ე.წ ციანიდის საქმე - პროკურატურის მიერ გასაჯაროებული ვიდეომასალის დეტალები და შეფასებები

ე.წ. ციანიდის სკანდალურ საქმეზე მტკიცებულებები, დღეს, პირველად გასაჯაროვდა.
ფარული აუდიო და ვიდეოჩანაწერი, სადაც ბრალდებული დეკანოზი ჟურნალისტ ირაკლი მამალაძესთან იერარქიულ წინსვლაზე საუბრობს, რამდენიმე სასულიერო პირსა და პატრიარქის მდივან-რეფერენტსაც ახსენებს.
პროკურატურა აცხადებს, რომ დეკანოზი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაშია ბრალდებული, თუმცა საქმის მთავარი მოწმე, ირაკლი მამალაძე ამბობს, რომ ბრალდებული მაღალი სასულიერო იერარქიის პირის მოწამვლას ცდილობდა.
საგამოძიებო უწყებას ამ დრომდე არ აქვს პასუხი თუ ვისგან შეიძინა დეკანოზმა ციანიდი, რომელიც პროკურატურის მტკიცებით, მის ბარგში აღმოჩნდა.
გასაჯაროებული მტკიცებულებების შესახებ ნათია ქენქაძე ისაუბრებს.

Пікірлер

    Келесі