აკა მორჩილაძე - „დაკარგული წიგნები“ - II სერია

Фильм және анимация

ვარძია - ძველი საქართველოს საოცრება, თამარის საგულე, საუკუნეთა შემდგომ ერთ მივიწყებულ, გაპარტახებულ ადგილად დაუხვდა ალექსადრე ფრონელს. მარიამობის დღესასწაულზე დასასწრებად, ვარძიაში ასული ავტორი „დიდებული მეხეთისა“, ღრმა სევდითა და მძიმე ფიქრებით სავსე ღამეს ატარებს კლდეში ნაკვეთ მონასტერში.
სტუდია „ეპოქა“ - „დაკარგული წიგნები“ - აკა მორჩილაძის საავტორო პროექტი
პროექტის მიზანია, იმ წიგნების გახსენება, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს ისტორიისა და კულტურისათვის, მაგრამ უსამართლოდაა მივიწყებული და დაკარგული.
მესხეთი - დიდებული და განადგურებული, ბრწყინვალე და ცრემლის მომგვრელი, სიამაყისა და ტკივილის ერთდროულად გამღვიძებელი - იყო უდიდესი სიყვარული ალექსანდრე ყიფშიძისა, რომელიც ასზე მეტი წლის წინათ ფრონელის ფსევდონიმით აქვეყნებდა თავის წიგნებს.
„დიდებული მესხეთი“ არის ნარკვევებისა და ჩანაწერების თბილი, დამაფიქრებელი, წუხილითა და იმედით გაჯერებული კრებული. სწორედ ალექსანდრე ფრონელის საუკუნის წინანდელ მესხეთში გვამოგზაურებს აკა მორჩილაძე.
პროექტის ავტორები - აკა მორჩილაძე, ქეთევან სადღობელაშვილი
რეჟისორი - გიორგი ებრალიძე
ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/show/dakarguli-wignebi/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - bit.ly/33kzDvm
გამოიწერეთ ჩვენი არხი - bit.ly/33olCgk
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

Пікірлер: 22

  • @ninodolidze8454
    @ninodolidze84543 жыл бұрын

    აკა ღმერთმა გადღეგრძელოს და უმრავლოს ჩვენს სამშობლოს შენნაირი შვილები. მადლობა არხს ძვირფასი გადაცემისთვის

  • @karlokhutsishvili6929
    @karlokhutsishvili69293 жыл бұрын

    აღფრთოვანებული ვარ ამ გადაცემით. ასეთი გადაცემა დღეს იშვიათობაა ქართულ ტელესივრცეში, ასეთი გადაცემები გვჭირდება ჩვენ და ჩვენს მომავალ თაობებს. დიდი მადლობა ტელევიზიის ყველა თანამშრომელს, ვინც ეს გადაცემა მოამზადა და გადასცა, განსაკუთერბული მადლობა დღევანდელი ეპოქის უდიდეს ადამიანს , დიდებული მესხეთის დიდებულ მთხრობელს, ცნობილ მწერალს აკა მორჩილაძეს. მადლობა ამ დაუვიწყარი 25 წუთისათვის!

  • @epoqagpb

    @epoqagpb

    3 жыл бұрын

    დიდი მადლობა :)

  • @user-sw6cx2ei1o
    @user-sw6cx2ei1o3 жыл бұрын

    ნამდვილად დიდი მადლობა პირველ არხ ასეთი მეტად საინტერესო და საჭირო პროექტისთვის💪💪💋💋❤❤👍👍.

  • @epoqagpb

    @epoqagpb

    3 жыл бұрын

    მადლობა თქვენ, რომ გვიყურებთ :)

  • @ingabalakhashvili2633
    @ingabalakhashvili26333 жыл бұрын

    საოცარი ადამიანი, საოცარი გადაცემებით. ყველას დიდი მადლობა ამ საინტერესო გადაცემების გადაღებისთვის.

  • @tinatini3940
    @tinatini39402 жыл бұрын

    უღრმესი მადლობა ისტორიის თხრობისთვის❤️

  • @maiagedevanishvili1785
    @maiagedevanishvili17853 жыл бұрын

    ძალიან საინტერესო პროექტია...დიდი მადლობა....ყველაფრისთვის რაც გაგიკეთებიათ ქარტული ისტორიის, მწერლობის , ადამიანების თაობებისთვის შესანარჩუნებლად....

  • @giorgilagidze6015
    @giorgilagidze60153 жыл бұрын

    დიდი მადლობა ამ გადაცემებისთვის!

  • @coolgiga
    @coolgiga3 жыл бұрын

    მაგარია! 👍👍👌

  • @nodovicosettembrini7936
    @nodovicosettembrini79362 жыл бұрын

    ძალიან სიღორეა, საზ მაუწყებელს რომ რეკლამა აქვს ტელევიზიაში და მითუმეტეს იუთუბზე.

  • @davitsute9511
    @davitsute9511 Жыл бұрын

    კინკილა გმირების შემონახული საქართველო

  • @lashabirchadze6304
    @lashabirchadze63043 жыл бұрын

    მესხური მუსიკის ლინკი ან სახელი რო დადოთ❤❤

  • @epoqagpb

    @epoqagpb

    3 жыл бұрын

    ეს მუსიკა, სპეციალურად ამ პროექტისთვის დაწერა ნიაზ დიასამიძემ. ტიტრებში მითითებულია კომპოზიტორი. ცალკე მუსიკის ლინკი არ არსებობს.

  • @ketitkhilaishvili746
    @ketitkhilaishvili7462 ай бұрын

    🌟

  • @khatunajalagania5561
    @khatunajalagania55613 жыл бұрын

    ნამდვკლად იმას ვისმენ რაც მაინტერესებს და მიხარია რომ მოგაგენით . ერთი კვირის წინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი ამ დიდებული პროექტის შესახებ ,კარგი მოსასმენია მადლობა დიდი

  • @tamtatsereteli2071
    @tamtatsereteli20713 жыл бұрын

  • @valeritabatadze9396
    @valeritabatadze93962 жыл бұрын

    Shen gagaxaros magalma gmertma samotxeshi var Roca giyurebt ,gisment ,gaagrdzelet Ra es emigrantistvis dzalian dzalian bevr rames nishnavs . gaagrdzelet 5 jer da metjer uyureb erti da igives .

  • @nathaliegagnidze9383
    @nathaliegagnidze93833 жыл бұрын

    დაწერეთ ტექსტი თქვენი ოქროს კალმით - მოიყვანეთ სისტემაში ეს ყველაფერი, მიეცით აკადემიური სახე - მოსასმენადაც უკეთესი იქნება და დროსაც დაზოგავთ... თქვენი ინტონაცია ისეთია, თითქოს ამ თქვენს მონათხრობს დიდი მნიშვნელობა არა აქვს... ჰოდა როგორც აქამდე არ იცოდა არავინ ეს ძვირფასი ამბები, ისე არ ეცოდინებათ თქვენს შემდეგაც - არ გაჩერდება გონებაში - სიმძაფრეა საჭირო, მეტყველი ტკივილი... პროგრამას გაკეთება უნდა...

  • @ig1587
    @ig15873 жыл бұрын

    After

Келесі