აღმოაჩინე შენი კახეთი - სოფ. საბუე

საბუე - სოფელი საქართველოში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. მდინარე ინწობის (ალაზნის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირას. თემის ცენტრი (სოფელი: ალმატი). ზღვის დონიდან 560 მეტრი, ყვარლიდან 27 კილომეტრი.
Sabue - village in Georgia, Kvareli Municipality, on the southern slope of Caucasian Mountains. It is situated on the left shore of the river Intsoba at the altitude of 560 meter above sea level. The village is 27 km away from Kvareli.

Пікірлер: 2

  • @gogale4517
    @gogale45174 жыл бұрын

    ეს ტერიტორია საბუის მუნიციპალიტეტში კი შედის, მაგრამ ამტერიტორიებს აქვს თავისი სახელი და ჰქვია ფიქალები, რომელიც კომუნისტების პერიოდში ცნობილი იყო დაბა ფიქალების სახელწოდებით.პირადად მე აქ გავიზარდე, ამ სამონასტრო კომპლექსების ნანგრევებში, ამ მართლაც უიშვიათესი სილამაზის მთა-ველებში, კალმახით სავსე მდინარე ინწობის ტალღებში. საბჭოთა პერიოდში აქ მ,ართლაც უამრავი ტურისტი თუ დამსვენებელი მოდიოდა და ზაფხულობით აქ ცხოვრება, რომ იტყვიან, დუღდა. ბავშვი ვიყავი და კარგად მახსოვს, აქ ჩამოსული იყო საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი პოდგორნი, რაც მიუთითებს ამ ადგილის, ფიქალების, მაშინდელ პოპულარობაზე. სხვათაშორის როცა ფარავნის ტბასთან არსებული რომელიღაც კანიონის ტურისტულ თუ დასასვენებელ ინფრასტრუქტურაზე ჰქონდათ ჩვენს მთავრობას, სულ რაღაც ერთი თვის წინ საუბარი, ამომიტივტივდა თავში, რომ რატომ ამ ტერიტორიაზე არ შეიძლება შეიქმნას ტურისტული ბაზები, მით უმეტეს ეს ერთ დროს მართლაც საუკეთესო დასასვენებელ ადგილებს წარმოადგენდა. მე მგონი ეს ადგილები არ ჩამოუვარდება სილამაზით დაშბაშის კანიონს და თუ აქ ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარდა, უკეთესიც იქნება დაშბაშის კანიონზე.

  • @user-rs6gq7pi8h
    @user-rs6gq7pi8h Жыл бұрын

    მე,ძალიან კარგად ვიცნობ ამ,მხარეს კერძოდ ფიქალებს სადაც,ჩემი მოგონებები არის დარჩენილი,სადაც მე, ჩემი ბავშვობა გავატარე ყოველ ზფხულს მე-2 ნაკადზე ვისვენებდი ფიქალების პიონერთა ბანაკში ეს,იყო 80-ან წლებში მახსოვს რა, დიდებული გართობა,კვება,ლაშქრობა ყადორის ციხეზე,ფიქალების ტყეში სეირნობა ყოველდღე ეს,არის დაუვიწყარი მოგონება,რაც არასოდეს აღარ დაბრუნდება მაშინ,სულ სხვა სიყვარული იყო ადმიანების მიმართ მაშიმ,სულ სხვა გაგება და ზრდილობა, იყო ღმერთმა ქნას და ღვთის მადლით აღგდეს, ჩვენი კულტურის ძეგლები და,ასევე აშენდეს ის ფიქლები,რაც ადრე იყო

Келесі