დღე1. უპირობო სიყვარული საკუთარი თავის მიმართ. სიყვარულის პატიების და მადლიერების 21დღიანი მარათონი

💚სიყვარულის, პატიებისა და მადლიერების 21 დღე და 💚ყოველკვირეული სიყვარულის პრაქტიკა ფეისბუქ ლაივით სინათლის ქალაქში "ჰარმონია" / harmonia777
💜💖🙏💚მზიურო ანთებულო გულო, სულო, მოგესალმები დილის სიწმინდის მაღალვიბრაციულ ტალღებში. ამოდის მზე ზეცაში და ამოდის სულის მზე გულში, და ანთებს ათბობს ალღობს ყველაფერს დაგროვილს, ძველს, ნარჩენს; წვავს ღვთიური ცნობიერების ცეცხლში და გადააქცევს წმინდა სრულყოფილ სინათლედ, განფენილად მთელ კოსმოსში.
ეს პროცესი მარადიულია - მუდმივი განახლებისა და ყოველწამიერი გადაბადების პროცესი შენში. შენში მუდამ მოედინება კოსმიური ახალდაბადების ნაკადი, და თუკი გაუხსნი გულს და გონებას, ილივლივებ მუდმივად სიცოცხლის ულამაზეს ტალღებში.
ეს ბუნებრივი ნაკადი დაო თავად მიგაქროლებს მთელი სამყაროს ენერგიებთან შეთანხმებულად, ავსებს შენს აზრებსა და გრძნობებს სიწმინდით, სიძლიერით, შემოქმედებით, აღტაცებით, ახალდაბადებული იმწამიერი აზრებითა და განცდებით, და თავად გხდის ნაკადად, სიცოცხლის უწყვეტ ნაკადად - თუკი გაუხსნი გულსა და გონებას.
და ასე იწყებ მარადიულ დინებას მთელ სამყაროში, სიხარულისა და ბედნიერების, ცოდნისა და სიყვარულის დინება ხდები, რაც იყავი ყოველთვის, მაგრამ ვერ გრძნობდი დახურული გულის გამო, ბევრი წყენისა და ტკივილის, იმედგაცრუების გამო.
საყვარელო ადამიანო, საყვარელო სულო, ეს შენი ყოველდღიური "სამუშაოა", "დავალება" ღმერთისგან და სამყაროსგან, რომ მუდმივად ეცადო გულისა და გონების გახსნას, რათა შეიგრძნო ის წმინდა ნაკადი, მადლით და ულევი წყალობით რომ მოედინება შენში, შენით და სურს შენგან, შენი გულიდან გავრცელდეს და გადადინდეს სხვა გულებში, მთელ დედამიწაზე და მთელ სამყაროში. შენ ხარ ეს ნაკადი, ეს სიცოცხლე, ეს სიწმინდე, ეს სილამაზე, ეს მარადიულობა, ეს სიყვარულის მზე, ეს სიხარულის ჰაერი, ეს ბედნიერების მიწა და წყალი, შენ ხარ ეს უამრავი ადამიანი, გარს რომ გვახვევია და სხვებად აღვიქვამთ. შენ ხარ ეს ყველა და ყველაფერი - თუკი გაუხსნი გულსა და გონებას...
გელით ყოველ კვირას 12 საათზე უპირობო სიყვარულისა და პატიების ერთობლივ პრაქტიკაზე, ფეისბუქ ლაივში სინათლის ქალაქში. გახსენი გული და გონება, და იყავი ის, რაც ხარ სინამდვილეში - ღვთიური უპირობო სიყვარულის წმინდა სულის ნაკადი.
ხოლო ხვალიდან, 17 სექტემბრიდან, 21 დღის მანძილზე, ყოველ დილას 08.08 სთ-ზე, ასევე ფეისბუქ ლაივში სინათლის ქალაქში, ველით შენს წმინდა გულს უპირობო სიყვარულის, პატიებისა და მადლიერების ყოვლისგანმკურნავი ენერგიების გასავითარებლად და გასავრცელებლად ყველა ადამიანისათვის, მთელი დედამიწისათვის. ასე განკურნავ შენს სხეულს, გულსა და გონებას, ახალი ადამიანის დასაბადებლად შენში, ახალი, გასხივოსნებული, ღვთიური ცნობიერების ნაკადის გამოსავლენად მთელ შენს ცხოვრებაში.
სიყვარულის, პატიებისა და მადლიერების პრაქტიკები არის უმაღლესი სულიერ-ენერგო პრაქტიკები, რომლითაც შენ ასრულებ შენი სულის მისიას დედამიწაზე, რომლითაც ასრულებ სინათლის მსახურებას ადამიანების წინაშე, ამაღლებ შენს სულს და სძენ მას ღვთიურ საწყის სინათლეს.
გულით მოიწვიე მეგობრები ამ მარათონზე, სინათლის ქალაქში ფეისბუქ ლაივებზე, ყოველ დილით მცირეხნიან განმკურნავ მედიტაციებზე:
1-2-3 დღე - უპირობო სიყვარული საკუთარი თავის მიმართ; 4-5 დღე - უპირობო სიყვარული ახლობლების მიმართ; 6-7 დღე - უპირობო სიყვარული ყველა ადამიანის მიმართ; 8-9-10 დღე - უპირობო პატიება საკუთარი თავის მიმართ; 11-12 დღე - პატიება ახლობლების, მეგობრების, ოჯახის წევრების; 13-14 დღე - უპირობო პატიების ენერგიის გავრცელება მთელ ქვეყანაში და დედამიწაზე; 15-16-17 დღე - უპირობო მადლიერება საკუთარი თავის მიმართ; 18-19 დღე - მადლიერება ახლობელი სულების მიმართ; 20-21 დღე - უპირობო მადლიერება მთელი სამყაროს მიმართ, ყველა ადამიანის მიმართ.
გახსენი გული და გონება! აღმოაცენე შენში და გაავრცელე დედამიწაზე სიყვარული პატიება და მადლიერება! ეს შენი სულის უპირველესი მისიაა, რისთვისაც დაიბადე და განსხეულდი! შენ გიერთდებიან უამრავი გულები, და ჩემი გული უპირველესად! გიცნობ, ისე ახლოს, ვერც კი წარმოგიდგენია, და ამიტომაც შეიგრძნობ ჩემი გულის სიმების მელოდიას. რადგანაც მე ყოველ დილას შენ გიმღერი, სიყვარულით და ზრუნვით გიმღერი, გისურვებ ჰარმონიას ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჩემი გული დაგყვება თან ყველა განსაცდელში და ყველა სიხარულში, რადგანაც ერთი ვართ, ერთი გული, ერთი სული, ერთი სამყაროს ერთი ღვთიური სხეულის განუყოფელი ღვთიური ცნობიერების უჯრედები, ნაკადები, შეერთებული ერთ მთლიან მარადიულ სიცოცხლის ნაკადად.
თუკი გაუხსნი გულსა და გონებას... შენ აღმოაჩენ, რომ შენ სიყვარული ხარ! 💜💖🙏💚
/ harmonia777

Пікірлер: 17

  • @Izabordzikuli
    @Izabordzikuli3 ай бұрын

    მადლობა სამყაროს და მადლობა თქვენ ასეთი სიყვარულის მოცემისათვის.❤❤❤❤❤❤

  • @MadinaTskhovrebashvili-zt8mm
    @MadinaTskhovrebashvili-zt8mm2 ай бұрын

    მადლობა❤მიყვარხართ❤❤❤

  • @likalika7521
    @likalika75217 ай бұрын

    მე თქვენ მიყვარხართ ქალბატონო მზეონა❤❤

  • @user-ke3zg3cw4u
    @user-ke3zg3cw4u4 ай бұрын

    ❤❤❤❤❤❤❤❤

  • @irinaxomasuridze5763
    @irinaxomasuridze57637 ай бұрын

    ❤❤❤❤❤

  • @taresh777
    @taresh7778 ай бұрын

  • @marinini10
    @marinini1010 ай бұрын

    ❤❤გამეხარდა თქვენი ხილვა ქალბატონო მზეონა.მადლიერი ვარ თქვენი ,უამრავი პაქტიკული სამუშაოებისთვის .მე თქვენგან უამრავი რამ ვისწავლე და გავაცნობიერე❤💚☀️☀️☀️

  • @likalika7521
    @likalika75217 ай бұрын

    უფალმა დაგლოცოთ ასეთი კეთილი საქმის კეთებისთვის❤❤❤

  • @teakbilashvili
    @teakbilashvili10 ай бұрын

    🙏♥️🔥

  • @natalianebieridze8562
    @natalianebieridze856210 ай бұрын

    🙏💗☀️

  • @gudanajangulashvili5713
    @gudanajangulashvili571310 ай бұрын

    ❤❤

  • @maiaforchxidze950
    @maiaforchxidze95010 ай бұрын

    ❤❤❤❤❤❤❤

  • @mariaqeshelashvili2810
    @mariaqeshelashvili281010 ай бұрын

    მე თქვენ მიყვარხართ ქალბატონი მზეონა🌹🌹🌹🌹♥️🙏

  • @irmaleshkashelileshkasheli4154
    @irmaleshkashelileshkasheli415410 ай бұрын

    თვითონ სიყვარული🙏❤❤

  • @lelalela7332
    @lelalela733210 ай бұрын

    💜💜💜💜💜

  • @natuka963
    @natuka96310 ай бұрын

    ❤❤❤❤❤

  • @nonasokhadze4072
    @nonasokhadze407210 ай бұрын

    ❤❤

Келесі