ანი ნოზაძე (აღსარების ფურცლები)

(ჩემოდანივით ვალაგებ ზეცას..
წყალივით მიმაქვს ღრუბლიდან წვიმა..
ვალაგებ ვასრსკვლავს, მზესა და მთვარეს...
ვუქურდავ მიწას- დღესა და ღამეს...)
****
მინდა აღსარების ფურცლებს
ნეკნი გავაყოლო ჩემი
ყველამ დამივიწყოს მინდა
მინდა დაგავიწყდე, გესმის?
ბინდით დაფარული გული
აღარ ჩურჩულებს და ყვირის
ვინმე გამოჩნდება ნეტა?
ცრემლით უნუგეშოდ ვტირი
სიზმრებს გაფანტულად ვხედავ
რადგან შეერთება მიჭრს
რომ არ მივეჩვიო რამეს
ამად არაფერი მიღირს...
ყველა საბოლოოდ მიდის
შენი სიმარტოვე გგუდავს
წლები სიცივისგან გამტვრევს
მხოლოდ ახლობელი ზრუნავს
ვისიც მაინც არ გაქვს ნდობა
ჩრდილშიც საკუთარ თავს ებრძვი
სევდამ რომ დაალპოს გული
უკვე ვეღარავის ეტყვი
ვიღაც გენატრება თითქოს
მაგრამ არ იბრუნებ მაინც
რადგან დაკარგული იცი?
უკვე არ ბრუნდება წამიც..!
ზანტად შევქცერი(ვარ) ამინდს,
ახლა დეკემბერი ქრება
თოვლი ჩამადნება ხელში
ფიფქი ცას მორჩილად წყდება
გავა ყველაფრინდან ისიც
ვისაც თავად თვლიდი ყველად.
უკვე არაფერი მიკვირს
ჩემს თავს ჩავბარდები მძევლად
რადგან ჭრილობების ტყვე ვარ
თავს არ დავაღწევდი ციხეს,
რადგან მარტოობა იცი?
უკვე გადამექცა ჩვევად.
ვკვდები სხეულიდან სულში
სულის საზღვრებიდან ვცდები
ვხვდები სიმარტივით ტკობას
ჩემში ემოციებს ვდევნი
ახლა სიმშვიდე მაქვს ფარად
სახეს გადავურჩევ იერს
მე რომ განსაცდელი არა,
ვინღა მიწოდებდა ძლიერს
ხან კი სისუსტე მაქვს სისხლში
გამყავს წელიწადი ცრემლით
მაინც დაბრუნდება ალბათ
ვისაც უსასრულოდ ველით
ჩვენი არ თქმულიც კი ალბათ
ცაში ლოცვებივით ისმის
ერთი მუდარა მაქვს მხოლოდ...
****
(ღმერთმა ყველაფერი იცის)

Пікірлер: 11

  • @otoqamxadze7798
    @otoqamxadze77985 жыл бұрын

    ანი ჩემო დაო შეუდარებელი ხარ შენ საქმეში ზედმეტად შეუდარებელი არსად არ ისმის ძალით მონაყოლი და დადგმული ცერემონიები სხვის მოსაწონად რომ ყვებიან და აკეთებენ იმას რასაც აკეთებენ შენი თვითეული სიტყვა გულიდან მოდის და მე მადლობას გიხდი რომ ასეთი ადამიანი ყევხარ ჩვენს სამშობლოს

  • @user-vk1bo1rm7m
    @user-vk1bo1rm7m5 жыл бұрын

    ,, ერთი მჯდარა მაქვს მხოლოდ, ღმერთმმა, ყველაფერი იცის",, ღვთის სიტყვა" სიტყვით. ანა. პოეზიის დედოფალო! ტალანტ დედოფალი! მიყვარხარ

  • @nikaprogamernibagalugi7461
    @nikaprogamernibagalugi74615 жыл бұрын

    Magari leqsia

  • @natiagorgodze1020
    @natiagorgodze10207 жыл бұрын

    dzalian lamazi leqsia

  • @galaxys6241
    @galaxys62416 жыл бұрын

    ❤❤❤

  • @makvalazoziashvili8919
    @makvalazoziashvili89195 жыл бұрын

    💞❤❤❤❤

  • @otoqamxadze7798
    @otoqamxadze77985 жыл бұрын

    ანი თუ წაიკითხავ ჩემო დაო გთხოვთ რომ ჩემი სურვილის ასრულებაში დამეხმაროთ და ლექსი რომელიც მე ძალიან დიდიხანია მინდა რომ თქვენ წაიკითხოთ დამეხმაროთ და წაიკითხოთ ეს იქნება ზოგადათ ცხოვრებიდან ჩემთვის დიდი საჩუქარი თქვენის დახმარებით

Келесі