ანა - ბავშვობაში გათხოვილი

„15 წლის ბავშვი არის ბავშვი და მისი ადგილი არ არის სხვის ოჯახში, ეს დანაშაულია“, - მეუბნება ანა ჯავახიშვილი, რომელიც თავადაც ამ ხნისა იყო, როცა იძულებით დაქორწინება მოუწია ადამიანზე, რომელიც არ უყვარდა.
1990-იანი წლების ბოლო იყო, ცივი და ბნელი თბილისი, ყველას უჭირდა. ანას ყოველდღიურობა სკოლა, სახლი და წიგნები იყო - ოჯახის შექმნა და დედობა აზრადაც არ მოსვლია. მაგრამ მოხდა ისე, როგორც მაშინ ხშირად ხდებოდა ხოლმე. მისმა მომავალმა ქმარმა და მისმა მეგობრებმა, ანა თბილისიდან ზუგდიდში, ვითომ „კავეენში“ მონაწილეობის მისაღებად წასვლაზე დაითანხმეს.
თითქოს უწყინარი, რამდენიმედღიანი მოგზაურობა კი იმით დასრულდა, რომ შინ დაბრუნებულ ანას ოჯახის, განსაკუთრებით კი დედის მტკიცე პოზიცია დახვდა - შინ ასე დაბრუნება სირცხვილი იყო და უნდა გათხოვილიყო.
ასე გახდა ბავშვი - ცოლი. მისი ახლა უკვე ყოფილი ქმარი მაშინ 20 წლისა იყო. ერთად წლები იცხოვრეს. ანას 4 შვილი შეეძინა.
„მეც 15 წლისას მომიწია ქორწინება. ჩემი ერთადერთი ძმა, მამაჩემი და დედაჩემი დიდი ხანია, ცოცხლები აღარ არიან. ძალიან მძიმე ფორმით მოხდა ეს ყველაფერი...
ჰოდა, მიუხედავად იმის, რომ ისინი სიცოცხლეს მერჩივნენ, ჩემი ამბავი გარდაცვლილებსაც ვერ ვაპატიე“, - ეს სიტყვები ანამ საკუთარ ფეისბუკზე მას შემდეგ დაწერა, რაც 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის ამბავი გავრცელდა - მეცხრეკლასელი გოგო მოკლა კაცმა, რომელთანაც ის არარეგისტრირებულ ქორწინებაში იყო - მოკლა გაქცევის მცდელობისას.
დღეს ანა ჯავახიშვილი კამერის წინ პირველად ღიად ლაპარაკობს ნაადრევი ქორწინების საკუთარ გამოცდილებაზე, უცებ ცოლად ქცეული ბავშვის განცდებსა და ყველა სირთულეზე, რაც მარტომ გამოიარა.

Пікірлер: 71

  • @chris-musiceu
    @chris-musiceu8 ай бұрын

    ყველანაირად გაუმართლებელია მშობლების ესეთი ქცევა!!!!!

  • @taiatsiklauri5901
    @taiatsiklauri59018 ай бұрын

    უღრმესი მადლობა ანას 🙏 ასეთი გულწრფელობისთვის, გამბედაობისთვის ❤️ ამას ბევრი მშობელი თუ ახალგაზრდა ნახავს და ძალიან მნიშვნელოვანია მოისმინონ და გაიაზრონ სიღრმისეულად. მადლობა 😘

  • @user-gn1rp7ny7h
    @user-gn1rp7ny7h8 ай бұрын

    იმდენი რამე აუსრულდა რაც არ უნდა ასრულებოდა...რამხელა ტკივილსა და სევდას იტევს ეს ფრაზები.ძალიან ყოჩაღი გოგო ხარ ანა და როგორი მართალი, ყველა გოგონასთვის საკუთარი ოჯახი უნდა იყოს უპირობოდ უსაფრთხო გარემო.❤

  • @ninoberiashvili3458
    @ninoberiashvili34588 ай бұрын

    რა კარგიგოგო ხარ დედი და როგორი ჩამოყალიბებული მოსაუბრე. გული დამეწვა. უფალმა დაგლოცოს. არასოდეს არაა გვიან ახალი ცხოვრების დაწყება❤

  • @salomesandroshvili6711

    @salomesandroshvili6711

    5 ай бұрын

  • @etersadagashvili9793
    @etersadagashvili97938 ай бұрын

    ჩვენ ის თაობა ვართ, რომელსაც ბავშვობა არ შეგვარგეს. მადლობა ანა გულწრფელობისთვის❤

  • @ninodotiashvili4488
    @ninodotiashvili44888 ай бұрын

    გენაცვალე,რა საყვატელი გოგო ხარ❤️❤️❤️რამდენი ტკივილია ამ ერთი ადამიანის თვალებში❤️❤️❤️❤️❤️მართალია ანა,როცა ადამიანს სულს უმახინჯებენ ,მერე გულს ნაკლებად უხარია დიდი სიხარულიც კი❤️❤️❤️

  • @irmaabuladze8910
    @irmaabuladze89108 ай бұрын

    ჩვენი მძიმე რეალობაა😢 მერვე კლასში გამითხოვდა სადამრიგებლო კლასიდან ბავშვი. 13 წლის. მორცხვი, მოკრძალებული, ლამაზი გოგონა. სადედამთილომ მოიტაცა და ტელეფონი ჩამოართვა. დედა სვანეთში იყო წასული, გვიან გაიგო. და როცა ვკითხე, რატომ არ წამოიყვანე-მეთქი, ჩემი ერთადერთი ძმა ამ ამბავს შეეწირებოდაო. ან მოკლავდა ვინმეს და ციხეში ჩაჯდებოდა, ან მოკლავდნენო. ერთადერთი შვილი ჰყავდა ამ ქალს და ასე აზროვნებდა. იმიტომაც გაბედა იმ სადედამთილომ ასეთი ქმედება. სისხლის ფასადაც რომ დაგვიჯდეს, უნდა დავიცვათ შვილები მოძალადისგან.

  • @mayakhvistani3441

    @mayakhvistani3441

    8 ай бұрын

    სისულელეებს ნუ ქადაგებს იდიოტო სოროსის კიკუვ. ერთმანეთი რომ დაეხოცათ ის სჯობდა არა? ბრძენმა სვანმა ქალბატონმა ბრძნული ანალიზი გააკეთა და შესაბამისად იმოქმედა.ჭინკებო, ქვეყნის მტრებო, მიაყენეთ ერთი ადგილი😡

  • @user-cq7nn4qz4e

    @user-cq7nn4qz4e

    8 ай бұрын

    გამარჯობა,ქალბატონო ირმა! რომელ წელში მოხდა ეს გატაცება?

  • @irmaabuladze8910

    @irmaabuladze8910

    7 ай бұрын

    ზუსტი წელი არ მახსოვს, 1993 წელს დაბადებული ბავშვები იყვნენ. 3 შვილის დედაა ახლა. ცხოვრობს ალბათ გაუხარებლად. ისე მიყვარდა, ისეთი კარგი ბავშვი იყო, ახლაც ყველაფერი მეწვის, მისი ამბავი რომ მახსენდება.

  • @salomesandroshvili6711

    @salomesandroshvili6711

    6 ай бұрын

    ​@@irmaabuladze8910😢

  • @ziadoziado3112
    @ziadoziado31128 ай бұрын

    საზოგადოების სიბრიყვე, გაუნათლებლობა და უგუნურება ასაზრდოებს ძალადობას და უსამართლობას პირადულ ცხოვრებაში.

  • @user-ch6ck1un4s

    @user-ch6ck1un4s

    8 ай бұрын

    რა მტკივნეული ისტორიაა.საზოგადოება წნეხში გატარებდა მაშინ ქვეშეუცნობლად, არავის აინტერესებდა შენი გრძნობები, მთავარი ხალხი რას იტყოდა ეს იყო. ბნელი 90 იანი წლები წასრულს ჩაბარდა მაგრამ მე ვიტყოდი რომ მოსახლეობის უმეტესობა ეხლა იმას უკეთებს აპელირებას თუ რას იტყვის ხალხი.ბედნიერება თქვენ.ძალიან საინტერესო გადაცემები გაქვთ ❤

  • @ziadoziado3112

    @ziadoziado3112

    8 ай бұрын

    ადამიანმა არავის და არაფერს არ უნდა მიაქციოს ყურადღება როდესაც საკუთარ პირადულ ცხოვრებას ეხება საქმე, რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია ასე ვთქვათ ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე ადამიანების რჩევებიც მაგრამ პირადი ცხოვრება ეს პირადი ცხოვრებაა და არავის არ აქვს უფლება მასში ჩარევის, წინააღმდეგ შემთხვევაში ტრაგიკული მოვლენები გარდაუვალია.

  • @eleonorakvilitaia
    @eleonorakvilitaia8 ай бұрын

    🥺 საცოდავი ქალები იმ დროში… გოგო რომ მყავდეს შვილი, ზუსტად ვიცი როგორ გავზრდიდი და როგორ მეყვარებოდა! რა გული ჰქონდათ მაშინ მშობლებს?! დიახ, ისევ ქალები იყვენ ყველაფერში დამნაშავეები და როგორ მიხარია, რომ ნელ-ნელა გამოვიდნენ დახურული დარაბებიდან სინათლეზე!

  • @jeniqavtaradze1091
    @jeniqavtaradze10917 ай бұрын

    რა საყვარელი გოგოა....ეს ჟურნალისტი რა მკაცრია ერთ თბილ სიტყვას არ გაიმეტებს ,,,რა სახე აქვს ,,,თითქოს დაკითხვაზე ყავს...როგორ ებღვირება....

  • @salomesandroshvili6711

    @salomesandroshvili6711

    6 ай бұрын

    კი, ვერ ვიტან. ოდნავი ემპათიაც არ ეხატება ხოლმე სახეზე

  • @user-qz4ux4sp4p
    @user-qz4ux4sp4p8 ай бұрын

    მე 15 წლის ასაკში მოტაცებული გოგონას პირველი შვილი ვარ...და ეს იყო ტრავმა არა მარტო დედისთვის, არამედ ჩემთვისაც...😢😢

  • @mayakhvistani3441

    @mayakhvistani3441

    8 ай бұрын

    ტროლი ხარ შენ😡

  • @user-qz4ux4sp4p

    @user-qz4ux4sp4p

    7 ай бұрын

    @@mayakhvistani3441 რა ტროლი?- რა სისულელეს წერთ..

  • @user-cz5xg1rj6f
    @user-cz5xg1rj6f8 ай бұрын

    გადაცემის ავტორზე ვგიჟდები❤❤❤ სულ საინტერესო-პრობლემატური თემების მქონე რესპოდენტები ყავს! სარკეში გვახედებს საზოგადოებას, თუ რა გვჭირს! ❤❤❤❤❤

  • @natalyatsadzikidze2898
    @natalyatsadzikidze28988 ай бұрын

    რამდენს სცოდავენ ხოლმე მშობლები, განსაკუთრებით ადრე... იმედია დღეს ასე აღარ არის...

  • @ketizavradashvili9710
    @ketizavradashvili97108 ай бұрын

    ჩვენს დროს ასე იყო და მე მუდამ მიუღებელი ვიყავი ქართული მენტალიტეტისთვის,რადგან მამა უამრავ თავისუფლებას მაძლევდა.ისეთი თავისუფალუ ვიყავი ყველა სეგონა 16 წლის გავთხოვდებოდი,არადა 32 წლის ასკაში დავბრუნდი საქართველოში და შევქმენი ოჯახი,მაშინ უკვე საკუთარი სახლი მქონდა

  • @marimartashvili4077

    @marimartashvili4077

    8 ай бұрын

    თავისუფლება რომ გქონდათ, იმიტომაც არ გათხოვდით ადრეულ ასაკში!

  • @judylee7874
    @judylee78748 ай бұрын

    ანა

  • @dachiasatiani3823
    @dachiasatiani38238 ай бұрын

    მადლობა, რომ გააზიარეთ თქვენი გამოცდილება ❤❤

  • @TaTu-wr2bp
    @TaTu-wr2bp7 ай бұрын

    ეხლა აფორიაქება არ დავიწყოთ რაა...97 წლისათვის ძალიან თავხედობა იყო 15 წლის გოგონა 5 დღით "ამხანაგებთან " ახლა საზოგადოება მარტივად ითვისებს "გათხოვება -გამოთხოვებასთც ",

  • @caterinauzel9069
    @caterinauzel90698 ай бұрын

    როგორ შემეცოდა 😞 რაკარგი ქალბატონია 🥰

  • @user-zz2vq8ps5d
    @user-zz2vq8ps5d8 ай бұрын

    რა კარგი ხარ❤, მინდოდა კიდევ გაგრძელებულიყო, ჭკვიანი და საღად მოაზროვნე ქალბატონი, წარმატებები თქვენ❤

  • @n-77-54
    @n-77-548 ай бұрын

    საშინელი ისტორიაა და რა სასიამოვნო და ძლიერი ადამიანია

  • @enta2
    @enta27 ай бұрын

    ძალიან დიდი სირცხვილია, ესეთი სიბინძურე რომ არსებობს ზოგიერთ ქართულ ოჯახებში

  • @user-xj9sw7cm3h
    @user-xj9sw7cm3h8 ай бұрын

    "ხალხი რას იტყვის"-ამის გამო როგორ უნდა გაწირო შენი საკუთარი შვილი🤢😔იმედია რომ ყველაფერი უფრო უკეთესად იქნება ჩვენს ქვეყანაში

  • @user-wg8ec5mm9f

    @user-wg8ec5mm9f

    8 ай бұрын

    ზუსტად მაგ ფრაზა ღუპავს ხალხს!

  • @user-oq1cj4ke2k
    @user-oq1cj4ke2k8 ай бұрын

    ღმერთო, რა გამოვიარეთ

  • @ninuchela4432
    @ninuchela44327 ай бұрын

    გული მომიკვდა და ტირილი მომინდა. რამხელა ტრამვაა მართლაც. ღმერთმა დიდი ბედნიერება და სიხარული მისცეს და ყველა იმ გოგონებსა და ქალბატონებს ვინც მსგავსი რამ გადაიტანეს. ისე კი პედოფილია ეს და დასჯადი უნდა იყოს.

  • @ElisoVadatchkoria-vt6um
    @ElisoVadatchkoria-vt6um8 ай бұрын

    უფფფ!… გული მოგიკვდება 🙈

  • @iavenustas8054
    @iavenustas80547 ай бұрын

    გასკდა გული.... ისე გასცა პასუხები რომ თავის შვილების მამას შეურაცყოფა კი არა ერთი ცუდი სიტყვა არ უთქვავს. წარმატებები ანას!

  • @elleelle9918
    @elleelle99188 ай бұрын

    ანა ვნახე თქვენი სიუჟეტი.მესმის თქვენი. როგორ შეიძლება გიპოვოთ ფეისბუქზე?

  • @user-yg4fi1md7w
    @user-yg4fi1md7w8 ай бұрын

    ❤️

  • @PushingPiston536
    @PushingPiston5368 ай бұрын

    ❤❤❤

  • @Jazzforlovers
    @Jazzforlovers8 ай бұрын

    30 წელი ურთულესი გზა გავიარეთ , როგორც საზოგადოებამ და კიდევ რამდენი გვაქვს სასწავლი ?!

  • @b24692
    @b246927 ай бұрын

    მიყვარხარ❤

  • @raviavi121
    @raviavi1218 ай бұрын

    მეცხრამეტე საუკუნეში 12 წლის ბავშვებს ათხოვებდნენ. მაშინ ეს ნორმა იყო. ველურ და გადაგვარებულ ტრადიციებს რაც მალე მოვიშორებთ, მით უკეთესი. ანა კი ახალგაზრდა გოგოა, ცხოვრება წინ აქვს.

  • @enta2

    @enta2

    7 ай бұрын

    ეს წარსულის გადმონაშთი არაა. ეს დაიწყო საქართველოში 90იან წლებში. მე 72 წელს ვარ დაბადებული და 89 წელს ვიყავი 17 წლის. არავითარი სახლიდან გაგდებები და გათხოვებები მაშინ არ არსებობდა. მაშინ უფრო იყო აბორტის ძალით გაკეთება თუ გოგო შეყვარებულისგან დაორსულდებოდა ან ბავშვის ჩუმად გაჩენა და გაშვილება. მაგრამ საკუთარ შვილს არავინ ათხოვებდა ამის გამო. გათხოვება და მოტაცება დაიწყო 90იანებში.

  • @juka4646
    @juka46468 ай бұрын

    ჩემო ძვირფასო ცხოვრება წინ გაქვს,წარსული მიიღე გამოცდილებად ,არ დანებდე და შენი 4 შვილისათვის იყავი მაგალითი როგორც ძლიერი ,მებრძოლი და ცხოვრებაზე გამარჯვებული ადამიანი.❤️❤️

  • @NanaGujejiani-mv6rb
    @NanaGujejiani-mv6rb8 ай бұрын

    ანა ❤❤❤❤💝

  • @anabarliani8554
    @anabarliani85548 ай бұрын

    😢

  • @natiachan1660
    @natiachan16608 ай бұрын

    მაგ დროის ადამიანი ვარ მეც და ძალით გათხოვება არ ყოფილა ჩემს ირგვლივ....საიდან გამოჩნდა ეს ხალხი რომელი პლანეტიდან???? თვითონ იპარებოდნენ სკოლიდან და ეხლა სხვებს აბრალებენ...

  • @tako_Grimaldi

    @tako_Grimaldi

    16 күн бұрын

    ოჯახს არ მოჰყავდი უკან, თუკი ვინმე მოგიტაცებდა.

  • @lauramjavanadze6667
    @lauramjavanadze66678 ай бұрын

    Anas bednierebas vusurveb. Magram mshobelma dedam koveltvis unda esaubros bichi ikneba es tu gogo rom arsebobs sadgac sikvarulic da bichisa da gogos urtiertobac tu ra mokveba am urtiertobas, da tu dzaldatanebitia mitumetes ar sheguebis procesic ikneba, xalxma ilaparakos pirebs xom ar amoukeravt, anda is studenti ar iko sasakveduro tavisaze patarastan ra undoda, momecona mindoda da cavikvano es cxoveli xom araa adamiania, am kvelaperze unda saubrobdnen mshoblebi taviant shvilebtan 18:26

  • @natiacaqadze6091
    @natiacaqadze60918 ай бұрын

    ნელ-ნელა ვვითარდებით 👍 შემეცოდა ძალიან 😔

  • @ninalenono3541
    @ninalenono35418 ай бұрын

    😓😓😓😓😓

  • @mariamchutkerashvili8720
    @mariamchutkerashvili87208 ай бұрын

    ღმერთოო რა რთული მოსასმენია 🤦🏻‍♀️ თან მაინტერესებს თან ტვინს მიდუღებს 🥺

  • @user-bk1vw3uu6m
    @user-bk1vw3uu6m7 ай бұрын

    ოჯახის მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს ბევრისთვის ნაცნობი ისტორია

  • @user-vj3xz8je5d
    @user-vj3xz8je5d8 ай бұрын

    ეს ფრაზა მრევს, -პატრონს ჩავაბარო, რომ ამოვისუნთო- შე მამაცხონებულო, საკუთარ შვილს უფრო მოუვლი, უფრო უპატრონებ, თუ უცხო ოჯახი? რა დედა გქვია, თუ შვილს სხვას მიაბარებ გასაზრდელად და საპატრონოდ,

  • @user-cz5xg1rj6f
    @user-cz5xg1rj6f8 ай бұрын

    What???????😢😢😢😢😢😢 4-შვილი? ასეთი დასაწყისის მერეც?????? მიშველეეეეეთთთთ...😢😢😢😢😢😢😢😢😢😢😢😢😢😢

  • @raviavi121

    @raviavi121

    8 ай бұрын

    უტაქტობა იმდენი გაქვთ, რომ თამამად შეგიძლიათ შიდა ბაზარი დააკმაყოფილოთ და ექსპორტზეც გაიტანოთ

  • @kristinakvatchantiradze3147
    @kristinakvatchantiradze31477 ай бұрын

    ვიტირე მოსმენის დროს😞

  • @lalikirvalidze5208
    @lalikirvalidze52088 ай бұрын

    😢😢Მეტირება.

  • @user-bk1vw3uu6m
    @user-bk1vw3uu6m7 ай бұрын

    ოჯახის მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს.რამდენი ადამიანისთვის ნაცნობ ისტორიას ყვებით ანა

  • @nanazedginidze7043
    @nanazedginidze70437 ай бұрын

    რა სისულელეებს უკეთებთ რეკლამას, ნეტავ თუ ხვდებით? ლანძღავთ მშობელს, რომელიც საღამოს სახლში ვერ ხედავს 15 წლის გოგონას და არც იცის სად არის, თან რამოდენიმე დღის დაგვიანებით დაბრუნდა, როგორც თავად ჰყვება... ან დედები არ ხართ, ან გულები არ გაქვთ? ასე ხელაღებით როგორ შეგიძლიათ ლანძღოთ დედა, რომელიც 15 წლის ლაწირაკმა შვილმა ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო? უნდა ვიფიქროთ რომ თქვენი შვილები სრულიად თავაშვებულები არიან და დიდად არც გენაღვლებათ რა ცხოვრებით ცხოვრობენ, არა? 11-12 წლის ბავშვები საკუთარი ნებით რომ მეძაობენ მშობლებისაგან მალულად, ის მიგაჩნიათ გამართლებულად? თუ მათი სხეული მომწიფებულია ისეთი ცხოვრებისათვის? რას ბჟუტურობს - 17 წლის გოგოს ბავშვის ჭერით ხერხემალი გაუმრუდდა? შვილი საერთოდ არ მყავს და არც ვინმეს ბავშვი მჭერია ხელში, მაგრამ ხერხემალი საშინლად მაქვს გამრუდებული... არიქა, ფემინისტებს შეაცოდე თავი! ვაი, შენს პატრონს!!!

  • @besarionioselini2089
    @besarionioselini20897 ай бұрын

    ღვთისგან წყეულნ იყავთ ჯილაგი ყოვლის გვარის ივანიშვილის ! ! !

  • @meripirtsjalaishvili7682

    @meripirtsjalaishvili7682

    7 ай бұрын

    იმკურნალთ რაა

  • @melisa2417
    @melisa24177 ай бұрын

    რა უტვინოები ხართ ვინც სისულელეს სწერთ!!!რა ადვილად უწყობთ სასამართლოს და სჯით სიტყვიერად…რა სატირალია თქვენნაირების ტვინის, ცოდნის და გამოცდილების არსებობა!!!ასეთებმა სჯობს არც ამოიღოთ ხმა, სირცხვილია ასეთი გაუნათლებლობა!

Келесі