ბოდლერის სილუეტი | ლევან ბერძენიშვილი

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „სილუეტი“ გთავაზობთ საუბარს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდეს პოეტზე, კრიტიკოსზე, ესეისტსა და მთარგმნელზე, დეკადანსისა და სიმბოლიზმის ესთეტიკის ფუძემდებელზე, რომელმაც მთელ შემდგომდროინდელ ევროპულ პოეზიაზე მოახდინა გავლენა, ფრანგული და მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსზე, გენიალურ შარლ პიერ ბოდლერსა და მის მთავარ შედევრზე, ლექსების კრებულზე „ბოროტების ყვავილები“, რომელიც 1857 წელს გამოქვეყნდა. შარლ ბოდლერი 1821 წელს დაიბადა პარიზში. მამამისი, ფრანსუა ბოდლერი, გლეხების ოჯახიდან იყო, თუმცა საფრანგეთის დიდი რევოლუციის შემდეგ, ნაპოლეონის ეპოქაში, სენატორი გახდა. შვილის დაბადების დროს მამა 62 წლისა იყო, ხოლო დედა - მხოლოდ ოცდაშვიდისა. მამას ბავში მუზეუმებსა და გალერეებში დაჰყავდა, ხშირად მიჰყავდა მეგობარ მხატვრებთან და საკუთარ სახელოსნოში. მომავალ პოეტს მამა ადრე გარდაეცვალა, დედა ვინმე პოლკოვნიკ (შემდგომში გენერალ) ოპიკს გაჰყვა ცოლად; მამინაცვალთან ნორმალური ურთიერთობა კი ბოდლერს ვერ ჩამოუყალიბდა. როგორ გაანიავა პოეტმა მამისეული მემკვიდრეობა, როგორ ჩამოართვა დედამ ქონების განკარგვის უფლება, რატომ უჩივლეს პოეტს „ბოროტების ყვავილების“ გამო სასამართლოში, რატომ დააჯარიმეს ავტორი, ვინ იყო ბალერინა ჟანა დიუვალი, რა დაავადებით იტანჯებოდა ბოდლერი, რა კავშირი ჰქონდა პოეტს ჰაშიშთან და კოკაინთან, როგორ გააცნო ფრანგმა პოეტმა მთელ მსოფლიოს დიდი ამერიკელი ედგარ ალან პო, ვინ არიან „დაწყევლილი პოეტები“ და რა კავშირში არიან ისინი ბოდლერთან, რა უნდოდა პოეტს ბარიკადებზე, რატომ არ არის აღნიშნული საფლავის ქვაზე მისი პოეტობა, - ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

Пікірлер: 11

  • @ninougrechelidze1950
    @ninougrechelidze19504 жыл бұрын

    არამგონია,ვინმე უფრო დიდ საქმეს აკეთებდეს,ვიდრე ბატონი ლევანი,ილაპარაკეთ ,ბატონო ლევან,:*:*:*:*

  • @tatiagocholeishvili713
    @tatiagocholeishvili7134 жыл бұрын

    მე თქვენ მიყვარხართ ბატონო ლევან. ამ გადაცემით იმდენი ადამიანისთვის მოგაქვთ სიხარული. იყავით დიდხანს და გაგვახარეთ ჩვენც.

  • @conorayaan5691

    @conorayaan5691

    2 жыл бұрын

    You probably dont care at all but does someone know a method to get back into an Instagram account? I was dumb forgot my password. I love any help you can give me!

  • @nanadabrundashvili916
    @nanadabrundashvili9168 ай бұрын

    👍

  • @teonapirtskhalava1682
    @teonapirtskhalava16822 жыл бұрын

    💖

  • @mariemountson1819
    @mariemountson18194 жыл бұрын

    ბოროტების ყვავილები იყვნენ ის მსუბუქი ყოფაქცევის ლამაზი ქალბატონები რომელთაც ის პარიზის ქუჩებში ნახულობდა

  • @Tusinosi
    @Tusinosi3 жыл бұрын

    შესანიშნავია

  • @foch155amxfoch3
    @foch155amxfoch32 жыл бұрын

    მორის ფოცხიშვილსაც ხომ აქვს მწყერზე ლექსი ანალოგიური, ...კოტემახარაძე ამბობდა

  • @tamaztamazi916
    @tamaztamazi9163 жыл бұрын

    “...axla ra tkma unda zlier gviania... gulshi mcuxarebam game gaatia... Mainc ar masvenebs mxare sinanuli.. Romeli saatia, romeli saatia???

  • @tamaztamazi916
    @tamaztamazi9163 жыл бұрын

    Zlieri poetia...

Келесі