ჩეხოვი: მოთხრობები | ლევან ბერძენიშვილი

რადიო თავისუფლების პოდკასტი „წიგნები“ რუბრიკით „ნორვეგიული წიგნის კლუბი“ წარმოგიდგენთ ანტონ ჩეხოვის მოთხრობებს. მართალია, მსოფლიო ლიტერატურაში რომანისტები მეფობენ, მაგრამ მოთხრობების ისეთი დიდოსტატები, როგორებიც ჩეხოვი, აკუტაგავა და ბორხესი არიან, შეგვახსენებენ, რომ მცირე ჟანრსაც თავისი იმპერატორები ჰყავს. ჩეხოვი დასავლეთში ძალიან უყვართ პიესების გამო, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩეხოვი-ბელეტრისტი ჩეხოვ-დრამატურგს მნიშვნელოვნად აღემატება. ამ მწერალს შეუძლია რამდენიმე გვერდში დახატოს სიყვარულის სურათი, რომელშიც მეტრფე და სატრფო ერთმანეთს ვერ უტყდებიან და მხოლოდ სამარადისო განშორების მომენტში აღმოხდებათ აღსარება; მას შეუძლია, ექვსიოდე ათეულ გვერდში დიდი თანამემამულის „იდიოტის“ მთავარი იდეა არანაკლები სიმძაფრით გაიმეოროს: თუკი ადამიანების მიმართ „ზედმეტ“ სითბოს გამოამჟღავნებ, აუცილებლად შეშლილად გამოგაცხადებენ; არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყველაფერს რაღაც შალითაში, გარსში, ფუტლარში ათავსებენ: ქოლგას, დანას, იმედებს, ფიქრებს…

Пікірлер: 29

  • @katemargiani391
    @katemargiani391 Жыл бұрын

    მე ყველაზე ხშირად ჩეხოვს ვკითხულობდი სტუდენტობისას, დიდი მადლობა ბატონო ლევან საინტერესო იყო

  • @sophiogogokhia6005
    @sophiogogokhia60052 ай бұрын

    ბატონო ლევან❤❤❤

  • @gvantsatsintsadze4251
    @gvantsatsintsadze4251 Жыл бұрын

    მიყვარხართ ბატონო ლევან....დაუსწრებლად მიყვარხართ

  • @tamarakldiashvili7184
    @tamarakldiashvili7184 Жыл бұрын

    მხოლოდ ქუთაისელმა იცის რას ნიშნავს " ამოვარდა ეს ისევ " . სიტყვა "ქარი" უფრო მსუბუქია ...❤

  • @magnumopus7502
    @magnumopus7502 Жыл бұрын

    როცა მოსკოვში ჩამოუსვენებიათ ჩეხოვის ნეშტი მწვანე ფერის ვაგონით,რომელსაც დიდი ასოებით ეწერა -"ხამანწკებისთვის", იქ, საყვარელი მწერლის შესახვედრად შეკრებილი პატარა ჯგუფის ერთი ნაწილი, შეცდომით, მანჯურიიდან ჩამოსვენებულ გენერლის კუბოს გაჰყოლია, ძალიან უკვირდათ თურმე - ჩეხოვს სამხედრო პატივით რატომ კრძალავენო?.. როცა შეცდომა გამოაშკარავებულა, ღიმილი ვერ შეუკავებია ბევრ მათგანს, ზოგიერთი ხმამაღლაც კი ახითხითებულა... გორკი ძლიერი სევდით იგონებს ამ ამბავს. საოცარია, დაუჯერებელია, მაგრამ ნამდვილი ჩეხოვის მოთხრობაა, ოღონდ, ჩეხოვის ნაცვლად თავად ცხოვრების მიერ დაწერილი. ეს ადამიანი მთელი სიცოცხლე დასცინოდა ცხოვრებას, ახლა, თითქოს სამაგიერო გადაუხადა ცხოვრებამ და სიკვდილის შემდეგ, სწორედ "ჩეხოვურ სტილში" დასცინა.

  • @ketevannutsubidze6156
    @ketevannutsubidze6156 Жыл бұрын

    მადლობა ბატონო ლევან

  • @tamarakldiashvili7184
    @tamarakldiashvili7184 Жыл бұрын

    კლდიაშვილის სიტყვათა კორიანტელი ❤ 😊

  • @manananadirashvili5302
    @manananadirashvili530210 ай бұрын

    მიყვარს თქვენი მოსმენა❤

  • @lolaemvoliadu1227
    @lolaemvoliadu12272 ай бұрын

    ძალიან მიყვარს ჩეხოვი, მე ვთარგმნე ქართულად რამოდენიმე მოთხრობა სიამოვნებით წაგაკითხავსით ….❤️

  • @lolaemvoliadu1227

    @lolaemvoliadu1227

    2 ай бұрын

    სულ სევდიანი ვხდები , ყველაზე ადამიანური ადამიანია ბატიონი ანტონი ჩეხოვი

  • @ketevanberdzenishvili2515
    @ketevanberdzenishvili2515 Жыл бұрын

    ❤❤❤❤❤❤❤

  • @mtvarisapirtskhalaishvili5528
    @mtvarisapirtskhalaishvili55283 ай бұрын

    ქარებს უყვართ ქუთაისი, როგორც თავქარიანებს 😂😂

  • @nanoiobidze19
    @nanoiobidze19 Жыл бұрын

    ♥️♥️♥️

  • @dariapertsuliani1812
    @dariapertsuliani1812 Жыл бұрын

    ❤️

  • @DAVIDLION76
    @DAVIDLION76 Жыл бұрын

    👍

  • @jimsho1719
    @jimsho1719 Жыл бұрын

    ❤️❤️❤️

  • @BUBAATUNTIA
    @BUBAATUNTIA Жыл бұрын

    მთვარის მოტაცებაც განიხილე

  • @maiadarsania8718

    @maiadarsania8718

    9 ай бұрын

    არ უყვარს გამსახირდია

  • @ima-rik

    @ima-rik

    3 күн бұрын

    ​@@maiadarsania8718ეგ საიდან მოიტანეთ. ლიტერატურას განიხილავს ზოგადად უყვარს არ უყვარს რას ნიშნავს. ნებისმიერ ადამიანს არ უყვარს ზოგი მეერალი და აღნიშნავს ჯიდეც მაგრამ მისი ზოგადი მნიშვნელობა რა შუაშია მაგასთან. რაღაც არამგონია ეგ სიმართლეს შეესაბამებოდეს.

  • @ima-rik
    @ima-rik3 күн бұрын

    ჩეხოვი არ მაქვს წაკითხული და დიდი მინუსი მე😁😁 არსად მომხვედრია ხელში და თვალში😁😁😁😁

  • @zorozorge7210
    @zorozorge7210 Жыл бұрын

    ჩემთვის ჩეხოვი ყველაზე გამორჩეული რუსი მწერალია, მეც გამიმართლა, როდესაც სკოლის მოსწავლე ვიყავი, სახლში, წიგნების კარადაში აღმოვაჩინე მისი მრავალტომეული, სადაც მისი ყველა ნაწარმოები იყო.დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მისმა მოთხრობებმა, აღწერის და გადმოცემის გენიოსია, როცა მას კითხულობ მოქმედების სურათი თვალწინ გიდგას, როგორც მხატვრულ ფილმში და სურნელსაც კი აღიქვა სხვა მრავალ შეგრძნებებთან ერთად.

  • @InaSaralidze-pg3fz
    @InaSaralidze-pg3fz10 ай бұрын

    ადვილად საკითხავი ჩეხოვი

  • @tbilisitlili9023
    @tbilisitlili9023 Жыл бұрын

    Შენ რომ ყველას მიმართ სიძულვილს ამჟღავნებ

  • @Lasha.Ch.

    @Lasha.Ch.

    Жыл бұрын

    ჰაჰ, აქაც გამოხტნენ, ვერსად დაემალები ამ ტროლებს რა…

  • @giorgijapiashvili7442

    @giorgijapiashvili7442

    Жыл бұрын

    ნეხვში დაბადებული მატლები ხართ, ლეშის მჭამელები, მამით ლოთი და დედით ბოზი საცოდაობა არარაობები

  • @user-dv5dj4gz4z

    @user-dv5dj4gz4z

    Жыл бұрын

    სად ნახეთ სიძულვილი? როგორი სიყვარულით ილაპარაკა.წიგნი წაკითხული რომ არ გქონდეს კითხვას მოგანდომებს მისი ლექციები ❤️

  • @azzazzello1178

    @azzazzello1178

    Жыл бұрын

    @@user-dv5dj4gz4z წულუკიანზე გაუტყდა :დ

  • @marinemaina

    @marinemaina

    Жыл бұрын

    😢აქ არსად ჩანს სიძულვილი, ცხოვრებაში ზოგადად ბევრი დამსახურებული გმირის მიმართ დაუმსახურებლად სიძულვილი გამოაჩინა, სამწუხაროდ.😢

Келесі