2013 წლიდან, წარმატებით მიმდინარეობს ჯეირნების პოპულაციის აღდგენის პროექტი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე - მათი რაოდენობა უწყვეტად იზრდება და ამ ეტაპზე 150 ინდივიდს შეადგენს.
დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) მუდმივად ახორციელებენ მონიტორინგს და დაკვირვებას ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, რაც როგორც ქურციკების რაოდენობის შესწავლას, ისე მათთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას გულისხმობს.
ველური ბუნების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ევრონიუსი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს ესტუმრა. ქურციკების პოპულარიზაციის აღდგენის პროექტის შესახებ დეტალურად სიუჟეტში იხილავთ
© Euronews Georgia
🔹➡SUBSCRIBE: bit.ly/30pYzQt
🔹 დაცული ტერიტორიების სააგენტო:
▪️ FACEBOOK: bit.ly/36Rt1oa
▪️ WEB: apa.gov.ge/
_______________
🔹საქართველოს ეროვნული პარკები:
▪️ FACEBOOK: goo.gl/CZ4ygH
▪️ INSTAGRAM: goo.gl/rZnxjJ
▪️ WEB: nationalparks.ge/
#დაცულიტერიტორიებისსააგენტო #ვაშლოვანი #ქურციკი

Пікірлер

    Келесі