#29 თორრნიკე ნაროზაული - ქაღალდის თვითმფრინავები

Qagaldis TvitMfrinavebi
თორრნიკე ნაროზაული
ნიკოლოზ ხახუტაშვილი
ირაკლი დეისაძე
ალექსანდრე შურღაია

Пікірлер: 13

  • @kryapi2591
    @kryapi25917 жыл бұрын

    სრული ტექსტი მჭამს ამინდებია მარტის ყოფნა არყოფნის ზღვართან მივედი შენ მოხვედი და ღმერთი წამართვი და ღმერთთან ერთად ღმერთის იმედიც ცა შეიღება ვაზის სისხლისფრად დღესაც მთვარეა ღამის მორიგე მე ვარ პოეტი მაგრამ ზოგის თქმით ერთი უბრალო ალკოჰოლიკი და მდის ძარღვიდან სისხლის მაგიერ როცა მთვრალი ვარ მეტი სიმძაფრით მიწა, რომელსაც ზედ შევალიე მთელი ბავშვობის ტკბილი სიმწარე, ხალხი,რომელიც დღემდე უცხოა, როგორც მდიდრისთვის მწირის ტკივილი, მე ვარ პოეტი და ვერ ვიცხოვრებ კოსტუმიანი არლეკინივით ან ვიღაც ნაზი პოეტებივით მე ვერ დავჯდები ლექსთა ღრეჯინით, "სიცოცხლე მცირე მომენტებია არსებობიდან ამოგლეჯილი"- ვამბობ, გავყურებ გამხმარ ასკილებს, წვიმა მოჟონავს ღრუბლის ცურიდან, მე ვარ პოეტი, უკანასკნელი- ცოცხალ თვითმკვლელთა საფეხურიდან. ვინც ვერ გამიგებს უფრო ბრძენია, ვინც შემიძულებს უფრო მართალი, როცა სიკვდილი ღმერთის ძღვენია და ჩვენს გულებზე თბილი ზამთარი. მაშინ მორფივით ტკივილს გვიყუჩებს ბოთლი ლუდი და ჭიქა არაყი, როცა ცხოვრება გვახევს ლაყუჩებს და ძვლებს გვინაყავს... შენც ხომ გინახავს როგორ მივდივარ, როცა მარტო ვარ ხიდზე ხარხარით მე ვარ პოეტი და სულ მკიდია სად მომკლავენ და სად დამმარხავენ დაიგვიანეს , ჯერ არსად სჩანან, შენ სისხლო ჩემო დიდხანს ელოდე ჩამოაღწევდა ზეციდან სანამ მზე მზეწართმეულ საქართველომდე დიდხანს გჯეროდა რომ არ არსებობს ნაღდ სიყვარულში გრამი სიყალბე ძალაც იყო და ზიზღიც თავს ზემოთ მაგრამ შენ მაინც ყველა გიყვარდა ჰო სისხლო ჩემო ასჯერ დაღვრილო ჰო გულო ჩემო ასჯერ გამტყდარო უნდა დავჯაბნოთ, ტანგადახრილი სიძულვილისკენ ,მთელი სამყარო. გესმის ძვირფასო! მე გაპატიე და შევიძულე შენი თვალები, გამოსროლილი წვრილ საფანტივით, ყველა უჯრედს რომ აფერმკრთალებენ. მკრთალი ხალები, მხრები, ნეკნები, მძულს შენი თან, მძულს შენი ტანის ნაზი ციება, გულის წასვლამდე სუნთქვის შეკვრა და ვნებააჭრილი ამბიციები მე გაპატიე როგორც იუდამ ქრისტეს შეუნდო მისი გაცემა და დავივიწყე როგორ მტკიოდა გულის პურივით დაქუცმაცება, გესმის მამულო როგორ ვხრიალებ ხმა რომ შეიცნო ჩემი გულისთქმის მე ვარ პოეტი, მოხეტიალე პოეზიაში როგორც ტურისტი. კაპიშონიან ლექსებს ვიფარებ და ვერლიბრებით ვიხვევ ლავიწებს მუხლებს მილოკავს ძაღლი სიბერე და ჩიტის ფრთებით ფრენას მავიწყებს ზიმერს ვუხამებ მშვიდი წვიმის ტონს ველი წინა წლის თოვლის გალღობას შენც შემატოვე ჩემო ლივინგსტონ, ამ ყოველდღიურ მამაძაღლობას, შენც ჩემო ძველო ძმაკაც წიქარა, ქარში გამფანტე შავთეთრ კადრებად მე სულ მკიდია ვინ რას მიჰქარავს ჩემი ცოდვებიც მყოფნის სათრევად.. შენც ალექსანდრა , ჩემო ყოფილო, და ხელთუქმნელო უბედურებავ გთხოვ აპატიე უკმაყოფილო ღმერთი თუ რწმენას მოგემდურება, დროსაც შეუნდე ძვირფას სამოსის ჩრჩილის კლანჭებით გაცამტვერება და სამიათას სამას სამოცი კაცის თითები, და მოფერება, თუ ვერ შეგინდეს ეგაც შეუნდე, შენი უმანკო სულის განკითხვა რომ დაემსგავსა შენი სხეული ფურცლებ გაცვეთილ ღამის საკითხავს... და აი ისევ სისხლი მწყურია შენ გვერდში უნდა მედგე ჯეიმსონ ხედავ, უჩვენოდ უფერულია მთელი ქალაქი, ხოდა შემივსე პაპა რიგალსაც უნდა გავძახოთ იქით ჯეკი და აქეთ ხვანჭკარა, სიფხიზლით უკვე მაგრად გავძეხი ხოდა დაასხი სანამ დამჭკნარა თითები უწყლო ტირიფებივით სანამ გადამძვრა კანი ფესვიდან მე ვარ პოეტი მაგრამ დეფივით არც პირველი ვარ და არც მეშვიდე სულ სხვა ქარს მისდევს ჩემი ხომალდი სულ სხვა ქარიშხალს ეთამაშება დღეს პოეტები ისე მომრავლდნენ როგორც ვენახის ზვრებში შაშვები, მაგრამ ყურძენი უნდა დაწურონ მხოლოდ ნამდვილმა მამაკაცებმა ქოჩორაწკეპილ მამაკაცუნებს სხვა რაკურსი აქვთ და გადაცემა ჰო სისხლო ჩემო სისხლო ქართულო რამ შეგაშინოს რამ შეგაჩეროს რომელი ქვეყნის მავთულხლართებმა რომელი მხეცის დაღრიალებამ შენ სისხლო ჩემო ასგზის დაღვრილო დიდგორებთან და დარიალებთან საკინძეამწყდარ გოგოს ალერსში გამოჟონილო მკერდის სისველედ მე ვარ პოეტი და ჩემს თვალებში ღამენათევი ღმერთი ისვენებს მე ვარ ყოველთვის და არასოდეს მე ვარ ყველგან და არსად არავარ და მხოლოდ წვიმა დაიმახსოვრებს ჩემი ლექსების დამწვარ ქარავანს ბინდისფერია მთელი სოფელი და ბინდი თვითონ სოფლისფერია ქარი დაიძრა და კმაყოფილი მზე საწვიმ ღრუბლებს გამოერია თავდაჩაგრული მთები ნატრობენ წლების უნახავ ქმრებისნაირად რომ გამოუჩნდეს ნისლებს პატრონი ჰაერისფერი გახდეს ჰაერი შემოაცალონ ტანს ერთგულება რომ გაილოკონ ყველა ჭრილობა და ქრისტიანულ გაბედულობით სძლიონ ისლამის დაჩაგრულობას შიშვლად შესცურონ ცივ მდინარეში და გამოარტყან ნაპასს კანაფი ჩამოეშალოთ კლდიან თვალებში ათასწლოვანი ძილის ქარაფი გესმის ძვირფასო მთებიც იცვლიან პოზებს და წვანან ღრუბლის კაცებთან მაგრამ ჩვენსავით არ შეუძლიათ ღმერთის ჯვარცმა და მოძღვრის გაცემა რა ამბავია ამდენი ღმერთი ზოგი ერთხელაც რომ არ ახსენებს დროა დაუსვა ფურცელი წერტილს ყველა ფრჩხილი და კარი გახსენი სანამ ჯეიმსონს გასძვრა სარქველი სანამ ნაღველი ყელში გამჩრია და დავიყვირე რომ ვარ ქართველი რომ სხვა სიმდიდრე არ გამაჩნია ჯიბეგახვრეტილ ლექსების გარდა ნერვოზისა და ბანკის ვალების და მკვდარი გულის დაგმანულ კართან მდგომი უცნობი ქალ-ბორბალების ცხადზე ცხადია არავის ვგავარ თვალის ფერით თუ წერის მანერით მიტოვებული საფლავის ქვა ვარ ფერგახუნებულ დღეთა "ქავერი" გესმის ძვირფასო როგორ არ გესმის როცა ცას სწვდება ჩემი სიჩუმე როცა დამასკოს მზის ქვეშ ალესილ ქარს დავახიე გულის სარჩული შენ რომ გენახა სად არის გული რომლითაც ვცოცხლობთ, რომლითაც ვკვდებით, როცა ღერძულა ხაზივით ვუვლით ერთმანეთს მკერდზე და გვერდში ვცდებით მხარში დადგომის მაგივრად ვხუჭავთ თვალებს მაგრად რომ არ შევიმჩნიოთ ძველ ასფალტივით დამსკდარი მუჭი ქუჩის კუთხიდან ნაძვის გირჩივით გამოშვერილი ვთქვათ ციგნის ბავშვის რომელსაც ხშირად ზიზღით ვიცილებთ და მერე ხელებს აღვაპყრობთ ცაში რომ დაიფაროს ღმერთმა სიცივე ჩვენგან თუ როგორც ვამბობთ რავიცი ცხვირამდე ვიკრავთ ძვირფას პალტოებს და მარტოობას ისე განვიცდით რომ თითქოს მართლა ვიყოთ მარტონი ხო ალექსანდრა მეწვის მაჯები მხრებზე ჯვრის ფორმის მხრე, შრე და წყლულები ჩემი სიცოცხლის დღეებს ვაჯამებ და ვიღებ მინუს უსასრულობას ვისვრი ფანჯრიდან მფრინავ ქაღალდებს და მერე ფანჯრებს ვისვრი სახლიდან რომ ერთ მშვენიერ დღეს არ გადავხტე მიწისქვეშეთში მზის სიმაღლიდან ჰო ალექსანდრა მაგრად დამღალა ამ გაწელილმა ფოთოლცვენებმა მე ვარ პოეტი ანუ დამღა ვარ ჭეშმარიტების და მეჩვენება რომ ვარ ყოველთვის და არასოდეს რომ ვარ ყველგან და არსად არავარ და მხოლოდ წვიმა დაიმახსოვრებს ჩემი ლექსების დამწვარ ქარავანს გამომეფიტა გამხმარ ხესავით ხორციც, სულიც და ვისკის მათარაც აი ეს არის , ხო სულ ეს არის რაც უნდა მეთქვა.. წერას ვამთავრებ... რწმენას ვამთავრებ... სუნთქვას ვამთავრებ... მაგრამ აქ არა. ბოლოს უთუოდ უნდა ვიმღერო ჩემი მოკლული შვილის სიმღერა დამჭკნარ სიცოცხლეს გავეპირფერო უკანასკნელად ანუ პირველად "ყვითელი ფოთლები მიქრიან ქარდაქარ ... სიცოცხლის მოთმენით ვნაცრდები თანდათან..."

  • @lanchomgeladze5129
    @lanchomgeladze51297 жыл бұрын

    😢😢😢

  • @sesemiqava5256
    @sesemiqava52568 жыл бұрын

    ტექსტი მოგეპოვებათ ვინმეს?

  • @torukmakto1986
    @torukmakto19868 жыл бұрын

    shen genacvale gulshi chamwvdomi

  • @giorgimazanishvili7927
    @giorgimazanishvili79277 жыл бұрын

    გამარჯობა მოგესალმებით კახეთიდან!!! მეც პოეტი ვარ !!! მინდა თქვენს პოეზიიის საღამოში მივიღო მონაწილეობა, თუ რა თქმა უნდა ეს შესაძლებელია???

  • @AN0G

    @AN0G

    7 жыл бұрын

    ბიჭებს დაუკავშირდით ამ საკითხზე

  • @george-rb8zs
    @george-rb8zs7 жыл бұрын

    melodiis linki dadet an saxeli daweret

  • @gigs_pinkman2367

    @gigs_pinkman2367

    5 жыл бұрын

    kzread.info/dash/bejne/nqGDlaZyhduuhc4.html გვიან... მაგრამ მაინც🙂

  • @natiaraminashvili3169
    @natiaraminashvili31698 жыл бұрын

    Musikis saxels ver metyvit?

  • @AN0G

    @AN0G

    8 жыл бұрын

    სამწუხაროდ სახელი არ ვიცი

  • @akirakurosawa7885

    @akirakurosawa7885

    7 жыл бұрын

    teqsti argaqvt?

  • @AN0G

    @AN0G

    7 жыл бұрын

    ტექსტი არ მაქვს

  • @gigs_pinkman2367

    @gigs_pinkman2367

    5 жыл бұрын

    kzread.info/dash/bejne/nqGDlaZyhduuhc4.html

Келесі