აშშ-ში დაკავებულ სპორტსმენს ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებულ სპორტსმენს ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა - ამის შესახებ „ფეისბუქში“ მის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ. სოციალურ ქსელში აღნიშნულია, რომ საქმე რამდენიმე კვირაში უნდა გადაიხედოს.
ავთანდილ ხურციძის ოჯახის წევრები კი აცხადებენ, რომ ამ დრომდე შეერთებული შტატებიდან მათ არავინ დაკავშირებია და არაფერი იციან ადვოკატის შესახებ.
„მოამბის“ ინფორმაციით, სპორტსმენმა სახაზინო ადვოკატის მომსახურებაზე უარი განაცხადა. ოჯახი დახმარებას საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს.
ქართველი სპორტსმენები ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი შეერთებულ შტატებში 33 პირთან ერთად, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის, თაღლითობის მომზადებისა და რეკეტში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.
ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები ტექნიკური პროცედურების დასრულებას ელოდებიან, რის შემდეგაც დაკავებულებთან შეხვედრას შეძლებენ.

Пікірлер: 4

  • @D.nataniel
    @D.nataniel Жыл бұрын

    გამოვიდა თუ ისევ იქაა

  • @nescafe1513
    @nescafe15135 жыл бұрын

    ქურდული რელიგია .

  • @kokinaki4512
    @kokinaki45127 жыл бұрын

    moutknaven kargis traks mag chlungebs , gaugebroba ara torola

  • @user-pi7rw2rv4e

    @user-pi7rw2rv4e

    4 жыл бұрын

    შენ დედას შევეცი პირში სულით და ხორცით ბოზი ხარ შენი გამჩენი მოვტყან

Келесі