ABRAAM SAPIR სცენაზეა თელ-ავივის დრამატული თეატრი მიხო ნანიკაშვილის ხელმძღვანელობით

1983 წლის 11 ოქტომბერს თელ-ავივის კულტურის დარბაზში („ჰეიხალ ჰათარბუთ“) გაიმართა გაზეთ "ალია"-ს დაარსებიდან 10 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო. საპატიო სტუმარი იყო ისრაელის პრეზიდენტი ხაიმ ჰერცოგი. მხატვრულ ნაწილში მონაწილეობა მიიღო ისრაელში სახელგანთქმულმა მომღერლებმა იორამ გაონმა და ოფრა ხაზამ, ქართველ ებრაელმა ხელოვნების მუშაკებმა, ქორეოგრაფიულმა და საესტრადო ანსამბლებმა.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თელ-ავივის თეატრალური კოლექტივი რეჟისორ მიხეილ ნანიკაშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც დამსწრეთ წარმოუდგინა დავით ბოთერაშვილის პიესა „მზვითის ანგარიში". მონაწილეობდნენ მსახიობები ანიკო ვანსოვსკაია, ნათელა სეფიაშვილი, რიტა მიხელაშვილი, რაისა მიხელაშვილი, მორის ჯანაშვილი, შოთა ეთერაშვილი, მიშელ იაკობაშვილი, მიხეილ ჩაჩაშვილი და მიხეილ ნანიკაშვილი

Пікірлер

    Келесі