ელიზბარის დაბრუნება გურიაში

32 წლის ელიზბარ ოქროპირიძე რუსეთიდან საქართველოში 2022 წლის გაზაფხულზე დაბრუნდა, უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთ თვეში.
ერთი წლით ადრე ელიზბარმა მიწა იყიდა გურიაში, სადაც მისი წინაპრები დიდი ხნის წინ გადასახლდნენ ქართლიდან, დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებული სოფელ დისევიდან. გურიაში დაბრუნების იდეა ელიზბარს ჯერ კიდევ კოვიდის პანდემიის დროს გაუჩნდა, თუმცა ომმა მისი წამოსვლა დააჩქარა.
ამ დროს მას უკვე შექმნილი ჰქონდა სამხატვრო ონლაინგალერეა - KARTLI'S ART GALLERY, სადაც ქართველი მხატვრების ნამუშევრები გამოიფინება ხოლმე და იყიდება. ახლა ელიზბარი სოფელ ბოხვაურში სახლს აშენებს, რომელიც მხატვრების თავშეყრის ადგილად უნდა აქციოს.
ქართველ მხატვრებზე წერა და მათი ნახატების პოპულარიზაცია მან მას შემდეგ დაიწყო, რაც დარწმუნდა, რომ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ და ზოგადად, ქართველების მიმართ რუსეთში არსებული განწყობების საწინააღმდეგოდ სოციალურ ქსელებში კამათს და კრიტიკული ბლოგების წერას შედეგი არ მოჰქონდა.
2006 წელს, როცა რუსეთიდან ქართველების მასობრივი დეპორტაცია მოხდა, ელიზბარი მხოლოდ16 წლისა იყო - პირველი პროტესტი მაშინ გაუჩნდა. მერე იყო 2008 წლის ომი. ამბობს, რომ უნივერსიტეტიდანაც მას შემდეგ გარიცხეს, რაც იქ სტუდენტებთან შეხვედრაზე მისულ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელ მარია ზახაროვას აგვისტოს ომზე კრიტიკული შეკითხვები დაუსვა.
როცა უკრაინაში ომი დაიწყო, მიხვდა, რომ იმ სიჩუმის ნაწილი უნდა გამხდარიყო, რა სიჩუმეშიც თითქმის მთელი რუსეთი ჩაიძირა - ხმამაღლა პროტესტს უპირობო პატიმრობა მოსდევდა. ელიზბარი საქართველოში დაბრუნდა - მისი ბრძოლა, როგორც თავად ამბობს, რა ხერხებითაც მას ეს შეუძლია, ახლა აქ გრძელდება.

Пікірлер: 43

  • @marimari5679
    @marimari5679 Жыл бұрын

    ძირს დამპალი რუსეთი!!!! გაუმარჯოს საქართველოს!!!🇬🇪🇬🇪🇬🇪✌️✌️✌️

  • @rusudani3503
    @rusudani3503 Жыл бұрын

    მადლობა ,,რადიო თავისუფლებას''. მაგარი გულიანი ქართველი კაცური კაცი გაგვაცანით.

  • @marimari5679
    @marimari5679 Жыл бұрын

    წარმატებები და სიძლიერე მოგცეს ღმერთმა!!!

  • @iraklichikovani5745
    @iraklichikovani5745 Жыл бұрын

    წარმატება! გაძლება და ბევრი კეთილმოსურნე!

  • @Natia.A
    @Natia.A Жыл бұрын

    წარმატებები ელიზბარს🙏 ყოჩაღ ამ ადამიანს, დღეს ცოტა ქართველი დარჩა რომელიც ასე ფიქრობს, ძალიან დაგვავალებთ თუ ამ კეთილ კაცზე კიდევ ბევრს მოგვიყვებით, მადლობა და გაიხარეთ

  • @marimari5679
    @marimari5679 Жыл бұрын

    შემოგევლე მაგ სულში❤️🥰🥰✌️✌️✊️✊️🤘🤘🤘

  • @paata110
    @paata110 Жыл бұрын

    ოქრო ადამიანი ხარ, ღმერთმა ხელი მოგიმართოს 👍👍👍👍

  • @salomekhinikadze2968
    @salomekhinikadze2968 Жыл бұрын

    წარმატებები!

  • @georgewinchester2103
    @georgewinchester2103 Жыл бұрын

    ვაა გურამ ხეცურიანის ნახატი

  • @marinemelikidze2151
    @marinemelikidze2151 Жыл бұрын

    მისბაძი ახალგაზრდა

  • @gagaimnaishvili7298
    @gagaimnaishvili7298 Жыл бұрын

    მე მჯერა შენი. საქართველოში კიდევ უფრო გაგიჭირდება რადგან მართალი კაცი ხარ. სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ყავდესო.

  • @TorgvaQ
    @TorgvaQ Жыл бұрын

    სამაგალითო ადამიანი! ✌️

  • @giorgitiginashvili1655
    @giorgitiginashvili1655 Жыл бұрын

    👍

  • @amiransamnidze8432
    @amiransamnidze8432 Жыл бұрын

    ძალიან წრფელი და მართლაც რომ ადამიანური ადამიანობით ადამიანობს.დიდი სიამოვნებით ვიმეგობრებდი მასეთ ადამიანთან

  • @irakliminadze
    @irakliminadze Жыл бұрын

    წარმატებები! ჩემი თავს მაგონებს 2008ში, მეც მოკოვში მომიწია მაგ დროს ცხოვრება და მსგავსი აზრივნების გზა გავიარე. 1 წელია რაც დავბრუნდი საქართველოში

  • @sopogavasheli6996
    @sopogavasheli6996 Жыл бұрын

    აუუ შენ გენაცავლე

  • @anrikutchava
    @anrikutchava Жыл бұрын

    წარმატებები ქართველო.

  • @paata110
    @paata110 Жыл бұрын

    მაგ ხალხზე მეტი არ გინდა ვინც მანდ ჩანს ვიდეოში და მეზობლები მაგათგან ისწავლი ბევრ რამეს და გამოსადეგს

  • @kween8226
    @kween8226 Жыл бұрын

    რა კარგი სიუჟეტია! მადლობა!..

  • @tatotsoma1582
    @tatotsoma1582 Жыл бұрын

    2:20 დაგლიჯა 🤣🤣🤣 გურული იუმორი 👍👍👍

  • @gelatugushi5521
    @gelatugushi5521 Жыл бұрын

    ა კაცი

  • @aleksandrnatsilashvili4206
    @aleksandrnatsilashvili4206 Жыл бұрын

    ძალიან მაგარიხარ

  • @datvitkartveli1920
    @datvitkartveli1920 Жыл бұрын

    კაი კაცი, წარმატებები✊👍

  • @giganogaideli1616
    @giganogaideli1616 Жыл бұрын

    ელიზბარ შენი სწორ გზაზე დგახარ და შენი ჩანაფიქრი ძალიან მაგარია!

  • @niakvashilava3863
    @niakvashilava3863 Жыл бұрын

    ❤❤❤❤❤❤❤❤❤

  • @temurimumladze9491
    @temurimumladze9491 Жыл бұрын

    👍👍👍👍👍👍👍🇬🇪🇬🇪🇬🇪

  • @user-jb8lt4zq8w
    @user-jb8lt4zq8w Жыл бұрын

    ღმერთმა ხელი მოგიმართოს კარგო ადამიანო

  • @queenofesc7342
    @queenofesc7342 Жыл бұрын

    წარმატებებს ჰისურვებთ!

  • @gogakatsadze6386
    @gogakatsadze6386 Жыл бұрын

    🙌🙌

  • @user-vf2fn3os1q
    @user-vf2fn3os1q Жыл бұрын

    ❤🙏❤️🙏❤️🙏❤️🙏❤️

  • @zviadabesadze5709
    @zviadabesadze5709 Жыл бұрын

  • @nataliakikacheishvili1147
    @nataliakikacheishvili1147 Жыл бұрын

    🥰🥰🥰

  • @merabdolidze2827
    @merabdolidze2827 Жыл бұрын

    სოფელ ბოხვაურში არის კადრები აღებული და ვისთან იყო ხომ არ იცით, ან სად ცხოვრობს თვითონ ?

  • @alekokaxadze267
    @alekokaxadze267 Жыл бұрын

    სად ვიპოვო ელიზბარის ნამუშევრები შეგიძლიათ მითხრათ ? 🙏

  • @salomearbaut7750

    @salomearbaut7750

    Жыл бұрын

    მეც მაინტერესებს

  • @Pyriti444
    @Pyriti444 Жыл бұрын

    მოგვიყევით ხოლმე ამ საოცარ ადამიანზე ❤❤❤

  • @denisantonov3234
    @denisantonov3234 Жыл бұрын

    Ай, Элисбар, красавчик, дорогой!

  • @amiransamnidze8432
    @amiransamnidze8432 Жыл бұрын

    გემი თუ გამეიარს გავატარო უნდა,ისე ჩემია:))) ჩაგეტვალა ძმაო რაა,კაი იყო₾)))

  • @ereklekakhidze9641
    @ereklekakhidze9641 Жыл бұрын

    საღოლ შენნაირი ხალხით გადავრჩებით

  • @lashajincharadze2423
    @lashajincharadze2423 Жыл бұрын

    Sul male naxav mashas niumbergis procezze

  • @ConfessasChills
    @ConfessasChills Жыл бұрын

    kai kaci xar , rusetis dedas sheveci da magati propagandis

  • @tatiagrigolashvili3243
    @tatiagrigolashvili3243 Жыл бұрын

    წარმატებები!

Келесі