ეკა კახიანი & ბასტიბუბუ სტუდია - მერი პოპინსი (Gattino)

სიმღერის ტექსტი
ზრაპრული სამყარო ცისფერი ცა, და ია იებით მორთული გზა
ღრუბლები ფუმფულა ხალიჩას ჰგავს, და ჩემი ქოლგა კი მიჰყვება ქარს
ბავშვების გულისთქმას თუ გაიგებ, ამოვა მზე წვიმა გადაიღებს (2 X)
ბავშვობა უეცრად მიხურავს კარს, ვეღარ დაბრუნდები ვერ ნახავ გზას
და თუკი ცხოვრება კვლავ გაძლევს შანსს, ეს ბედის ვარსკვლავი გვიღიმის ჩანს
ბავშვების გულისთქმას თუ გაიგებ, ამოვა მზე წვიმა გადაიღებს (2 X)
მე გასწავლით პატარებო სასაცილო სიტყვას
და ეს სიტყვა ჯადოსნური მაშინ უნდა ითქვას
თუ გინდა რომ გამოგესხას ოცნებების ფრთები
სიტყვას იტყვი და მაშინვე ცაში აფრინდები
სუპერ კალი ფრაჟილისტი ექსპი ალი დოჟეს (4 X)
თუ ეს სიტყვა მოგეჩვენა სასაცილო სიტყვად
იცოდე რომ აქ ეს სიტყვა დღეს პირველად ითქვა
ეს სიტყვაა გრძელზე გრძელი სხვა ვერ შეედრება
თუ მას ერთხელ მაინც იტყვი არ დაგავიწყდება
სუპერ კალი ფრაჟილისტი ექსპი ალი დოჟეს (10 X)
© ეკა კახიანი & ბასტი-ბუბუ სტუდია

Пікірлер