დაკარგული ტექნოლოგიების კვალდაკვალ - ოქროდ ქცეული სიბრძნე

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ ფილმს „დაკარგული ტექნოლოგიების კვალდაკვალ - ოქროდ ქცეული სიბრძნე".
ფილმი მოგვითხრობს ეროვნულ მუზეუმში დაცული თრიალეთის ოქროს თასის ექსპერიმენტული კვლევისა და უძველესი ტექნოლოგიების რეკონსტრუქციის შესახებ, რომელთა საფუძველზე ერმილე მაღრაძემ დაამზადა ბრინჯაოს ხანის პოლიქრომიული ოქრომჭედლობის ამ უნიკალური ნიმუშის ზუსტი ასლი.
ფილმი მომზადდა კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლისადმი მიძღვნილი გამოფენის „ოქროდ ქცეული სიბრძნე" ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა და საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

Пікірлер

    Келесі