ბუ - ტერენტი გრანელი / bu - terenti graneli

ხმის რეჟისორი - ქორი ლადო
ხარი სტუდიო
Mixed by GALAXY
დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის - ბატონ თამაზ ბექაიას
ლექსების ავტორი - ტერენტი გრანელი
ტექსტი
მოდის მთვარე და მაღლა იწევს,
დღეს შაბათია, ხვალ დღეა უქმი.
თეთრი ღამეა, ფანჯრიდან ისევ
საწერ მაგიდას ეცემა შუქი.
ხვალ გათენდება დღე უცნაური
და შორს ღრუბლებით ცა დაისერა.
მესმის ქუჩიდან ფეხის ხმაური,
მესმის ქუჩიდან ნელი სიმღერა.
მოვა დღე, როცა მე არ ვიქნები,
ძვირფასო, ეს დროც გაივლის ალბათ.
ჩემს წინ აწყვია ძველი წიგნები,
ჩემს წინ სკამია და კიდევ ლამპა.
ამოდის მთვარე და მაღლა იწევს,
დღეს შაბათია, ხვალ დღეა უქმი.
თეთრი ღამეა, ფანჯრიდან ისევ
საწერ მაგიდას ეცემა შუქი.
აქ ყვავილებიც მოიპოვება,
ეს გრძნობა ცაზე უმაღლესია.
ჩემი ცხოვრება არის პოემა,
ჩემი ცხოვრება მხოლოდ ლექსია
მარტი, ყვავილი, ცრემლი,
გაწყდა ნერვების ძაფი.
ასე ღამდება, გემი
მიუახლოვდა ნაპირს.
ზღვა სარკესავით ელავს,
სადა ხარ, მე შენ გელი.
ასე ღამდება, ნელა
ზღვიდან იძახის გემი.
ნისლივით მიმაქვს ცისკენ
გლოვა, სხვისი და ჩემი.
ახლა ღამდება ისევ
და ნელა მიდის გემი.
ეს ღამე გაჩნდა როგორც წერტილი
ქრიან ოცნების თეთრი ნავები
მე წამოვედი გულდასეტყვილი
და ვიცი ახლა შენც გენანები.
ქარი-ქარია, მე ისევ მე ვარ
რა ვქნა ცხოვრების ქსელში გავები
ჩემი ტირილის ჩემი მოწმეა
ეს თეთრი მთვარე და ვარსკვლავები.
სული ჩქარია მრავალ სირბილით
და ვიცი ისევ რომ ავენთები
როგორც სიცოცხლე, როგორც სიკვდილი
როგორც სიშორე და პლანეტები.
სადღაც სდუმს მთები, სადღაც ნისლია,
ვერ გადურჩები სულის წვალებას
მე რომ გაფრენა არ შემიძლია
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.
სადღაც სდუმს დილა, სადღაც ძილია,
გზა გაიარეს სადღაც ქალებმა.
ჩემი სხეული რომ დაღლილია,
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.
და სადღაც ბაღთან ვიღაც იცდიდა,
და უცებ ზეცა ნახეს თვალებმა.
რომ ვერ შევძელი გასვლა მიწიდან -
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.
ძველი ფიქრები ისევ დგებიან,
ალბათ ასეა ნება განგების.
ცაზე ურიცხვი ვარსკვლავებია,
და ცა ინთება, როგორც კანდელი.
ჩემს სურვილს ციხის კედლები ფარავს,
ელავს თბილისი - შუქი გაბმული.
საკანში ბინდი შემოიპარა,
სადაც მე ვზივარ სულგანაბული.
მე სხვა ვარ, ხალხი სხვაგვარად მიცნობს
და ჩუმად ვიტან წამებას ამდენს.
სხვა ვინ მიხვდება, მხოლოდ მე ვიგრძნობ
ჩემს დაფიქრებას გაქვავებამდე.
ჩემი სული სიზმარია,
ბედზე დარდი მივატოვე.
და მე ასე მიხარია
სიჩუმე და სიმარტოვე.
დღესაც ბაღში ვიმალები,
როგორც თეთრი მდუმარებ
და მიზიდავს გრიგალივით
სიჩუმე და მწუხარება.
მაღლა თეთრი აივანია,
გლოვა ისევ აინთება.
ახლა ჩემი სავანეა
სიჩუმე და გარინდება.
ვედრება ჩემი,
ვედრება სხვისი,
ვედრება - ცრემლი,
ვედრება - ნისლი.
ვედრება ნელი,
ვედრება წყნარი,
ვედრება - ხელი,
ვედრება - ქარი.
ვედრება - ცრემლი,
ვედრება - ნისლი,
ვედრება ჩემი,
ვედრება სხვისი.

Пікірлер: 26

  • @LadyZartbitter
    @LadyZartbitter3 жыл бұрын

    ვააა, ტერენტი და ბუ🥰 აქ სიტყვები ზედმეტია! 🖤 გისმენ "გულდასეტყვილი" და ვეთიშები ამ სამყაროს...

  • @lukakavjaradze2900
    @lukakavjaradze2900 Жыл бұрын

    super bravo

  • @mishkatskhadadze6039
    @mishkatskhadadze60393 жыл бұрын

    უმაღლესი დონე ხარ ძმაო))) ცალკე სამყარო

  • @aravinaravin5301
    @aravinaravin5301 Жыл бұрын

    asea es leqsi dawerili

  • @CIGRA10
    @CIGRA103 жыл бұрын

    საღოლ ბუ🦉🙌🙌

  • @avtofsuturi3792
    @avtofsuturi37923 жыл бұрын

    წარმატებები ....ასე გააგრძელე

  • @aravinaravin5301
    @aravinaravin5301 Жыл бұрын

    sagoll

  • @tamoinashvili4252
    @tamoinashvili42523 жыл бұрын

    Dzanmagaria🥰🥰

  • @giorgimiminoshvili5857
    @giorgimiminoshvili58573 жыл бұрын

    ❤️❤️❤️💪 ნიჭი და ჭკუა აბაშის ოდაბადედან...ბუ.მიმინო.❤️💪

  • @zoiapirtaxia8583
    @zoiapirtaxia85833 жыл бұрын

    როგორ მიყვარან ორნივეე,ტერენტიც და ბუუუც

  • @sandrokupashvili6449
    @sandrokupashvili64493 жыл бұрын

    მაგარი კაცი!!!

  • @annatsignadze6894
    @annatsignadze68943 жыл бұрын

    სასწაული ხარ! 💫💙

  • @samaelpoisonousgod5913

    @samaelpoisonousgod5913

    3 жыл бұрын

    უძილობა ვისაც აწუხებს მივესაალმები🤣🤣

  • @annatsignadze6894

    @annatsignadze6894

    3 жыл бұрын

    🙈 მე საქართველოში არ ვცხოვრობ

  • @samaelpoisonousgod5913

    @samaelpoisonousgod5913

    3 жыл бұрын

    @@annatsignadze6894 oo mashin bodishi🤣🤣

  • @GioShako-xb2vx

    @GioShako-xb2vx

    8 ай бұрын

    ​@@annatsignadze6894zogadat martla samwuxarod masea saqartveloshi metad udziloba chirs xalxs.... )

  • @zikman631
    @zikman6313 жыл бұрын

    Bu bu bu ......

  • @sopotsurtsumia3194
    @sopotsurtsumia31943 жыл бұрын

    ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

  • @user-es4fk7rq5p
    @user-es4fk7rq5p3 жыл бұрын

    ❤❤

  • @arrex2445
    @arrex24453 жыл бұрын

    😴❤️

  • @datowela2780
    @datowela27802 жыл бұрын

    ჩემი სული სიზმარია ბედზე დარდი მივატოვე და მე ასე მიხარია სიჩუმე და სიმარტოვეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე ვერ ვძღები სულ მინდა ვუსმინო ძაან ძლიერია ძაან

  • @ikaikazhvania5999
    @ikaikazhvania59993 жыл бұрын

    CHAGETVALA MAGARIA DZAN JIMA

  • @user-vq9dm2mw1w
    @user-vq9dm2mw1w3 жыл бұрын

    Buchelo

  • @beqalacabidze4996

    @beqalacabidze4996

    3 жыл бұрын

    Magari xar sagor

  • @user-vq9dm2mw1w
    @user-vq9dm2mw1w3 жыл бұрын

    Hi

  • @xvichabeselia1168
    @xvichabeselia11682 ай бұрын

Келесі