გალაკტიონ ტაბიძე - "უსიყვარულოდ" |

Музыка

👉 ყველა ლექსის სანახავად მიჰყევით ბმულს / to see all the poems, please, follow the link: bit.ly/2OEekS8
FB Page: bit.ly/2H12tHA
FB Group: bit.ly/2Zsf7L5
Blog: bit.ly/2Np6czO
#სხვაპოეზია
გალაკტიონ ტაბიძე - "უსიყვარულოდ"
კითხულობს: შალვა ბერიანიძე
მონტაჟი: ანი გაგუნაშვილი
პროექტი: სხვა პოეზია
Galaktioni Tabidze - "Usikvarulod"
Read by Shalva Berianidze
Video: Ann Gagunashvili
Project: Another Poetry
,,უსიყვარულოდ"
უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ....
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს...
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს...
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ!

Пікірлер: 5

  • @PoemcastsByShalva
    @PoemcastsByShalva4 жыл бұрын

    🇬🇪 ყველა ლექსის სანახავად მიჰყევით ბმულს! 🇺🇸 To see all the poems, please, follow the link! 🇷🇺 Чтобы увидеть все стихи перейдите по ссылке! 🌐 kzread.info/head/PLKa0o70CU15vVB6wuv3BM7mLn5J8L_TS1

  • @mariamcercvadze7659
    @mariamcercvadze76593 жыл бұрын

    ვგიჟდები გალაკტიონ ტაბიძის ლექსებზე ჩემი უსაყვარლესი პოეტია

  • @PoemcastsByShalva

    @PoemcastsByShalva

    3 жыл бұрын

    😍😍😍

  • @minasadykova7296
    @minasadykova72965 жыл бұрын

    😍😍😍😍

  • @PoemcastsByShalva

    @PoemcastsByShalva

    5 жыл бұрын

Келесі