ერთი დღე ისტორიულ საფეხბურთო შეხვედრამდე

ერთი დღე ისტორიულ მატჩამდე - 18 ივნისი, 20:00 საათი, დრო, რომელსაც, ახლა მთელი საქართველო განსაკუთრებული ინტერესით ელოდება. ხვალ დორტმუნდში საქართველოს ნაკრები „ევრო 2024“-ის ფარგლებში თურქეთს დაუპირისპირდება. ნაკრების ფეხბურთელებმა მატჩისწინა ვარჯიში უკვე ჩაატარეს, შემდეგ კი მედიისთვის პრესკონფერენცია გაიმართა.
დორტმუნდში იმყოფებიან ქართველი გულშემატკივრები, რომლებიც ნაკრებს ხვალ „სიგნალ იდუნა პარკის“ ტრიბუნებიდან გაამხნევებენ, მანამდე კი, 14:00 საათზე „ვესტპარკში“ შეიკრიბებიან და სტადიონისკენ მსვლელობას მოაწყობენ.
დორტმუნდში მუშაობს „მოამბის“ გადამღები ჯგუფი - ლევან ღუდუშაურს ვრთავთ პირდაპირ ეთერში, სულ უფრო ცოტა დრო რჩება საქართველოს ნაკრების პირველ მატჩამდე - როგორი განწყობაა გუნდში და რა მოლოდინი აქვთ გულშემატკივრებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

Пікірлер

    Келесі