ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა

ბათუმში ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა მიმდინარეობს.
სელიმ ხიმშიაშვილის 94/96-ში, რვა სართულიანი საცხოვრებელი უნდა აშენდეს, ასევე, დაიწყო 12 სართულიანი კორპუსის მშენებლობა მაიაკოვსკის ქუჩაზე. პროგრამის ფარგლებში 1000-მდე საცხოვრებელი ბინის მშენებლობა 10 მისამართზე მიმდინარეობს. სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, ავარიული სახლების ჩანაცვლების საჭიროების მქონე ყველა პირს, 3000 ოჯახს, ეტაპობრივად გადაეცემათ ახალი სახლები. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დასრულდა ოთხი მრავალბინიანი სახლის მშენებლობა. ასევე, დასრულდა ავარიული სახლების რეაბილიტაცია 11 მისამართზე და სამუშაოები მიმდინარეობს ოთხ მისამართზე. პროექტების მიმდინარეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ბათუმის მერი გაეცნენ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

Пікірлер

    Келесі