გალაკტიონ ტაბიძე - "სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში" |

Музыка

👉 ყველა ლექსის სანახავად მიჰყევით ბმულს / to see all the poems, please, follow the link: bit.ly/2OEekS8
FB Page: bit.ly/2H12tHA
FB Group: bit.ly/2Zsf7L5
Blog: bit.ly/2Np6czO
#სხვაპოეზია
გალაკტიონ ტაბიძე - "სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში"
კითხულობს: შალვა ბერიანიძე
მონტაჟი: ანი გაგუნაშვილი
პროექტი: სხვა პოეზია
Galaktioni Tabidze - "Silajvarde anu vardi silashi"
Read by Shalva Berianidze
Video: Ann Gagunashvili
Project: Another Poetry
"სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში"
დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი.
ჩემი ცხოერების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე.
შემოიღამებს მთის ნაპრალები,
და თუ როგორმე ისევ გათენდა -
ღამენათევი და ნამთვრალევი,
დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან!
ღამენათევი და ნამთვრალევი
მე მივეყრდნობი სალოცავ კარებს,
შემოიჭრება სიონში სხივი
და თეთრ ოლარებს ააელვარებს.
და მაშინ ვიტყვი: აჰა! მოვედი
გედი დაჭრილი ოცნების ბაღით!
შეხედე! დასტკბი ყმაწვილურ ბედის
დაღლილ ხელებით წამებულ სახით!
შეხედე! დასტკბი! ჩემი თვალები
წინათ რომ ფეთქდნენ ცვრებით, იებით, -
ღამენათევი და ნამთვრალევი
სავსეა ცრემლთა შურისძიებით!
დასტკბი! ასეა ყველა მგოსნები?
შენს მოლოდინში ასეა ყველა?
სული, ვედრებით განაოცები,
შენს ფერხთქვეშ კვდება, როგორც პეპელა.
სად არის ჩემთვის სამაგიერო?
საბედნიერო სად არის სული?
ვით სამოთხიდან ალიგიერი,
მე ჯოჯოხეთით ვარ დაფარული!
და როცა ბედით დაწყვეტილ გზაზე
სიკვდილის ლანდი მომეჩვენება,
განსასვენებელ ზიარებაზე
ჩემთან არ მოვა შენი ხსენება!
დავიკრეფ ხელებს და გრიგალივით
გამაქანებენ სწრაფი ცხენები!
ღამენათევი და ნამთვრალევი
ჩემს სამარეში ჩავესვენები.
დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე!

Пікірлер: 8

  • @PoemcastsByShalva
    @PoemcastsByShalva4 жыл бұрын

    🇬🇪 ყველა ლექსის სანახავად მიჰყევით ბმულს! 🇺🇸 To see all the poems, please, follow the link! 🇷🇺 Чтобы увидеть все стихи перейдите по ссылке! 🌐 kzread.info/head/PLKa0o70CU15vVB6wuv3BM7mLn5J8L_TS1

  • @annacrescendofayer7273
    @annacrescendofayer72734 жыл бұрын

    Брависсимо!!!👏👏👏🙏🙏🙏💖💖💖Это стихотворение я обожаю🌈🌈🌈Оно уникальное☀️☀️☀️

  • @PoemcastsByShalva

    @PoemcastsByShalva

    4 жыл бұрын

    Thank you!

  • @magnumopus7502
    @magnumopus75025 жыл бұрын

    ალბათ მილიარდჯერ წამიკითხავს და მომისმენია, ყოველ ჯერზე, ასე მგონია, პირველად ვკითხულობ და პირველად ვისმენ. ყველანაირი ფეტიშიზმის წინააღმდეგი ვარ, ბევრი გენიოსი პოეტი გვყოლია, ცნობილი თუ უცნობი, მაგრამ "ის" მართლაც რომ ღმერთი იყო, ლირიკის ღმერთი! როგორც მზის სინათლეს დაინახავ, მაგრამ თვითონ მზეს ვერა, ასევეა მისი პოეზიაც, ყოველთვის რჩება შიგნით; რაღაც დაფარული, გაუგებარი, ჯერვერშეუგრძნობელი... განუმეორებელი სიმაღლეა, რომელთანაც ვერავის დააყენებ ახლოს

  • @tiktokers3185

    @tiktokers3185

    4 жыл бұрын

    l.likee.video/s/82FVnTHQ1TY_740188060_764261820?c=cp&b=265130316&l=ka&af_sub1=st_t1&af_sub2=1_2324&e=detaill.likee.video/s/82FVnTHQ1TY_740188060_764261820?c=cp&b=265130316&l=ka&af_sub1=st_t1&af_sub2=1_2324&e=detailfacebook.com/119405895873/posts/10157572065580874/ნათელი სანთელი და მარადიული ხსენება არ მოგკლებოდეს ბადრი ჩვენგან ნაადრევად წასულო ტკბილო ადამიანო.facebook.com/119405895873/posts/10157572065580874/ნათელი სანთელი და მარადიული ხსენება არ მოგკლებოდეს ბადრი ჩვენგან ნაადრევად წასულო ტკბილო ადამიანო.ნათელი სანთელი და მარადიული ხსენება არ მოგკლებოდეს ბადრი ჩვენგან ნაადრევად წასულო ტკბილო ადამიანო.ნათელი სანთელი და მარადიული ხსენება არ მოგკლებოდეს ბადრი ჩვენგან ნაადრევად წასულო ტკბილო ადამიანო.ნათელი სანთელი და მარადიული ხსენება არ მოგკლებოდეს ბადრი ჩვენგან ნაადრევად წასულო ტკბილო ადამიანო.ნათელი სანთელი და მარადიული ხსენება არ მოგკლებოდეს ბადრი ჩვენგან ნაადრევად წასულო ტკბილო ადამიანო.ნათელი სანთელი და მარადიული ხსენება არ მოგკლებოდეს ბადრი ჩვენგან ნაადრევად წასულო ტკბილო ადამიანო.ნათელი სანთელი და მარადიული ხსენება არ მოგკლებოდეს ბადრი ჩვენგან ნაადრევად წასულო ტკბილო ადამიანო.ნათელი სანთელი და მარადიული ხსენება არ მოგკლებოდეს ბადრი ჩვენგან ნაადრევად წასულო ტკბილო ადამიანო.ნათელი სანთელი და მარადიული ხსენება არ მოგკლებოდეს ბადრი ჩვენგან ნაადრევად წასულო ტკბილო ადამიანო.ნათელი სანთელი და მარადიული ხსენება არ მოგკლებოდეს ბადრი ჩვენგან ნაადრევად წასულო ტკბილო ადამიანო.ნათელი სანთელი და მარადიული ხსენება არ მოგკლებოდეს ბადრი ჩვენგან ნაადრევად წასულო ტკბილო ადამიანო.facebook.com/100005073549255/posts/1332485560263883/facebook.com/100005073549255/posts/1332485560263883/

  • @magnumopus7502
    @magnumopus75025 жыл бұрын

    დიდი მადლობა! შენი ჩანაწერები ერთ-ერთია, რაც ცხოვრებას მიხალისებს, არისტოტელეს სიტყვებით: "წმინდა მოცალეობაში" მამყოფებს. არ შეწყვიტო ეს საქმე, დიდი საქმეა!

  • @PoemcastsByShalva

    @PoemcastsByShalva

    5 жыл бұрын

    ძალიან დიდი მადლობა!

Келесі